„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№94
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.029.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №94

2012 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების ა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების ა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №121 ბრძანებით (სსმ III, 18.11.2010, №151 მუხ.2157) დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სამ ა რთლებრივ სტატუს ს , სტრუქტურას, უფლებებსა და მოვალეობებს, აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად“;

გ) მე- 2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“ქვეპუნქტები:

„ნ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ო) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის თაობაზე;

პ) ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება;

ჟ ) სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება;

რ ) სამინისტროში არსებულ ცხელ ხაზზე დევნილებისაგან შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; შემოსულ შეტყობინებებეზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება“.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე- 4 მუხლი:

     „მუხლი 4 . დეპარტამენტის სტრუქტურა

1. საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია ცხელი ხაზის განყოფილება.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს შესახებ საინფორმაციო საშუალებებში გასული ინფორმაციების მონიტორინგი;

ბ) მონიტორინგი ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მთავარ მოვლენებთან დაკავშირებით;

გ) ნიუსების მოძიება სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებზე როგორც სამინისტროს შესახებ, ისე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე და სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებსა და სამმართველოებში დაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) პრეს-რელიზების მომზადება და გავრცელება;

ე) სამინისტროს სხვადასხვა აქტივობების გაშუქება;

ვ) სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;

ზ) მედიამონიტორინგის მასალების დაარქივება;

თ) ჟურნალისტების კითხვებზე წერილობითი და ზეპირი პასუხების გაცემა;

ი) კომენტარების გაკეთება მედიასაშუალებებისათვის;

კ) სამინისტროს ვებგვერდის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ლ) მოქალაქეთა შეტყობინებების რეგისტრაციისა და კონსულტაციის (ცხელი ხაზი) განყოფილებაში შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და მოქალაქეთათვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

მ) შემოსულ შეტყობინებებეზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ნ) სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ . ხომერიკი