2012 წლის გამოშვების 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
მიღების თარიღი 09.08.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2012 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
დოკუმენტის ტექსტი
2012 წლის გამოშვების 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №5
2012 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
2012 წლის გამოშვების 10 ლარის ნომინალის
ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
2012 წლის 20 აგვისტოდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2012 წლის გამოშვების 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2008 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტური დიზანისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2012“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის ხელმოწერებით.
მუხლი 2🔗
2012 წლის გამოშვების 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3🔗
საქართველოს ტერიტორიაზე 2012 წლის გამოშვების 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 20 აგვისტოდან.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე