თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
330010040.35.154.016106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2012 წლის 7 აგვისტო

დ. თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,


მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება (სსმ 03.08.12 330010040.35.154.016104) „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აგვისტოს № 29 დადგენილებაში კერძოდ: 
2. შევიდეს ცვლილება მუხლ 1-ში და დანართი 1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა     და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა (დანართი №1)      

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური



დანართი 1
თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და  ზედამხედველობის სამსახური                                                                          
 

მითითება№

 თიანეთი                                                                  შედგენის თარიღი:

დამრღვევის ვინაობა და მისამართი ------------------------------------------------------------------------

                                                                  (მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები)  

სამშენებლო საქმიანობის ობიექტი ----------------------------------------------------------------------------

                                                                             (მისამართი,საკადასტრო კოდი) 

დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აღნიშნული გათვალისწინებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი

 მიმოქცევის კოდექსი“--------- მუხლის -------------------------------------------------------------------------

დარღვევის გამოსწორების ვადა    ------------------------- დღე.

მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ-------------------------------------------------

შედგენის თარიღი: -----------------

მითითება ჩაბარდა და გაეცნო:------------------------------------------------------------------    

                                                            (განთავსების ადგილი)

თიანეთის მინიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების  გაცემით („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი). 

მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კეძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად შესრულდა. („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (25-ე მუხლის მე-7 პუნქტი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-9 პუნქტი).

დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში თიანეთის მულიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებს ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს - ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ. (25-ე მუხლის მე-10 პუნქტი).

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის  მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ - საქართველ;ოს კანონით) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება (დადგენილება) მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-14 პუნქტი). 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის  მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება: სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (25-ე მუხლის მე-15 პუნქტი).

თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ბრძანების გაცნობა (პირადი ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე (25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).