„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის №251 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№710
სარეგისტრაციო კოდი
480610000.08.002.016606
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №710

2012 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის №251 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის №251 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №53, მუხ. 576) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანებულების პრეამბულაში სიტყვა (ციფრი): „18-ე მუხლის“ შეიცვალოს სიტყვით (ციფრით): „მე-11 მუხლის“;

ბ) ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ თანდართული კონცეფცია (დანართი №1).

2. შეიქმნას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, კომისიის თანათავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (ბათუ ქუთელია), კომისიის თანათავმჯდომარე;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“;

გ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამტკიცდეს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საუწყებათაშორისო კომისიის თანდართული დებულება (დანართი №2).“;

დ) ბრძანებულების მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ კონცეფციის:

ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფცია“;

ე.ბ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის:

ე.ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;“;

ე.ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;“;

ვ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №2:

 

„დანართი №2

მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საუწყებათაშორისო კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საუწყებათაშორისო კომისია (შემდეგში – კომისია) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 2. კომისიის ამოცანები და ფუნქციები

კომისიის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების შესაძლებლობების კოორდინაცია მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელების მიზნით;

ბ) „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობათა კატალოგისათვის“ ზუსტი მონაცემების მოწოდება და ამ შესაძლებლობების გაზრდის რეკომენდაციების შემუშავება;

გ) მონაწილე ორგანიზაციების ფუნქციების დუბლირების თავიდან აცილება;

დ) NATO-ს წევრი ქვეყნების ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის ხელშეწყობისათვის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა.

    მუხლი 3. კომისიის უფლება-მოვალეობანი

კომისია უფლებამოსილია:

ა)კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ)მოიწვიოს ექსპერტები და შექმნას სამუშაო ჯგუფები კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლის ა და სათანადო რეკომენდაციების შესამუშავებლად.

    მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის ორგანიზაცია

1. კომისიას ხელმძღვანელობენ კომისიის თანათავმჯდომარეები,რომლებიც:

ა)უძღვებიან კომისიის საქმიანობას;

ბ)ამტკიცებენ კომისიის სამუშაო განრიგს;

გ)წარმოადგენენ კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

დ)უზრუნველყოფენ კომისიის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

2. კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობენ თანათავმჯდომარეები.მათ მიერ სხდომის წარმართვის რიგითობის საკითხს საჭიროებისამებრ წყვეტს კომისია. კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია თანათავმჯდომარეების მიერ სხდომების ერთობლივად წარმართვა.

3. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, კომისიის თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, საკუთარი ინიციატივით ან/და კომისიის წევრის მოთხოვნით.

4. კომისიის თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.

5. კომისიას ჰყავს კომისიის მდივანი. კომისიის მდივნის ფუნქციას ასრულებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომელი კომისიის შესაბამისი თანათავმჯდომარის დავალებით. კომისიის მდივანი ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებს და უგზავნის კომისიის წევრებს; ატყობინებს კომისიის წევრებს სხდომის ჩატარების თარიღს და უგზავნის სხდომის დღის წესრიგს მის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე.

6. კომისიის წევრი უფლებამოსილია კომისიის თანათავმჯდომარეს/ თანათავმჯდომარეებს სხდომის მოწვევამდე (არანაკლებ სამი დღით ადრე) წერილობ ი თ წარუდგინოს დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, კომისიის თანა თავმჯდომარის/თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.

7. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

8. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი.

    მუხლი 5. კომისიის გაუქმება

კომისიის გაუქმება, ასევე მის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი