ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამასახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.08.2012
ძალის დაკარგვა 14.07.2014
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ საბიაშვილი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 14.08.2012
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამასახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2012 წლის 14 აგვისტო
ქ.ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ სააქართველოს კანონის 25-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დებულების დამტიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის №195 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი N 01025002035158006015).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ საბიაშვილი
დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეების და მიგრაციის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗
1.
სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახური წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა სოციალურ დახმარებას, ვეტერანთა სოციალურ დაცვას, დევნილთა, ლტოლვილთა, სტიქიური მოვლენებით გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათი დროებითი განსახლების ორგანიზაციას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას.
2.
სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ დებულებით.
3.
სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის უფროსსა და თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4.
სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
მუხლი 2🔗.
სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1.
სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2.
სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სამუშაო ენა
სამსახურის საქმის წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ადგილსამყოფელი
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ბოლნისი სულხან-საბა ორბელიანის ქ. N106.
მუხლი 5🔗.
სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსამხურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ბ)
მარტოხელა და მრავალშვილიან დედათა, ბავშვთა ჯანმრთელობის და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
გ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
დ)
მზრუნველობა მოკლებულ მოქალაქეთათვის თავშესაფრის მოწყობის ორგანიზება და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა (სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი)უფასო კვებით უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება;
ე)
უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგი;
ვ)
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ზ)
საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის უფლებამოსილებანი
1.
სამსახურის უფროსი:
ა)
უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)
უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
გ)
განსაზღვრავს სამსახურის მოხელეთა პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე;
დ)
უზრუნველყოფს იმ ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც მიმართულია კადრების საქმიანი კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
ე)
უფლებამოსილია სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
ვ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.
სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან:
ა)
შეასრულონ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელძღვანელის დავალებები;
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ)
შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ე)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ მუნიციპალურ ქონებას.