შპს „ჯიქია“-ს გადახდისუუნარობის საქმის კრედიტორთა კრების ოქმი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/395-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

კრედიტორთა კრების ოქმი

 

2012 წლის 10 თებერვალი

 

ქ. თბილისი 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე – თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი – ხათუნა ჯამასპიშვილი

სხდომა დაიწყო 15:10 საათზე;  სხდომა დამთავრდა 15:55 საათზე.

 შპს ,,ჯიქიას” კრედიტორთა კრება.

 მოსამართლე სიტყვას აძლევს სხდომის მდივანს კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულ პირთა ვინაობის დადგენის შესახებ.

  სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, რომ კრედიტორთა კრებაზე გამოცხადდნენ:

 

კრედიტორები:

1. გივი ოთარაშვილი

2. მალხაზ მამადაშვილი

3. თეიმურაზ ზაქარაშვილის წარმომადგენელი მერაბ ჭიკაიძე

4. ნანა ოქროპირიძე

5. ოლგა კოშელი

6. ზინაიდა ჯანხოთელი

7. ირინე ლეჟავას წარმომადგენელი მურთაზ სამუშია

8. სალომე კაჭარავა

9. მზია აგლაძე

10. ლია ესიტაშვილი

11. ლიანა ტონოიანი-ლარიონოვი

12. გურამ გულისაშვილი

13. ლუიზა ბჟალავა

14. ეკეტერინე ბულიავა

15. ერეკლე ყორაშვილი

16. თენგიზ უგულავა

17. ნანა ამისულაშვილი

18. გვანცა ოქროპირიძის წარმომადგენელი ნანა ამისულაშვილი

19. მურმან მაჭარაშვილი

20. დავით კორძაძე

21. ნონა კორძაძე

22. ირაკლი სებისკვერაძე

23. გოჩა ლაცაბიძე

24. მაია ოზბეტელაშვილის წარმომადგენელი ნოდარ ხანდოლიშვილი

25. ლალი ობოლაძე

26. ლეგია ადეიშვილის წარმომადგენელი რატი მამასახლისი

27. ლალი ბებია

28. მაია ჩაცუა

29. გაგა კენჭოშვილი

30. ლია ღაჭავას წარმომადგენელი ტარიელ ჩოჩიშვილი

31. მიხეილ ყურაშვილი

32. კახაბერ ბაბილოძე

33. ვაჟა ცირეკიძე

34. სოფიო არველაძე

36. შალვა მუმლაძის წარმომადგენელი ქე თ ევან მუმლაძე

37. პაატა ჩხიკვიშვილი

38. ელისო ქველიძის წარმომადგენელი მზია პატარაშვილი

39. მარინე მარდაშოვა

40. ედიშერ ბელთაძის წარმომადგენელი მარინე მარდაშოვა

41. ალექსანდრე ხელიძის  წარმომადგენელი მარინე მარდაშოვა

42. ნაირა მოლოდინის წარმომადგენელი ეკატერინე ციხელაშვილი

43. ირმა ტაბიძის წარმომადგენელი შოთა ტაბიძე

44. ზურაბ ნიშნიანიძე

45. ლალი შაიშმელაშვილი

46. ქეთევან გუნიავა

47. ალექსანდრე ნათელაძე

48. ეკატერინე ყვავაძე

49. ლაშა გულბანი

50. ბიძინა ქარდავა

51. ლევან გოჩაშვილი

52. თეა ლეშკაშელი

53. ნინო აბაიშვილი

54. ლია სურმავა

55. სოფიო ნადირაძის წარმომადგენელი ირინე გუგუშვილი

56. გვანცა ნიბაქაძის წარმომადგენელი ნინო ნიბაქაძე

57. თინათინ გოცირიძის წარმომადგენელი რუსუდან მეგრელი

58. ლიანა ვარდოსანიძე

59. თეა მექვაბიძე

60. რუსუდან ჯაფარიძის წარმომადგენელი გიორგი რურუა

61. კობა გურგენიძე

 

რებილიტაციის მმართველი ლევან აფციაური

მომრიგებელი საბჭოს წევრის წარმომადგენელი როინ მიგრიაული

 

   სასამართლომ დაადგინა გამოცხადებულ პირთა ვინაობა და შეამოწმა წარმომადგენელთა უფლებამოსილება.

  მოსამართლემ გააფრთხილა პროცესის მონაწილეები და სხდომაზე დამსწრე პირები წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების სავალდებულობისა და სასამართლოს სხდომაზე წესრიგის დაცვის მიზნით წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიების თაობაზე, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ის 212-ე მუხლით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, პროცესში მონაწილე მხარეებს განემარტათ საპროცესო უფლება-მოვალეობები.

მოსამართლე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის თანახმად, არკვევს მოსამართლისა და სხდომის მდივნის აცილების საკითხს.

  მხარეებს აცილება არ განუცხადებიათ.

  მოსამართლე, მოახსენებს, რომ კრედიტორთა კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ შპს „ჯიქიას” გადახდისუუნარობის საქმისწარმოებასთან დაკავშირებით მომრიგებელი საბჭოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებას და რეაბილიტაციის გეგმას, რომელიც შესწორებულია შპს „ჯიქიას” მომრიგებელი საბჭოსა და კრედიტორებთან კონსულტაციების შედეგად. ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლო ვალდებულია გაარკვიოს დღევანდელ სხდომაზე გამოცხადებულ კრედიტორთა მოსაზრება რეაბილიტაციის გეგმის მოწონებასთან დაკავშირებით.

შპს „ჯიქიას” მომრიგებელი საბჭოს წევრი როინ მიგრიაული აქვეყნებს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ 2011 წლის 30 დეკემბრის პროექტს, რომელსაც ეთანხმება და განმარტავს, რომ შპს „ჯიქიას” მომრიგებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი „რეაბილიტაციის გეგმა” პროექტი შეესაბამება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის 46-ე მუხლის მოთხოვნებს, შესაბამისად ვითხოვთ მის მოწონებასა და გაზიარებას.

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი კრედიტორებს მოახსენებს, რომ აღნიშნული კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა იმ მიზნით, რომ შპს „ჯიქიას” მიერ წარმოდგენილი იქნა რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც უშუალოდ რეაბილიტაციის მმართველის კომპეტენცია ა და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მოხდა აღნიშნული პროექტის შემუშავება, შესაბამისად, დღევანდელი კრედიტორთა კრების მოწვევა მოხდა იმ მიზნით, რომ მოხდეს რეაბილიტაციის გეგმის განხილვა და კრედიტორთა ხმათა უმრაველობით მოხდეს აღნიშნული პროექტის მოწონება, ამდენად შპს „ჯიქიას” რეაბილიტაციის მმართველს – ბატონ ლევან აფციაურს, ვთხოვთ მოგვახსენოს, თუ რა ცვლილებები იქნა შეტანილი რეაბილიტაციის გეგმაში, ხოლო მას შემდეგ, რაც მოხდება აღნიშნული რეაბილიტაციის გეგმის მოწონება, მომრიგებელ საბჭოს შეუწყდება თავისი უფლებამოსილება.

შპს „ჯიქიას” რეაბილიტაციის მმართველი ლევან აფციაური განმარტავს: მინდა კრედიტორებს მოვახსენო, რომ ცვლილებები მოხდა ჩვენს მიერ წარმოდგენილ რეაბილიტაციის გემაში და სწორედ ამ კუთხით გვსურს სასამართლოს დახმარება, კერძოდ, მინდა მოგახსენოთ, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაა და  იმედი მაქვს, რომ დღევანდელი კვორუმი შედგება და ხმათა უმრავლესობით მოწონებული იქნება რეაბილიტაციის გეგმა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენ კრედიტორთა 180 წევრივე გვყავდა გაფრთხილებული, მაგრამ მათი უმრავლესობა იმყოფება რაიონში და უამინდობის გამო ვერ მოახერხა ჩამოსვლა, მე მაქვს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია არის უტყუარი, რომ რეაბილიტაციის გეგმა, რომლის განხილვაც და მოწონებაც უნდა მოხდეს დღეს, გაცნობილი აქვს 180 კრედიტორს და მიზეზი იმისა, რომ დღევანდელი კრედიტორთა კრება იმართება სასამართლოში, არის სწორედაც რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცით კანონი და ვიცავთ მას, რეაბილიტაციის გეგმა, რაც იყო, მხოლოდ კრედიტორთა წევრთა 15-20 წევრი არ ეთანხმებოდა, დანარჩენი კრედიტორები თანახმანი იყვნენ და მოწონებული ჰქონდათ სარებილიტაციო გეგმა, მაგრამ ჩევნ მიერ ვერ იქნა მოძიებული ინვესტორები, ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს სხვადასხვა ჯგუფებთან, საწარმოებთან, რომ საქმე არ მისულიყო გადახდისუუნარობამდე და არ მომხდარიყო გაკოტრება და რამდენადაც ვერ იქნა მოძ ი ებული ისეთი ინვესტორი, რომელიც ფულს ჩადებდა მშენებლობაში და მოხდებოდა აღნიშნული პირების ბინებით დაკმაყოფილება, რამდენადაც ჩვენი მიზანია რომ ყველა შევიდეს თავ-თავის ბინაში, რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ კრედიტორთა 60 პირმა უარი განაცხადა რეაბილიტაციის გეგმაზე, ამდენად, იმისათვის, რომ დამტკიცდეს რეაბილიტაციის გეგმა და მოხდეს თანხების დამატება, დაახლოებით ერთ კვირაში ჩვენ გვინდა, რომ ვიცოდეთ ზუსტი პასუხი რებილიტაციის გეგმას ეთანხმებით თუ არაა, ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს საქმიანობას, მშენებლობა გაწერილია 14-დან 18 თვემდე და 30-40%, დღეის მდგომარეობით, კარკასით არსებულია.

