ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.08.2012
ძალის დაკარგვა 14.07.2014
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ საბიაშვილი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამასახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 14.08.2012
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №
28
2012 წლის 14 აგვისტო
ქ.ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ საბიაშვილი
დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗
1.
ჯანმრთელობის დაცვის სამსახური წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვას, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას.
2.
ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ დებულებით.
3.
ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსსა და თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4.
.ჯანმრთელობის დაცვის სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
მუხლი 2🔗.
ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1.
ჯანმრთელობის დაცვის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2.
სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სამუშაო ენა
სამსახურის საქმის წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ადგილსამყოფელი
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ.ბოლნისი სულხან-საბა ორბელიანის ქ №106.
მუხლი 5🔗.
ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
1.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.
2.
ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება.
3.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებთან (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, სოფლის ამბულატორიები და ა.შ.) ურთიერთთანამშრომლობა.
მუხლი 6🔗.
ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილებანი
1.
სამსახურის უფროსი:
ა)
უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)
უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
გ)
განსაზღვრავს სამსახურის მოხელეთა პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე;
დ)
უზრუნველყოფს იმ ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც მიმართულია კადრების საქმიანი კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
ე)
უფლებამოსილია სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
ვ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
2.
სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან:
ა)
შეასრულონ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ)
შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ე)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ მუნიციპალურ ქონებას.