„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1135
სარეგისტრაციო კოდი
140080000.42.047.016022
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო დ აცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №1135

2012 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:

1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში (სსმ III, 18.06.2007 წ., №83, მუხ. 899) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)ბრძანების პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №1) მე-13 მუხლში :

ა.ა)  პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს პირგასამტეხლოს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაზე, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალურ მომზადებაზე და კვებით უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს”;

ა.ბ.) დამატებულ იქნეს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3.   ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო კონტრაქტორს არ დაეკისრება, თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყდება სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების არადამაკმაყოფილებელი შედეგით გავლის საფუძველზე”;

ბ)    ბრძანების პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №2)მე-13 მუხლში:

ბ.ა)  პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)   დაეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს პირგასამტეხლოს, აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაზე, სპეციალურ მომზადებაზე და თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში კვებით უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს”;

ბ. ბ) დამატებულ იქნეს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„4.   ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო კონტრაქტორს არ დაეკისრება, თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყდება სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების არადამაკმაყოფილებელი შედეგით გავლის საფუძველზე .”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის

სპეციალური სამსახურის უფროსი

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი                    თ. ჯანაშია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.08.2012.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.08.2012. მიმღები ორგანო — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №1135. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.42.047.016022.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.08.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1135, 01.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016022 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1717655/