ჯონი კლდიაშვილი – სოფო არველაძის წარმომადგენელი – ვისაც ფული უკვე შეტანილი აქვს და აღარ აპირებს შეტანას, ფული უკან დაუბრუნდება?

შპს „ჯიქიას” რეაბილიტაციის მმართველი ლევან აფციაური განმარტავს: – ჩვენ გეგმაში ჩავწერეთ ის, რაც პირდაპირ კანონში არის გაწერილი, ხოლო ვინც არ ეთანხმება რეაბილიტაციის გეგმას და სურს თანხის დაბრუნება, თანხას მიიღებს, ვისაც ბინა უნდა, ის ბინას მიიღებს, ისიც გეგმის მიხედვით. რამდენადაც ფასი იმდენად დაბალია, რომ შეიძლება მესამედზე მეტს ვერც შეხვდეს, ეს კი ძალიან მცირე თანხაა და ამდენად ვთვლი, რომ გვინდა რეაბილიტაციის გეგმა, მისი მოწონება და არა გაკოტრება.

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი შეკითხვით მიმართავს ლევან აფციაურს: თქვენ კრედიტორებს დაურიგეთ რეაბილიტაციის გეგმა, რომლებთანაც ინდივიდუალურად უნდა გეწარმოებინათ მოლაპარაკებები და გაგერკვიათ, ვინ ეთანხმებოდა რეაბილიტაციის გეგმას და ვინ არაა, შესაბამისად, უზრუნველყოფილი კრედიტორები არ გყავთ. თქვენი რებილიტაციის გეგმა უკვე გაწერილია და ჩვენ უნდა დავაყენოთ დღეს საკითხი რეაბილიტაციის გეგმის მოწონება-არმოწ ო ნების შესახებ და ეს ყველაფერი ცნობის სახით უნდა მივიღოთ.

შპს „ჯიქიას” რეაბილიტაციის მმართველი ლევან აფციაური განმარტავს: – იმდენად, რამდენადაც ჩვენ რეაბილიტაციის გეგმა კრედიტორებს დაახლოებით თვენახევრის წინ დავურიგეთ და სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ გვაქვს დაახლოებით 60 უარი, შესაბამისად გაიზარდა თანხები იმ პირთა მიმართ, ვინც ეთანხმება აღნიშნულ რებილიტაციის გეგმას, თანხა გაიზარდა დაახლოებით 360 აშშ დოლარამდე, შესაბამისად, ის სართულები, რაც იყო გეგმაში, ისიც შეიცვლება და აშენდება უფრო დაბალ- სართულიანი კორპუსები, იმდენ კრედიტორზე, რამდენის მოთხოვნაც იქნება.

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი მიმართავს კრედიტორებს – მივიღოთ და მოვიწონოთ თუ არა რეაბილიტაციის გეგმა?

ნოდარ ქართველიშვილი – მაია უგრეხელიძის წარმომადგენელი განმარტავს – ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო იმის გათვალისწინებით, რომ 60 კაცის უარმა გამოიწვია შესატანი თანხების ზღვარს გადაცილება და მოხდეს აღნიშნული თანხების შემცირება იმ მიმართულებით, რომ აღარ მოხდეს ზედმეტად კორპუსზე სართულების დაშენება.

