განჩინება შპს „რუსთავლიფტი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
2012 წლის 8 აგვისტო
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – შპს ,,რუსთავლიფტი’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 216364422)
წარმომადგენელი – მიხეილ ელიაძე (დირექტორი)
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განმცხადებლის – შპს ,,რუსთავლიფტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2012 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,რუსთავლიფტის’’ დირექტორმა მიხეილ ელიაძემ და ითხოვა აღნიშნული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 მაისის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, შპს ,,რუსთავლიფტის’’ გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
2012 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნულ მა ბიურომ წარმოადგინა შპს ,,რუსთავლიფტის’’ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მიაჩნია, რომ დანიშნულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს საკითხი: შპს ,,რუსთავლიფტის’’ სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 17 აგვისტოს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6, დარბაზი №29).
2. შპს ,,რუსთავლიფტის’’ გაკოტრების მმართველს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დაევალოს კრედიტორთათვის კრედიტორთა კრების ჩატარების დროის თაობაზე შეტყობინებების დაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ გამოქვეყნება. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ამავე სასამართლოში მხარეებისათვის განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი