„სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№329
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №329

2012 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2012, 290110040.10.003. 016850) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებუ ლი „სამედიცინო მედიაციის ძირითადი დებულებ ებ ის“:

1. მე‑4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ს ამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მხარისათვის ქონებრივი ზიანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება/რეკომენდაცია საჭიროებს სა მე დიცინო მედიაციის საბჭოს დადასტურებას. სამედიცინო მედიაციის საბჭო კოორდინა ციას უწევს სამედიცინო მედიაციის პროცესს, მათ შორის, მტკიცებულებების მოპოვებისა და ექსპერტების მოწვევის საკითხებს.“.

2. მე‑6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მომსახურების საფასური

სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ რეკომენდაციის/გადა წყვე ტი ლების მიღების მომსახურების საფასური მოსარჩელე იურიდიული პი რი სათვის განისაზღვრება 500 ლარით. იურიდიულ პირს უბრუნდება თავის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური, თუ ფიზიკური პირის მიმართ დავა დასრულდა იურიდიული პირის სასარგებლოდ.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი  ი . მერაბიშვილი