შპს „ჯიქიას” რეაბილიტაციის მმართველი ლევან აფციაური განმარტავს: ვეთანხმები თქვენს პოზიციას.

კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს რეაბილიტაციის გეგმას, რომელიც მომრიგებელი საბჭოს მიერ იქნა წარმოდგენილი, მხოლოდ ორმა კრედიტორმა – ლალი შაიშმელაშვილმა და ლია ღაჭავას წარმომადგენელმა ტარიელ ჩოჩიშვილმა განმარტეს, რომ ისინი თავს იკავებენ მათი პოზიციის დაფიქსირებაზე, რეაბილიტაციის გეგმის მოწონება- არმოწონებასთან დაკავშირებით.

მოსამართლე აცხადებს საოქმო განჩინებას: ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, რეაბილიტაცია – საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით; ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად , „მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილება წყდება გაკოტრების თაობაზე ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისთანავე, ხოლო რეაბილიტაციის შემთხვევაში – რეაბილიტაციის გეგმის განხილვისა და მოწონებისთანავე” .

47-ე მუხლის 1 ნაწილის თანხად, „მომრიგებელი საბჭოს მიერ განხილულ და მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას უზრუნველყოფილი კრედიტორები ამტკიცებენ მომრიგებელი საბჭოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. რეაბილიტაციის გეგმის დასამტკიცებლად საჭიროა ყველა უზრუნველყოფილი კრედიტორის თანხმობა, იმის გამო, რომ შპს „ჯიქიას” საქმეში არ არიან უზრუნველყოფილი კრედიტორები, მომრიგებელი საბჭოს მიერ მოწონებული იქნა და წარმოდგენილი სასამართლოს სხდომაზე, მოცემულ შემთხვევაში 28-ე და 32-ე მუხლის დანაწესიდან გამომიდნარე, მომრიგებელ საბჭოს და კრედიტორთა კომიტეტს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3, მე-7, მე-8, 32-ე, 47-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა მიერ მოწონებულ იქნა რეაბილიტაციის გეგმა.

2. მომრიგებელ საბჭოს და კრედიტორთა კომიტეტს შეუწყდეს უფლებამოსილება.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოცხადებიდან ან გადაცემიდან  5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი აქვეყნებს სასამართლოში დაგვიანებით წარმოდგენილ 4 (ოთხი) კრედიტორის განცხადებას, კერძოდ: მანანა გედენიძის, ნათელა მელუას, მიხეილ ბერიძის, მზია ძებნიაურის, რომლებმაც მოითხოვეს მათ მიერ განცხადებაში მითითებულ თანხებზე კრედიტორად აღიარება.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და საოქმო განჩინებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 1. კრედიტორებს მანანა გედენიძის, ნათელა მელუას, მიხეილ ბერიძის, მზია ძებნიაურის დავიანებით წარმოდგენილი განცხადებები არ იქნეს განხილული.

 2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

კრედიტორი ნანა ამისულაშვილი განმარტავს: მინდა ინფორმაციის სახით მოგახსენოთ, რომ ჩვენ იანვრის დასაწყისიდან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მე და ლევანი ჩვენ-ჩვენი თანხმებით ვუკავშირდებოდით 180 კრედიტორს და ვახდენდით თითოეულ მათაგანთან მოლაპარაკებებს, რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით ჩვენ მოვახდენთ მშენებლობას მხოლოდ იმდენი რაოდენობის ბინების გათვალისიწინებით, რამდენი მსურველიც იქნება, ვისაც ფული აქვს გადახდილი, ჩვენ ყველამ ერთად მაქსიმალური ძალებით უნდა ვაწარმოოთ მშენებლობა, მოსახსნელია სარქველები, 6 თვეა, რაც მუშაობს რეაბილიტაციის გეგმა, ამდენად დღეის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში მე აღარ დავუკავშირდები არც ერთ იმ კრედიტორს, ვინც დღეს ესწრება დღევანდელ კრებას, თქვენ თავად დამიკავშირდით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, შესაბამისად, ვინც ეთანხმება აღნიშნულ მოთხოვნებს, 100-დან 200 აშშ დოლარამდე ექნება დასამატებელი, რომ მოხდეს საქმის სწრაფად წარმოება, რადგან, თუ არ მოხდება თანხების დამატება, ვერ მოხდება სახლის მშენებლობაც.

მოსამართლემ კრედიტორთა კრება დახურულად გამოაცხადა.

მოსამართლე              თ. ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი        ხ. ჯამასპიშვილი