„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.144.016090
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №18

2012 წლის 3 აგვისტო

ქ. ქარელი

 

,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
       ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №5 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 010211, 01/02/2011; 010250020.35.144.016031) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

               ,,1. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფს სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით, ასევე აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებსა და გამგებლის დავალებებს.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;

ბ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად;

გ) ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მითითებული კანონის შესაბამისად;

დ) რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად.

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) აწარმოებს საქმეებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით, ასევე საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად“.

2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ღვინიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2012.
როდის იქნა მიღებული „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 03.08.2012. მიმღები ორგანო — ქარელის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.144.016090.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №18, 03.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016090 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1718840/