„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №691
2012 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №184, მუხ. 1884) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის ი საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში – საბჭო) შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ორი მოადგილე;
გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;
დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
ე) საქართველოს იუ ს ტიციის მინისტრის მოადგილე;
ვ) საქართველოს შ ინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ზ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
თ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;
ნ) საქართველ ო ს ეროვნული ბანკის პრეზიდ ე ნტი;
ო) საქართველოს ეკონომ ი კისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
პ) საქართველოს იუ ს ტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.“;
ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ ბრძანებულების პირვე ლ ი პუნქტის შესაბამისად, საბჭოს საქმიანობაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი თ არების მინისტრის მოადგილის კანდიდატურას განსაზღვრავს შესაბა მ ისი უწყების ხელმძღვანელი. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს თავმჯდ ო მარე.“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეთხოვოთ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:
ა) „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს;
ბ) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს;
გ) აშშ იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;
დ) ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს;
ე) „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელს;
ვ) საქართველოში ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელს;
ზ) გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელს;
თ) არასამთავ რ ობო ორგანიზაციის კოალიცია „ევროპული საქართველოსათვის“ წარმომადგენელს.“.
დ) მე-3 პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. სამდივნო უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზაციულ მუშაობას და ადმინისტრირებას უწევს მის საქმი ა ნობას.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი