ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 03.08.2012
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.08.2012 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (11)
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ღვინიაშვილი | ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| საგანგებო დახმარების ფუნქციები | გასატარებელი ღონისძიებები |
| ფუნქცია 1. საგანგებო მართვის უზრუნველყოფა | საგანგებო სიტუაციის ანალიზი და შეფასება |
| ფუნქცია 2. კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა | უზრუნველყოფს კავშირის საშუალებებს ადგილობრივ დონეზე |
| ფუნქცია 3. კომუნალური მომსახურება | უზრუნველყოს დაზიანებულ წყალმომარაგებისა და სხვა კომუნალურ მომსახურეობას |
| ფუნქცია 4. სახანძრო-სამაშველო | სახანძრო-საავარიო (ხანძარი, წყალდიდობა, დატბორვა) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა მომსახურება |
| ფუნქცია 5. სამედიცინო უზრუნველყოფა | ადგილობრივ დონეზე სამედიცინო და ჰოსპიტალური მომსახურება |
| ფუნქცია 6. ევაკუაცია | ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის და ფასეულობის ევაკუაცია წინასწარ შედგენილი გეგმით |
| ფუნქცია 7. საგზაო უზრუნველყოფა | ადგილობრივი გზების დაზიანების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება |
| ფუნქცია 8. საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა | ადგილობრივი დონეზე მოსახლეობისა და მათი ქონების დაცვის უზრუნველყოფა |
| ფუნქცია 9. სატრანსპორტო უზრუნველყოფა | უზრუნველყოფს საკუთარი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების მობილიზებასა და გადანაწილებას მოთხოვნილებიდან გამომდინარე |
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2012 წლის 3 აგვისტო
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების შესაბამისად,1.
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თანდართული გეგმა.2.
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ღვინიაშვილი
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა
თავი I
ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 11🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა შემუშავებულია «ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების შესაბამისად.2.
გეგმის მიზანია ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში კოორდინაციის უზრუნველყოფა. გეგმის თანახმად უნდა შემუშავდეს ამ სისტემაში ჩართული სუბიექტების საგანგებო სიტუაციებზე სამოქმედო გეგმები, რაც გააადვილებს ერთიან მართვას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვას.
მუხლი 2🔗.
ქარელის მუნიციპალიტეტის დახასიათება და მოსალოდნელი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათი საფრთხეები1.
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი ქარელი ფართობი 687,9 კვ.კმ, კლიმატი - ზომიერი; წყლის ძირითადი არტერიები - მდინარეები და მიწისქვეშა არტეზიული ჭები; ქალაქი 1, ტერიტორიული ორგანო – 18; დაბა – 1; სოფელი – 79 (გაერთიანებულია 18 ტერიტორიულ ორგანოში); მანძილი თბილისამდე - 100 კმ.; უახლოეს პორტამდე (ფოთი 275) ბათუმი - დაახლოებით 350 კმ; უახლოესი რკინიგზის სადგური - დ/აგარა და სოფელი ურბნისი; უახლოესი აეროპორტი თბილისი 110 კმ., ქუთაისი "კოპიტნარი" 115 კმ., ქალაქის მოსახლეობა 8353- , თემების და სოფლის მოსახლეობა - 45952 (დევნილთა ჩათვლით), მათ შორის: მამაკაცი 16343 - 45% ქალი 19975 - 55 %. ; მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა: ქართველები - 91 %, სომხები - 1.1 %, აზერბაიჯანელები - 2.5 %, ბერძნები - 0.2% რუსები - 0.3%, ოსები - 4.8%, სხვა - 0.1%.2.
სხვა - ტყის ფართობი: 23400 ჰა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ფართობი: – 36407 ჰექტარი; ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია შემდეგი რისკები: მეწყერი, ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა.3.
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს შემდეგი რისკის შემცველი ფაქტორები: ინდუსტრიული საწარმოები, ნავთობსადენის მაგისტრალი, ავტომაგისტრალი, რკინიგზა. ბენზინგასამართი სადგურები, ავტოგასამართი სადგური.
