სს „საქელექტრომანქანი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „საქელექტრომანქანის” აქციონერთა საერთო კრების შესახებ
2012 წლის 27 აგვისტოს 15:00 საათზე შედგება სააქციო საზოგადოება „საქელექტრომანქანის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება. კრება ჩატარდება სს „საქელექტრომანქანის” მისამართზე: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის III შეს., №4.
საერთო კრების დღის წესრიგშია:
1. „20.03.2012 წლის აქციონერთა რიგითი კრების” არალეგიტიმურობისა და სს-ის ზოგიერთი ყოფილი აქციონერის სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ.
2. ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში.
3. ცვლილებები მოქმედ წესდებაში.
4. კაპიტალის გაზრდა ახალი აქციების გამოშვების გზით.
5. აქციონერ ფ. კაპანაძის განცხადების განხილვა.
6. სხვადასხვა.
გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით საერთო კრებას აძლევენ შემდეგ რეკომენდაციებს:
1. დადასტურდეს სს-ის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება (ოქმი №23, 10.07.2012წ.), რომლითაც „სს „საქელექტრომანქანის” 20.03.2012 წლის №22 რიგითი საერთო კრება“ და ყველა მისი შედეგი კანონსაწინააღმდეგოდ იქნა აღიარებული. ასევე კანონსაწინააღმდეგოდ იქნეს აღიარებული ამ „კრების“ ზოგიერთი ორგანიზატორის რიგი სხვა ქმედებაც. დადებითად შეფასდეს გენ. დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ძალისხმევა ხსენებული „კრებისა“ და მისი შედეგების ბათილად ცნობის, აგრეთვე სხვა უკანონო ქმედებების მხილების მიმართულებით და დაევალოს მათვე გააგრძელონ ძალისხმევა საბოლოო შედეგის მიღწევამდე.
2. დადასტურდეს ი. მაჭავარიანის, ლ. მჭედლიშვილისა და გ. გაგულიძის(უმცრ.) არჩევა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად სს-ის წესდების მე-5 მუხლის 5.8. პუნქტის მე-6 ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის 6.1. და 6.2. პუნქტების თანახმად.
3. სს-ის წესდებაში მის მოქმედ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით რეკომენდებულია შეტანილ იქნეს ცვლილებები მე-5, მე-6 და მე-11 მუხლებში; მე‑4 მუხლი ამოღებულ იქნეს; მე-2, მე-5, მე-6 მუხლებში, აგრეთვე (თუ არ იქნა ამოღებული) მე-4 მუხლში ქვეპუნქტების აღმნიშვნელი სიმბოლო • (მსხვილი წერტილი) ყველგან შეიცვალოს ქართული ანბანის ასოებით ა), ბ), გ) და ა.შ. ასევე რეკომენდებულია მიმდინარე კრებაზე და ადრე (2007 წლის 5 ივნისს) მიღებული ცვლილებების უშუალოდ სს-ის წესდების ტექსტში შეტანა და აღნიშნულის გათვალისწინებით წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
4. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლში აღწერილი პროცედურის შესაბამისად სს-ის კაპიტალის გაზრდა ახალი აქციების გამოშვების გზით ჩაითვალოს მიზანშეწონილად, რაც სათანადოდ ასახულ იქნეს სს-ის წესდებაში.
5. დაკმაყოფილდეს აქციონერ ფ. კაპანაძის განცხადება სს-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის (შენობა-ნაგებობითურთ) შესყიდვის თაობაზე. დაევალოს სამეთვალყურეო საბჭოს დაადგინოს გასასხვისებელი ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი, საზღვრები, ღირებულება, აგრეთვე მყიდველის მიერ ამ ღირებულების დაფარვის ფორმა და საშუალება (აქციებით ან/და თანხით) და სხვა პირობები.
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 24 ივლისი.
საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ 2012 წლის 17 აგვისტოდან ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 10:00–17:00სთ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ბატონ გ. გაგულიძესან სს „საქელექტრომანქანის” ოფისში მისამართზე: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის III შეს., №4.
სს „საქელექტრომანქანის” სამეთვალყურეო საბჭო