📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №317
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.016991
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2012
matsne.gov.ge 958 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:27.0pt 49.6pt 28.4pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №317 2012 წლის 31 ივლისი ქ. თბილისი „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე და „ნორმატიული აქ­ტე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტ­კიც­დეს თანდართული „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობი­ექტების უწყებ­რივი რეესტრის წარმოების წესი“. მუხლი 2🔗. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №31 დად­გე­ნილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებ­რივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილით გათვა­ლის­წინებული ტექნიკური რეგლამენტის გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ‑მინისტრი      ი . მერაბიშვილი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებ­რივი რეესტრის წარმოების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია პრო­დუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბა­მისად და ადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის წესს. 2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყე­ბრივ რეესტრს აწარმოებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იური­დიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შე­მდგომში – სააგენტო), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რეს­პუბ­ლიკებში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმა­სრუ­ლე­ბელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანო­ე­ბი (შემდგომში – შესაბამისი ორგანოები). 3. უწყებრივ რეესტრში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეგისტრაცია ხორციელდება მათი აღრიცხვისა და სისტემა­ტიზაციის მიზნით.  4. რეგისტრაციას ექვემდებარება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თა­ვისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული ყველა მო­მეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი.     მუხლი 2🔗. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეგისტრაცია 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებ­რი­­ვი რეესტრი წარმოებს როგორც ჟურნალის სახით, ასევე ელექტრონული ფორმით. 2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლო­ბე­ლი ან უფლებამოსილი პირი რეგისტრაციის მიზნით წერილობითი განცხა­დე­ბით მიმართავს სააგენტოს ან შესაბამის ორგანოებს, რომელსაც თან უნდა და­ურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია: ა) ობიექტის მფლობელი; ბ) ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; გ) ობიექტის ადგილმდებარეობა; ასევე, არსებობის შემთხვევაში, შემდეგი შინაარსის შემცველი დოკუ­მენტაცია: დ) ობიექტის მწარმოებელი/მშენებელი; ე) ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება; ვ) ინფორმაცია ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ; ზ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექ­სის შესაბამისად, სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერი ან შესაბამისი აქ­ტის ნომერი. 3. განცხადების შეტანიდან 4 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო ან შე­სა­ბამისი ორგანოები განიხილავენ განცხადებას და თუ დადგინდა, რომ ობი­ექტს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გააჩნია შესაბამისი ზღვრული ტექ­ნი­კური პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც იგი მიეკუთვნება მომეტე­ბული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, მას ანიჭებენ სარეგისტრაციო ნო­მერს და შეაქვთ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექ­ტების უწ­ყებრივ რეესტრში.     მუხლი 3🔗. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა 1. სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა სავალდებულოა, თუ შეიცვალა ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მო­ნა­ცემები. 2. მონაცემებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის დადგომიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ობიექტის მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარადგენს სააგენტოში ან შესაბამის ორგანოებში სათანადო განც­ხადებას, რომელშიც მიუთითებს გან­ხორ­ციე­ლებულ ცვლილებას და რომელსაც დაურთავს ცვლილების ამსახ­ველ დოკუ­მენტაციას. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ცვლილებებისას საა­გენტო ან შესაბამისი ორგანოები 3 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებენ შე­საბამისი ცვლილების შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცვე­ლი ობიექტების უწყებრივ რეესტრში. 4. ცვლილების შეტანის დროს ადრე რეგისტრირებული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი და რე­გისტრაციის თარიღი არ იცვლება.     მუხლი 4🔗. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრიდან ამოღება 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის ექსპლუა­ტაციიდან გამოსვლისას ან როდესაც ობიექტს აღარ გააჩნია ის ზღვრული ტექნიკური პარამეტრები, რითაც იგი წარმოადგენს მომეტებული ტექნი­კუ­რი საფრთხის შემცველ ობიექტს, ობიექტის მფლობელი ან უფლება­მოსილი პირი წარადგენს შესაბამისი ინფორმაციის შემცველ დოკუმენ­ტა­ციას საა­გენტოში ან შესაბამის ორგანოებში. 2. ინფორმაციის სააგენტოში ან შესაბამის ორგანოებში წარდგენის შემ­დეგ სააგენტო ან შესაბამისი ორგანოები 4 სამუშაო დღის ვადაში იღებენ გა­დაწყვეტილებას ობიექტის უწყებრივი რეესტრიდან ამოღების შესახებ. 3. ობიექტის უწყებრივი რეესტრიდან ამოღების შემთხვევაში უწყებ­რივ რეესტრში შეიტანება სათანა­დო ჩანაწერი.     მუხლი 5🔗. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მონაცემები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში ობიექტის რეგისტრაციისათვის შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მო­­ნა­ცემები: ა) საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) რეგისტრაციის თარიღი; გ) ობიექტის მფლობელი; დ) ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; ე) ობიექტის ადგილმდებარეობა; ვ) ობიექტის მწარმოებელი/მშენებელი, ასეთის არსებობის შემთხვე­ვა­ში; ზ) ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება; თ) ინფორმაცია ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ;  ი) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექ­სის შესაბამისად, სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერი ან შესაბამისი აქ­ტის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კ) სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.