„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№121
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.038.016127
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №121

2012 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებით (სსმ, 21/ 06/201 2, 010320020.22.038.016119) დამტკიცებული შინაგანაწესის მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7.შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები

1.  მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით.

2.  განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ შესაბამისი თანხმობით,წარდგენილი უნდა იქნეს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე.

3.  სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია უარი თქვას მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობაზე, თუ მოცემულ პერიოდში,სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე,შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის.

4.  მოსამსახურე უფლებამოსილია,სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით,ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.

5.  სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე,დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

    მუხლი 8. მივლინების წესი

1.მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით,რომლის საფუძველია მოხსენებითი ბარათი.

2.მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებული უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის,მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ,ასევე მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე.

3.მოსამსახურის სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ,დანიშნულების მიხედვით.

4.  მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

5.  მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 5სამუშაო დღის ვადაში,ხოლო თუ მე-5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა,ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ,ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6.  ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე,ადმინისტრაციული დეპარტამენტი ამზადებს შესაბამისი ცვლილების პროექტს მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ . კალმახელიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.08.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.08.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №121. სარეგისტრაციო კოდი — 010320020.22.038.016127.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №121, 07.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.038.016127 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1724750/