თავი II
რეაგირების მართვა და საგანგებო დახმარების ფუნქციები
მუხლი 31🔗.
რეაგირების მართვა ხორციელდება საგანგებო შტაბის მიერ დახმარების ფუნქციების გათვალისწინებით, ამ სფეროში არსებული და სხვა დამხმარე კანონმდებლობის მიხედვით.2.
წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციებზე პირველადი მორიაგირე რაზმები ვალდებულნი არიან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სამორიგეოსთან, შესაძლო ძალთა მობილიზაციისა და ესკალაციის გართულების აცილების მიზნით. არსებული საკითხის ერთ სისტემაში მოქცევის მიზნით საჭიროა პირველადი მორეაგირე ძალების ერთიანი ეთერი (სიხშირე), და ერთიანი საგანგებო ზარი, საგანგებო ზარი, რომლითაც ისარგებლებს მოსახლეობა და ოპერატიულს გახდის პირველად რეაგირებას.3.
იმ შემთხვევაში თუ საჭიროა რამოდენიმე სხვადასხვა მორეაგირე ჯგუფის ჩართვა სალიკვიდაციო სამუშაოებში (მიუხედავად ავარიის ხასიათისა) დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო შტაბი.
თავი III
საგანგებო შტაბი
მუხლი 41🔗.
საგანგებო შტაბი, რომელიც იქმნება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე მართვის ცენტრს, რომელიც კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას.2.
შტაბის სამუშაო ორგანოს, ყოველდღიურ სამუშაოებს და მის იმპლემენტაციას ახორციელებს ქარელის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახური.3.
შტაბი იკრიბება მინიმუმ წელიწადში ორჯერ, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. დამატებით შეკრების აუცილებლობას განსაზღვრავს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან გამგებელი.4.
შტაბის შეკრების მიზანია:ა)
ქარელის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების არსებული მდგომარეობა, მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების, პრევენციის, რეაგირების რაციონალური წინადადებები;ბ)
შეიმუშაოს სპეციალური პროგრამები მათი გადაჭრის მიზნით;გ)
უზრუნველყოს მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოება;დ)
საგანგებო სიტუაციების საკითხებში ფინანსური რეზერვების პრიორიტეტულობის გამოყოფის საკითხების განხილვა.5.
შტაბის წევრები კომპლექტდება რეაგირების გეგმის ფუნქციებიდან გამომდინარე, შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია დაამატოს წევრი თავისივე შეხედულებით.6.
შტაბის წევრების საქმიანობა არ ნაზღაურდება ბიუჯეტიდან.7.
საგანგებო შტაბი მოქმედებს რეაგირების გეგმის ფუნქციების მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მოსალოდნელ ან შექმნილ სიტუაციებზე, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე დახმარების ჩარევამდე, ესე იგი მანამ სანამ რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე არსებულ საკითხებში ჩართვა იქნება საჭირო, შემდგომ მოქმედების მართვა რჩება იგივე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება და ხელმძღვანელობა ხორციელდება ეროვნული რეაგირების მიხედვით.8.
შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბს ხელმძღვანელობს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც გეგმის მიხედვით კოორდინაციას უწევს ადგილობრივ ძალებსა და საშუალებებს, კავშირზეა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოპერატიულ მორიგესთან.
თავი IV
საგანგებო დახმარების ფუნქციები
მუხლი 51🔗.
საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ლიკვიდაციის ღონისძიებები ხორციელდება 10 ძირითადი ფუნქციის ამოქმედებით, თითოეული ფუნქციის კოორდინაციას ახდენს ძირითადი ორგანო დამხმარე ორგანოს მხარდაჭერით.2.
საგანგებო დახმარების ფუნქციები
საგანგებო დახმარების ფუნქციები
გასატარებელი ღონისძიებები
პასუხისმგებელი სამსახური, მისი ძირითადი ამოცანები
მხარდამჭერი ორგანიზაციები
მათი ძირითადი ამოცანები
ფუნქცია 1.
საგანგებო მართვის უზრუნველყოფა
საგანგებო სიტუაციის ანალიზი და შეფასება
საგანგებო შტაბი
ფუნქცია 2.
კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა
უზრუნველყოფს კავშირის საშუალებებს ადგილობრივ დონეზე
სს "სილქნეტი"
ქარელის მუნიციპალიტეტის გაზეთი ,,ქარელის მომბე“ ვებგვერდი:
www.shidakartli.gov.ge
ფუნქცია 3.
კომუნალური მომსახურება
უზრუნველყოს დაზიანებულ წყალმომარაგებისა და სხვა კომუნალურ მომსახურეობას
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
შ.პ.ს. ,,ქარელის კეთილმოწყობის სამსახური”
შ.პ.ს. ,,სოკარ ჯორჯია ქართლის ქარელის ბიზნეს ცენტრი”, ს.ს. ,,ენერგო პრო ჯორჯია”-ს ქარელის ფილიალი, შპს აღმოსავლეთის წყალის ქარელის სერვისცენტრი
გაერთიანებული წყლების ქარელის სერვისცენტრი,
ფუნქცია 4.
სახანძრო-სამაშველო
სახანძრო-საავარიო (ხანძარი, წყალდიდობა, დატბორვა) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა
მომსახურება
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური
შ.ს.ს. პოლიციის ქარელის სამმართველო, შ.პ.ს. ,,ქარელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03”-ი. შპს ,,ქარელის კეთილმოწყობის სამსახური“, შ.პ.ს. ,,ადითი ქარელი” ქარელის საავადმყოფო.
ფუნქცია 5.
სამედიცინო უზრუნველყოფა
ადგილობრივ დონეზე სამედიცინო და ჰოსპიტალური მომსახურება
შრომის, ჯამრთელობის სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ზედამხედველობის სამსახური
"შ.პ.ს. ,,ქარელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03”-ი, შ.პ.ს. ,, ადითი-ქარელი” ქარელის საავადმყოფო.
ფუნქცია 6.
ევაკუაცია
ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის და ფასეულობის ევაკუაცია წინასწარ შედგენილი გეგმით
შრომის ჯამრთელობის სოციალური დაცვის, ვეტერანთა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ზედამხედველობის სამსახური
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული,
საფინანსო საბიუჯეტო სამსახური.
კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
-შსს პოლიციის ქარელის სამმართველო;
ფუნქცია 7.
საგზაო უზრუნველყოფა
ადგილობრივი გზების დაზიანების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, საფინანსო–საბიუჯეტი სამსახური
ქარელის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; შ.ს.ს. პოლიციის ქარელის სამმართველო, შ.პ.ს. ,,ქარელის კეთილმოწყობა. შპს. “გიორგი” შ.პ.ს.
ფუნქცია 8.
საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა
ადგილობრივი დონეზე მოსახლეობისა და მათი ქონების დაცვის უზრუნველყოფა
შსს შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველო,
კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდუ საქმეთა სამსახური
ფუნქცია 9.
სატრანსპორტო უზრუნველყოფა
უზრუნველყოფს საკუთარი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების მობილიზებასა და გადანაწილებას მოთხოვნილებიდან გამომდინარე
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური,
შ.ს.ს პოლიცია, შ.პ.ს ,,გიორგი“ შ.პ.ს. ,, ქარელის კეთილმოწყობა“
ფუნქცია 10. მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფა
უზრუნველყოფს საკუთარი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და ფინანსური საშუალებების მობილიზებასა და გადანაწილებას მოთხოვნილებიდან გამომდინარე სპეციალურად შტაბის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად
ადმინისტრაციული სამსახური
საფინანსო–საბიუჯეტი სამსახური