„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2012

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №10

2012 წლის 2 აგვისტო

ქ. ქუთაისი

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ა და„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესე ბის დამტკიცების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ (სსმ III, 22.09. 2008, №140, მუხ.1385) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის:

ა) 21 პუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ქვითარი საყოფაცხოვრებო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“;

ბ) მე-3 პუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს მომდევნო თვის არა უგვიანეს ბოლო რიცხვისა. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში (ქვითარი უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს) მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.“;

დ) მე–5 პუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არანაკლებ 3 სამუშაო დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, მოხდება ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის გადავადება. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.“

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                     გ. ჩალაგაშვილი

კომისიის წევრ ები:              მ. ნადირაძე

ზ. გაბელაია                            

გ. შონია