⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.11.2022)
გაუქმებულია:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.08.2012
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,413 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.08.2012 მიღება
15.11.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შეფასების კრიტერიუმები დაბალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 52.05pt 45.0pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №89 2012 წლის 6 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს „სტაჟიორის შეფასების ფორმა“ დანართი №2-ის და „სტაჟიორის ხელწერილის ფორმა“ დანართი №3-ის შესაბამისად. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დ. ხომერიკი დანართი №1 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში (შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗 მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.     მუხლი 3🔗  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ან|და ტერიტორიულ ორგანოებში ამ წესით რეგულირებადი, ანაზღაურების გარეშე საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ. თავი II სტაჟიორად დანიშვნა     მუხლი 4🔗 1. სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ან პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი ან შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე 27 წლის ასაკამდე. 2. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე. 3. სტაჟიორის შესარჩევი კრიტერიუმები განისაზღვრება ინდივიდუალურად, შესაბამის პოზიციაზე მოთხოვნის საჭიროებიდან გამომდინარე. 4. სტაჟიორის შესარჩევ კრიტერიუმებს შეიმუშავებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველო სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად.     მუხლი 5🔗  სამინისტროში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის გარეშე, თუ მინისტრის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება.     მუხლი 6🔗  გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება.     მუხლი 7🔗  კანდიდატმა სამინისტროში სტაჟირების გასავლელად უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ; ბ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; გ) CurriculumVitae (რეზიუმე). დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) ორი ფოტოსურათი (3X4);     მუხლი 8🔗 1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე. 2. სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში.     მუხლი 9🔗 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილას გამოუცხადებლობა; გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა. 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.  3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ სიკეთეს, რაც მას გადაეცა სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, სტაჟიორს გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3-თვიანი სტაჟირება, ჰქონდეს დადებითი შეფასება ხელმძღვანელის მხრიდან და აკმაყოფილებდეს კონკრეტული თანამდებობის მოთხოვნებს. თავი III სამინისტროს მოვალეობები     მუხლი 10🔗 1. სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.     მუხლი 11🔗 1. სტაჟირების ხელმძღვანელი ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველოსთან შეთანხმებით სტაჟიორს განუსაზღვრავს სამუშაოს აღწერილობას. 2. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია. 3. სტაჟიორის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. 4. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების დაწყებიდან სამ თვეში ერთხელ ან/და სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ მიაწოდოს სტაჟიორის შეფასება ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველოს (დანართი №2 ). მუხლი 12🔗 სტაჟირებას კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველო. თავი IV სტაჟიორის უფლება-მოვალეობები     მუხლი 13🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში და გამოიყენოს სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას. მუხლი 14🔗 1. სტაჟიორი ვალდებულია: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროსა და სამინისტროს შესაბამისის სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ; გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებთან. 2. ხელწერილი სამინისტროს დებულების და შინაგანაწესის, ასევე ამ წესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს (დანართი №3). 3. კონტროლს სტაჟიორის მიერ მისი მოვალეობების შესრულებაზე ახორციელებს სტაჟიორის ხელმძღვანელი.     მუხლი 15🔗 1. მინისტრი უფლებამოსილია სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ. 2. სტაჟიორის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით. თავი V სტაჟირების გავლის დადასტურება     მუხლი 16🔗  სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, სტაჟიორის ხელმძღვანელის შეფასების (დანართი №2) საფუძველზე, გასცემს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ ცნობას . დანართი №2 სტაჟიორის შეფასების ფორმა სტაჟიორის სახელი/გვარი უშუალო უფროსი (სახელი, გვარი, თანამდებობა) შეფასების პერიოდი შეფასების კრიტერიუმები დაბალი საშუალოზე დაბალი კარგი ძალიან კარგი აჭარბებს მოლოდინს 1. სამუშაო სრულდება ზედმიწევნით 2. სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა ხორციელდება ეფექტურად 3. პუნქტუალურობა და სამუშაოზე გამოცხადება აკმაყოფილებს სამინისტროს მოთხოვნებს 4. რთული სიტუაციებისადმი არის ადეკვატური და ეგუება ცვლილებებს 5. სამუშაო სრულდება დადგენილ ვადებში 6. ხელმძღვანელს სთავაზობს ახალ იდეებს 7. ავლენს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს 8. შესაბამის სფეროში აქვს საფუძვლიანი თეორიული ცოდნა 9. ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე 10. უფროსებთან და თანამშრომლებთან ამყარებს პოზიტიურ ურთიერთობებს 11. ეფექტურად მუშაობს გუნდში 12. ავლენს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს უშუალო ხელმძღვანელის ხელმოწერა სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერა თარიღი სტაჟიორის ხელმოწერა თარიღი დანართი №3 სტაჟიორის ხელწერილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის გაცნობის შესახებ მე, _____________________________________________________, სა ქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გავეცანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულებას, შინაგანაწესს და სტაჟირების გავლის წესს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით. ხელმოწერა ----------------------------------- თარიღი -----------------------------------