„საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №713
2012 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებ აში(სსმIII, 2009 წ.,№14,მუხ. 169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება :
ა)ბრძანებულების პრეამბულაში სიტყვა (ციფრი): „მე-3პუნქტის“შეიცვალოს სიტყვით (ციფრით) : „მე-2პუნქტის“;
ბ)ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:
ბ.ა)პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს წესი შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საჯარო სამსახურში, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას) ვაკანტური თანამდებობის (შემდეგში - ვაკანტური თანამდებობა) დასაკავებლად გამართული კონკურსის პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებსა და ზოგად პირობებს.“;
ბ.ბ)პირველი მუხლის:
ბ.ბ.ა)მე-3პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ქვეპუნქტი:
„ბ1) პირ ებ ი, რომლებიც დანიშნული არიან თანამდებობის პირის (ორგანოს)უფლებამოსილების ვადით;“;
ბ.ბ.ბ)მე-3პუნქტის„ე“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.გ)მე-4მუხლის:
ბ.გ.ა)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.“;
ბ.გ.ბ)მე-3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა)შესაბამისი დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;
ბ)კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ)შესასრულებელი სამუშაო;
დ)თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე)განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
ვ)შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.“;
ბ.დ)მე-5მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.“.
2. 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსი გამოაცხადოს აგრეთვე შესაბამის ბეჭდვით ორგანოში.
3. 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი