სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №324
2012 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობისათვის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 652 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
მუხლი 1. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს უფლება აქვთ, განახორციელონ როგორც ადგილობრივი, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ და უფლებამოსილ უწყებებთან კოორდინაციით, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოსთან ან სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთან ერთად მათ განხორციელებაში.
მუხლი 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს როგორც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, შეკეთებისა და მოვლა-შენახვის სამუშაოები , რომელთაც სახელმწიფო მნიშვნელობა აქვთ.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.08.2012.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“?
- „სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 04.08.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №324. სარეგისტრაციო კოდი — 310080000.10.003.016997.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“, №324, 04.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 310080000.10.003.016997 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1720228/