სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-911/ო
2012 წლის 11 ივნისი
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-13 მუხლის „ბ” პუნქტის, საქართველოს კანონის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.ა(ა)იპ საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის“ ფილიალს (ფაქტ ობრივი მისამართი: თელავი, სოფელი ვარდისუბანი) მიეცეს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნ ე ს სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი:
ა(ა)იპ საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის“ ხელმძღვანელის განცხადება
№34211, 03.05.2012წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №109 , 07.06.2012წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი №17 , 11.06.2012წ.
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე