„ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.162.016144
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  დადგენილება №59

 2012წლის 30 ივლისი

  ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის №6543-Iს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის N58 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/12/2011, 210020010.35.162.016082) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

 1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3, მე-5, მე-6, 61, 62 და 121 მუხლების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

 2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე” ქვეპუნქტი:

 ,,ე) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25 1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი;“.

 3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

 

 ,,მუხლი 51.

 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25 1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:

 ა) I კლასის შენობა-ნაგებობებზე (,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 ნოემბრის №46 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში) - 200 (ორასი) ლარით;

 ბ) II კლასის შენობა-ნაგებობებზე - 400 (ოთხასი) ლარით;

 გ) III კლასის შენობა-ნაგებობებზე - 700 (შვიდასი) ლარით;

 დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებზე - 1000 (ათასი) ლარით.”.

 4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ” ქვეპუნქტი:

 ,,დ) ინსტრუქცია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25 1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესის შესახებ” (დანართი №4);”.

 5. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №4:

 

,,დანართი №4

ინსტრუქცია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესის შესახებ

 მუხლი 1. მოსაკრებლის ცნება

  მოსაკრებელი არის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის ამ დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით გადასახდელი სავალდებულო თანხა.

 

 მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

  მოსაკრებლის გადამხდელია ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.

 

 მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადა

 1. მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

 2. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაინტერესებული პირის მიერ უნდა მოხდეს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების შესახებ განცხადებასთან ერთად.

 

 მუხლი 4. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი

 1. განმცხადებელს გადახდილი მოსაკრებელი უკან უბრუნდება, თუ:

 ა) განმცხადებელმა მოითხოვა გადახ­დი­ლი თანხის დაბრუნება სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე;

 ბ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანომ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება;

 გ) მოსაკრებელი გადახდილია ამ დადგენილებით განსაზღვრულ განა­კვე­თზე მეტი ოდენობით (ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახ­დილ თანხასა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთს შორის);

 დ ) მოსაკრებელი გადახდილია ისეთი სახის სამშენებლო საქმიანობაზე, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას;

 ე) თუ მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას.

 2. მოსაკრებელი ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძ­ვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან სამი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემ­დეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. აღნიშნული ვადის გაგ­რძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

 მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდევინება

  მოსაკრებლის გადახდევინებას უზრუნველყოფს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური, ხოლო გადახდევინებაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.”.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი