„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№215
სარეგისტრაციო კოდი
360050000.22.023.016110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება№215

2012 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 111207006, 08/12/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)ბრძანების პ ი რველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 10)“;

ბ) ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართები“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

 

„დანართი 10

აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს აჯამეთის აღკვეთილში დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

მუხლი 2. აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს აჯამეთის აღკვეთილის არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

    მუხლი 3. აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) აჯამეთის აღკვეთილის ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;

გ) აჯამეთის აღკვეთილში განსაკუთრებით – იმერეთის მუხისა და ძელქვის სახეობის მერქნიანი მცენარეების კორომების დაცვა, მოვლა და აღდგენა.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს აჯამეთის აღკვეთილის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) აჯამეთის აღკვეთილის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ე) აჯამეთის აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული იმერეთის მუხისა და ძელქვის სახეობის მერქნიანი მცენარეების კორომების დაცვა, მოვლა და აღდგენის უზრუნველყოფა.

    მუხლი 4. აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

1. აჯამეთის აღკვეთილი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

2. აჯამეთის აღკვეთილი მოიცავს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 5117 ჰა.

3. აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორია იყოფა 3 ტერიტორიუ ლ ერთეულად – უბნად: აჯამეთის 2541 ჰა, ობჩის 1470 ჰა და ვარციხის 1106 ჰა.

    მუხლი 5. აჯამეთის აღკვეთილის ზონები, მათი ფართობები და საზღვრები

1. აჯამეთის აღკვეთილი იყოფა ორ ზონად:

ა) მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ტრადიციული გამოყენების ზონა.

2. აჯამეთის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესებისა, ბუნებრივი გარემოს ხელუხლებელ მდგომარეობაში დაცვის, შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის.

3. აჯამეთის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 303.4 ჰა- ს და მდებარეობს შემდეგ გეოგრაფიულ კოო რ დინატებში:

ა) ვარციხის  უბანი:

 

N

X

Y

N

X

Y

N

X

Y

1

314983

4663717

12

313973

4664575

23

315087

4664145

2

314920

4663708

13

313973

4664647

24

315047

4664096

3

314821

4663726

14

314081

4664755

25

314992

4664078

4

314677

4663844

15

314153

4664764

26

314956

4664015

5

314561

4663883

16

314243

4664782

27

314992

4663970

6

314442

4663943

17

314334

4664782

28

315010

4663925

7

314279

4664042

18

314486

4664686

29

315056

4663853

8

314198

4664187

19

314674

4664536

30

315056

4663790

9

314135

4664286

20

314839

4664416

31

314983

4663717

10

314054

4664385

21

315004

4664265

 

 

 

11

314009

4664503

22

315057

4664228

 

 

 

 

ბ) აჯამეთის უბანი:

 

N

X

Y

N

X

Y

N

X

Y

1

314974

4668498

31

317126

4669464

61

316437

4669565

2

314782

4668267

32

317202

4669395

62

316392

4669644

3

314587

4668333

33

317280

4669236

63

316362

4669760

4

314462

4668386

34

317302

4669146

64

316365

4669851

5

314509

4668430

35

317344

4669082

65

316554

4669922

6

314536

4668500

36

317467

4668966

66

316558

4669799

7

314568

4668538

37

317584

4668840

67

316582

4669806

8

314576

4668576

38

317717

4668594

68

316644

4669970

9

314581

4668619

39

317896

4668058

69

316724

4669910

10

314610

4668638

40

318191

4667838

70

316754

4669838

11

314633

4668636

41

318409

4667596

71

321283

4667493

12

314754

4668587

42

318442

4667514

72

321004

4667560

13

314830

4668547

43

318442

4667514

73

321043

4667628

14

314974

4668498

44

318008

4667455

74

321102

4667613

15

313585

4668672

45

317923

4667527

75

321105

4667511

16

313557

4668671

46

317733

4667686

76

321164

4667475

17

313491

4668715

47

317605

4667775

77

321194

4667496

18

313410

4668767

48

317529

4667901

78

321140

4666604

19

313367

4668794

49

317474

4668060

79

321117

4666648

20

313361

4668827

50

317370

4668338

80

321340

4667369

21

313385

4668864

51

317339

4668460

81

321089

4666951

22

313419

4668872

52

317253

4668614

82

321088

4667163

23

313476

4668849

53

317156

4668700

83

321099

4667315

24

313516

4668812

54

317039

4668823

84

321072

4667338

25

313540

4668784

55

316949

4668954

85

321014

4667408

26

313595

4668726

56

316862

4669163

86

321312

4666982

27

313585

4668672

57

316774

4669247

87

318442

4667514

28

316754

4669838

58

316655

4669331

88

316644

4669970

29

316808

4669737

59

316590

4669383

89

321102

4667613

30

316948

4669617

60

316507

4669474

90

314783

4668269

 

გ) ობჩის უბანი:

 

N

X

Y

N

X

Y

N

X

Y

1

322270

4665196

10

321828

4666264

19

321315

4666812

2

321305

4667662

11

322245

4666218

20

321230

4667549

3

321498

4667382

12

322270

4665196

21

321261

4667575

4

321331

4667458

13

322164

4665222

22

321312

4667588

5

321488

4666981

14

321555

4666256

23

321305

4667662

6

321514

4666827

15

321657

4666067

24

321440

4666308

7

321520

4666736

16

321696

4665312

25

321630

4666166

8

321570

4666640

17

321287

4667171

26

321685

4665742

9

321615

4666419

18

321698

4665518

 

 

 

 

4. აჯამეთის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობათა დაცვისა და შენარჩუნებისათვის, ადამიანის მხრიდან სპეციალური, მოვლითი და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის.

5. აჯამეთის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა შეადგენს 4813.6 ჰექტარ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

    მუხლი 6. აჯამეთის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალული და დაშვებული საქმიანობები

აჯამეთი ს აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) არარამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგისა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;

დ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელებისა;

ე) სამეცნიერო და საგანმათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა;

ზ) დაცვის ღონისძიებებისა, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა, როგორიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა;

თ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო/სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტომოტოტრანსპორტით გადაადგილებისა;

ი) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;

კ ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა.

    მუხლი 7. აჯამეთის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალული და დაშვებული  საქმიანობა

1, აჯამეთის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვ ის , მოვლ ისა და აღდგენისა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვ ის , მოვლ ისა და აღდგენისა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნ ისა და მოწყობისა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობ ისა ;

ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;

ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა;

ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილებისა;

პ) გზების და ბილიკების მოვლ ისა და მოწყობისა;

ჟ) აჯამეთის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არა უმეტეს 53 საშეშე მერქანი), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

2. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს აჯამეთის აღკვეთილის მთავარი მიზნის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. სანიტარიული ან/და სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, ზეხმელი, სოკოვანი და მავნებელების მიერ ძლიერ დაზიანებული ხეები.“.