იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 09.08.2012
ძალის დაკარგვა 15.08.2016
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016051
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| 1 | სოფელი რუსთავი |
| 2 | სოფელი ოთა |
| 3 | სოფელი სარო |
| 4 | სოფელი ვარგავი |
| 5 | სოფელი თოკი |
| 6 | სოფელი მირაშხანი |
| 7 | სოფელი თმოგვი |
| 8 | სოფელი ნაქალაქევი |
| 9 | სოფელი ტოლოში |
| 10 | სოფელი ძველი |
| 11 | სოფელი საყუდაბელი |
| 12 | სოფელი ორგორა |
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| # | სოფლის ჩამონათვალი, |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 12.08.2016
დოკუმენტის ტექსტი
იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2012 წლის 9 აგვისტო
დ. ასპინძა
იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების
გაკვრა და გამოფენა
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველო საარჩევნო კოდექსის 46-ე, მე-80 და 93-ე მუხლების შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა:ა)
საკულტო ნაგებობებზე (ეკლესია-მონასტრები და ნებისმიერ კონფესიას მიკუთვნებული საკულტო დაწესებულებების შენობა-ნაგებობებზე;ბ)
კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე;გ)
შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, რომლებშიც განთავსებულია:გ.ა)
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, მისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო/სამსახური);გ.ბ)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგეობა ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეული; მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო);გ.გ)
სასამართლო;გ.დ)
პროკურატურა;გ.ე)
სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის (მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის) კუთვნილი შენობების ინტერიერში და ექსტერიერში;დ)
საგზაო ნიშნებზე;ე)
ყველა იმ შენობა-ნაგებობაზე, ობიექტებზე (ინტერიერსა და ექტერიერში) და ადგილებზე რაც ამ დადგენილებით დაშვებული არ არის.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა:ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ სტენდებზე, ცალკეული ტერიტორიული ორგანოების მიხედვით დანართი №1-ის შესაბამისად;ბ)
მუნიციპალიტეტის სოფლებში განსაზღვრულ ობიექტებზე, შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერში დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
მუხლი 5🔗
საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტი.
მუხლი 6🔗
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე
დანართი №1
ცალკეულ ტერიტორიული ორგანოში შემავალი სოფლების ჩამონათვალი, სადაც სპეციალურ სტენდებზე დასაშვებია სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა
#
სოფლების ჩამონათვალი
1
დაბა ასპინძა
2
სოფელი ივერია
3
სოფელი აწყვიტა
4
სოფელი ხერთვისი
5
სოფელი ხიზაბავრა
6
სოფელი ნიჯგორი
7
სოფელი დამალა
8
სოფელი ოშორა
9
სოფელი იდუმალა
10
სოფელი ჭობარეთი
დანართი №2
სოფლების და იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი სადაც დასაშვებია სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა
#
სოფლის ჩამონათვალი,
შენობა ნაგებობის, ობიექტის, ადგილის დასახელება
1
სოფელი რუსთავი
რიტუალების სახლი
2
სოფელი ოთა
რიტუალების სახლის ღობე
3
სოფელი სარო
ძველი მაღაზიის შენობა
4
სოფელი ვარგავი
კლუბის შენობა
5
სოფელი თოკი
რიტუალების სახლი
6
სოფელი მირაშხანი
რიტუალების სახლი
7
სოფელი თმოგვი
კლუბის შენობა
8
სოფელი ნაქალაქევი
რიტუალების სახლი
9
სოფელი ტოლოში
სკოლის კედელი (ღობე)
10
სოფელი ძველი
კლუბის შენობა
11
სოფელი საყუდაბელი
რიტუალების სახლი
12
სოფელი ორგორა
სკოლის ღობე