⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.01.2026)
გაუქმებულია:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის — საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2012
ძალის დაკარგვა 22.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №03/34
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.054.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,556 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2012 მიღება
22.01.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის — საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; color:black;} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; color:black;} h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; color:black; font-style:italic;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; color:black;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas; color:black;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif"; color:black;} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; color:black;} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Arial","sans-serif"; color:black; font-weight:bold;} span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:"Arial","sans-serif"; color:black; font-weight:bold; font-style:italic;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas; color:black;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif"; color:black;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება № 03/34 2012 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №74 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. რურუა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წ ე ს დ ე ბ ა     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს წესდება განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს, სტრუქტურას, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს. 2. წესდება წარმოადგენს უნივერსიტეტის საქმიანობის მომწესრიგებელ დოკუმენტს.     მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი 1. უნივერსიტეტი არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 2. უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №74 დადგენილების შესაბამისად . 3. უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე. 4. უნივერსიტეტის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 5. უნივერსიტეტი იქმნება და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. 6. უნივერსიტეტის სახელწოდებაა ,, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“ .     მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის იურიდიული სტატუსი და მისამართი 1. უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) საგანმანათლებლო პროგრამებს და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას. 2. უნივერსიტეტს უფლება აქვს განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით დამოუკიდებლად ან/და სხვა პირებთან ერთად დააფუძნოს კერძო სამართლის კომერციული ან/და არაკომერციული იურიდიული პირი. 3. უნივერსიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და განათლების სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ წესდების საფუძველზე. 4. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: შოთა რუსთაველის გამზირი №19, 0108 თბილისი, საქართველო. 5. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი ვებგვერდი ინტერნეტში, რომლის მისამართია: www.tafu.edu.ge.     მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 1. უნივერსიტეტის მიზანია: ა) მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირების მომზადება; ბ) ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია; გ) სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და პედაგოგების აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა; დ) აკადემიური პერსონალისა და პედაგოგების პროფესიული განვითარება, ახალი სამეცნიერო პერსონალის მოზიდვა; ე) სამეცნიერო კვლევებისთვის შესაფერისი პირობების შექმნა, შენარჩუნება და განვითარება; ვ) ტექნოლოგიური განვითარება, განსაკუთრებით კინო-ტელე მიმართულებით; ზ) სახელობო, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების განხორციელება; თ) ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების განხორციელება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება და განვითარება; ი) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება; კ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალის კომერციალიზაციაში ხელშეწყობა; ლ) ხელოვნების დარგების (პრიორიტეტულად – თეატრალური ხელოვნების, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების, მედიახელოვნების, ქორეოგრაფიული ხელოვნების, სამუსიკო ხელოვნების, ტრადიციული ქართული ხელოვნების) განვითარება და მათი კვლევა, ამ დარგებში აკადემიური უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა; მ) მაღალი რანგის პროფესიონალების აღზრდა. მომავალ ხელოვანთა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და ხელოვნების მეშვეობით მისსავე წიაღში სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობის შეთავაზება; ნ) სახელოვნებო უმაღლესი აკადემიური განათლების ფორმირება ორი ძირითადი ორიენტირით – საშემსრულებლო/შემოქმედებითი უნარების განვითარებითა და ხელოვნების შესაბამისი დარგების თეორიული კვლევების საშუალებით, – ხელოვნების შესაბამისი დარგებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკის, მეთოდებისა და მიღწევების შესწავლა და კვლევა; ო) მაღალკვალიფიციური სახელოვნებო განათლების მიღების შესაძლებლობის დანერგვა უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე – საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამებზე; პ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების დანერგვით პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული სახელოვნებო განათლების მიღების შესაძლებლობა; ჟ) ხელოვნების შესაბამის დარგებში ტრადიციული სპეციალობებით თანამედროვე მოთხოვნებთან დაახლოება და ახალი სპეციალობების დანერგვა; ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სწავლებისა და კვლევის პირობების უზრუნვ ელყოფა; ჰუმანიტარული და სოციალური მეცნერებების პრობლემების კვლევის, როგორც წარმატებული სწავლების, ხელოვნების სფეროში მეცნიერთა მომზადების და ახალი ცოდნის შექმნის საფუძვლის განვითარება; რ) სტუდენტის ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარების განვითარება; ხელოვნების სეგმენტის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; ს) მჭიდრო თანამშრომლობა სხვა სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სასწავლო პროგრამებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, მიღწევების გაზიარება და რეკომენდაციის გაცემა; ტ) ქართული კულტურისა და ხელოვნების – ქართული თეატრისა და კინოს, ტრადიციული ქართული ხელოვნების განვითარება საშემსრულებლო/შემოქმედებითი პოტენციალისა თუ უნარების გააქტიურებისა და თეორიული კვლევების საშუალებით; უ) სახელოვნებო უმაღლესი აკადემიური განათლებისა და ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია; სახელოვნებო მენეჯმენტის, კულტურული ტურიზმის განვითარების უზრუნველყოფა; ხელოვნების ნაწარმოებების შექმნა და წარდგენა სწავლის, სწავლებისა და შეფასებების პროცესში; ფ) სტუდენტებზე მორგებული სწავლისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების წახალისება და დანერგვა; ქ) სწავლების შინაარსობრივი მხარის, მიდგომების და შედეგების მიმართ მრავალფეროვანი დამოკიდებულების ხელშეწყობა; ღ) შემოქმედებითი აზროვნებისა და პროცესისათვის სამუშაო სივრცის გამოყოფა; შემოქმედებით პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული კვლევების წახალისება; ყ) მრავალფეროვნების ხელშეწყობა, დაცვა და საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში; შ) ეთნიკურის, ეროვნულის, ევროპულისა და გლობალურის ცნებებს შორის ზღვრების გამოკვეთა და შესწავლა; ჩ) ახალი ტექნოლოგიებისა და მასმედიის საშუალებების გამოყენება შემოქმედებით ინსტრუმენტებად; ც) აკადემური პერსონალის ხელშეწყობა – შეიმუშაონ ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები; უზრუნველყონ საგანმანათლებლო პროგრამების მაქსიმალური მოქნილობა; ძ) სტუდენტებისა და პედაგოგების თავისუფალი მობილობის უზრუნველყოფა, სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა; წ) თანამედროვე ხელოვნების შესაბამისი დარგის, სფეროს განვითარებასა თუ უფრო ფართო კულტურულ კონტექსტში სტუდენტებისთვის საკუთარი წვლილის შეტანის ხელშეწყობა.     მუხლი 5🔗. უნივერსიტეტის უფლება-მოვალეობები 1. უნივერსიტეტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა; ბ) საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებზე მიღებული პირების სწავლება და განათლების დამადასტურებელი დიპლომის/სერტიფიკატის გაცემა; გ) თავისუფალი გარემოს შექმნა განათლების მიღებისა და კვლევის განხორციელებისათვის; დ) სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციონირების ხელშეწყობა; ე) საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო–კვლევითი თანამშრომლობა ეკონომიკასთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, სახელოვნებო სეგმენტთან, ინდუსტრიასთან; ვ) ეფექტური საგანმანათლებლო პოლიტიკის წარმართვა; ზ) ინო ვაციური პროექტების დანერგვა და განხორციელება; თ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ი) თანამშრომლობა ქართულ და უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან; კ) უცხოელი ექსპერტების, კონსულტანტების და პროფესორების მოწვევა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების და კონფერენციების მოწყობის მიზნით; ლ) ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული გაერთიანებების წევრობა; მ) სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზება, დანერგვა და განხორციელება; ნ) ერთობლივი საქმიანობა სხვა პირებთან/ორგანიზაციებთან განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიზნით; ო) წიგნების, კვლევების, საინფორმაციო ბროშურების გამოცემისა და თარგმნის ორგანიზება; პ) სემინარების, კონფერენციების, ტრენინგების მოწყობა ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე; ჟ) სახელოვნებო განათლების პოპულარიზაცია, საინფორმაციო-შემეცნებითი საქმიანობა, გამოკითხვების/კვლევების ჩატარება; რ) განვითარებაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება; ს) სახელოვნებო განათლების და კვლევების სფეროში ინფორმაციული სისტემებისა და ბაზის შექმნა/განვითარება ; ტ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა; უ) შემოსავლების მიღების მიზნით ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, მათ შორის, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს; ფ) ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული კანონით. 2. უნივერსიტეტი დამოუკიდებლად ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს კონტაქტებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, დებს გარიგებებსა და მემორანდუმებს.     მუხლი 6🔗. უნივერსიტეტის ორგანიზაციული სტრუქტურა 1. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებია : აკადემიური საბჭოს ოფისი/აპარატი, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორის ოფისი/აპარატი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოფისი/აპარატი, ბიბლიოთეკა, ხარისხის განვითარების ცენტრი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (ცენტრი, ინსტიტუტი) , ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული (ფაკულტეტი, სკოლა, ინსტიტუტი, ცენტრი). 2. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: რექტორი, აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) , ხოლო ძირითადი საგანმანათლელბო ერთეულის მართვის ორანოებია: დეკანი და საბჭო, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოა: დირექტორი და სამეცნიერო საბჭო. 3. უნივერსიტეტში კოლეგიური ორგანოებია აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საბჭოები. 4. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, ძირითადი საგანმანათლებლო, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი და ყველა სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ორგანოების , შექმნა/გაუქმება, უფლებამოსილება და მათი საქმიანობის წესი განისაზღვრება სპეციალური დებულებით, რომელსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.     მუხლი 7🔗. აკადემიური საბჭო 1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი კოლეგიური, მმართველობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომელიც შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლისაგან (თანაბარი რაოდენობით, ორი წარმომადგენელი თითოეული ერთეულიდან), ასევე თანამდებობრივად, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორისა და ბიბლიოთეკის დირექტორისაგან . 2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. 3. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას. 5. აკადემიური საბჭოს არჩეული შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ. 6. საბჭოს რეგლამენტს, დებულებას აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს რექტორი.     მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება 1. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: ა) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და მობილობას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; სხდომის ლეგიტიმურობისათვის აუცილებელია სხდომას ესწრებოდეს სიითი შემადგენლობის სულ ცოტა 50%; ე) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, უნივერსიტეტის ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის განხილვაში; ვ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემ იური საბჭოს არჩევის წესს; ზ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოების წარდგინებით; ი) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით; კ) ადგენს შემოქმედებითი კონკურსი ს (შიდა ტურები) ჩატარების წესს; ლ) ადგენს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი და პროფესიული განათლების კრედიტების აღიარების წესს; მ ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს; ნ ) გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ; ო ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის ტექნიკურ პროცედურებს; პ ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ჟ ) რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის ხელახალ არჩევამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვის ვადით, ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს; რ ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომელიც განსაზღვრულია ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით; ს ) აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი; ტ) აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს და რეგენტთა საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს უნივერსიტეტის განვითარების ფონდის დირექტორის კანდიდატურას; უ) რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის განვითარების ფონდის დირექტორს; ფ) რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების ფონდის წესდებას.     მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატი უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას.     მუხლი 10🔗. უნივერსიტეტის ხელმძღვანელი (რექტორი) 1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. 2. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე რექტორი: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას; ბ) წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ქვეყნის შიგნით და გარეთ; გ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, მათ შორის, ხელშეკრულებები უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტის სტუდენტს შორის; დ) უფლებამოსილია დადოს ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული გარიგებები, რომელთაც ხელს ასევე აწერს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; ე) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ადგენს აკადემიურ და სამეცნიერო თანამდებობებს; ვ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კონსულტაციის საფუძველზე ამტკიცებს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგს; ზ) ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორის აპარატს/ოფისს და მოადგილეებს; თ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დეკანს ან იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას დეკანის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ; ი) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დეკანის კანდიდატურის ხელახალ არჩევამდე, ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არა უმეტეს 6 თვის ვადით; კ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით ან საკუთარი გადაწყვეტილებით თანამდებობიდან ათავისუფლებს დეკანს; ლ) ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ხარისხის განვითარების ცენტრის უფროსს; მ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე, წყვეტს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის საკითხს; ნ) წყვეტს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობით არ წარმოადგენს უნივერსიტეტის მართვის სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას; ო) უფლებამოსილია შექმნას და გააუქმოს რექტორის სათათბირო ორგანო; პ) ახორციელებს კანონმდებლობით, წესდებითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. რექტორი თანამდებობრივად შედის აკადემიურ საბჭოში და მასზე არ ვრცელდება აკადემიური საბჭოს ფაკულტეტებიდან არჩეული წევრებისათვის გათვალისწინებული რეგულაციები. 4. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რექტორის ბრძანების სახით. 5. რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რექტორის მიერ განსაზღვრული პირი/პირები. 6. უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება) ფორმდება რექტორის ბრძანებით. 7. რექტორის შვებულება ფორმდება რექტორის ბრძანებით. 8. რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია აკადემიური საბჭოს სახელზე წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) ბიოგრაფია (curriculum vitae); გ) უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული ხედვა და სამოქმედო გეგმა.     მუხლი 11🔗. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) და მისი არჩევის წესი 1. წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის კოლეგიური ორგანო. 2. წარმომადგენლობითი საბჭო: ა) შეიმუშავებს და აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს უნივერსიტეტის წესდების, წესდების ცვლილებების პროექტს და დასამტკიცებლად გადასცემს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების (სახელფასო ფონდის) ოდენობასა და პირობებს; ე) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევის წესს; ვ) განსაზღვრავს მომავალი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა საერთო რაოდენობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით ითანხმებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს; თ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს ბიუჯეტის შედგენის წესს, რომელიც გარდა ბიუჯეტის შედგენის ძირითადი პრინციპებისა, შესაძლებელია ითვალისწინებდეს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ზღვრულ ოდენობებს; ი) რეგენტთა საბჭოს წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს და წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ ) უფლებამოსილია, მოტივირებული წარდგინებით მიმართოს რეგენტთა საბჭოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გათავისუფლების მოთხოვნით; ლ ) მომდევნო წლის პირველი კვარტა ლის დასრულებამდე აკადემიური საბჭოს მონაწილეობით ისმენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიურ ანგარიშს; მ ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; ნ ) ამტკიცებს უნივერსიტეტის დროშას, გერბს და ჰიმნს. 3 . თუ ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სამართლებრივი დასაბუთების არსებობა. 4 . წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები.     მუხლი 12🔗. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) 1. კანცლერი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროებ ში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. კანცლერს თანამდებობაზე წარადგენს რეგენტთა საბჭო და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, კანცლერს ნიშნავს რეგენტთა საბჭო. 3. კანცლერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 4. ერთი და იგივე პირი კანცლერად შეიძლება დამტკიცდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 8 წელიწადს. 5. პირი, რომელსაც ეკავა რექტორის თანამდებობა, კანცლერად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 6. კანცლერი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით, დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს კანცლერის ოფისის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; ე) ამზადებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც აკადემიურ საბჭოზე განხილვის შემდგომ დასამტკიცებლად წარედგინება რეგენტთა საბჭოს; ვ) დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტამდე ცვლილებების შემთხვევაში, ბიუჯეტში ცვლილების პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ზ) ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტის ცვლილებების შემთხვევაში, რექტორთან შეთანხმებით, ცვლილებებს ბიუჯეტში წარუდგენს აკადემიურ საბჭოს განსახილველად და აკადემიური საბჭოს მიერ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში წარუდგენს რეგენტთა საბჭოს დასამტკიცებლად; თ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუ დგე ნს რეგენტთა საბჭოს; ი) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; კ) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ლ) ასრულებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 7. კანცლერი ანგარიშვალდებულია რეგენტთა საბჭოს, რექტორისა და აკადემიური საბჭოს წინაშე. 8 . გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) რეგენტთა საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება. 9 . კანცლერზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.     მუხლი 13🔗. რექტორისა და კანცლერის უფლებამოსილების დელეგირება 1. რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილნი არიან, მათი არყოფნის ან/და მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება მიანიჭონ უნივერსიტეტში დასაქმებულ სხვა პირს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უფლების მინიჭება ფორმდება რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობით, რომელშიც ზუსტად მიეთითება, თუ რომელი უფლებამოსილების განხორციელების უფლება აქვს პირს, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა. 3. ისეთი უფლებამოსილების განხორციელების უფლების მინიჭება, რომლისთვისაც საჭიროა რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი მინდობილობა, უნდა გაფორმდეს ერთობლივი მინდობილობით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 4. უნივერსიტეტში დასაქმებული სხვა პირისათვის რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების მინიჭების მიუხედავად, რექტორს ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა იმ პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედებისათვის, რომელსაც რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების განხორციელების უფლება მიენიჭა ამ მუხლით დადგენილი წესით.     მუხლი 14🔗. უნივერსიტეტის ხარისხის განვითარების ცენტრი 1. უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასებისა და განვითარების მიზნით უნივერსიტეტში არსებობს შესაბამისი მექანიზმები და პრინციპები, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დონეზე. 2. ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების ეფექტურად განხორციელებისათვის შექმნილია უნივერსიტეტის ხარისხის განვითარების ცენტრი, რომლის დებულებას ამტკიცებს რექტორის წარდგინებით აკადემიური საბჭო.     მუხლი 15🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული 1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ფორმირების მექანიზმებს, განსაზღვრავს შესაბამისი დებულება, რომელსაც წარადგენს რექტორი და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. 2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო არის შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. 3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. მის შემადგენლობაში შედის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტების წარმომადგენლები. 4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტების რაოდენობა არის საბჭოს სიითი შემადგენლობის ¼, რომელიც მრგვალდება სტუდენტთა სასარგებლოდ. 5. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.     მუხლი 16🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი 1. დეკანის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. დეკანის თანამდებობა ერთი და იმავე პირის მიერ შეიძლება დაკავებულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2. დეკანი: ა) უზრუნველყოფს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია უნივერსიტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებაზე; დ ) თავმჯდომარეობს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს სხდომებს; ე ) პასუხისმგებელია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე; ვ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ზ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ინტერესებიდან გამომდინარე დეკანისათვის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლის (მივლინება) და შვებულების მიცემის გადაწყვეტილებას იღებს რექტორი, რაც ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.     მუხლი 17🔗. სადისერტაციო საბჭო 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელსაც რექტორის წარდგინებით ქმნის აკადემიური საბჭო. 2. სადისერტაციო საბჭო შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი, ასევე დისერტაციის დაცვის პროცედურა. 3. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს აკადემიური საბჭო. მუხლის 18. მართვის ორგანოების არჩევნების გამოცხადების უფლებამოსილება 1. რექტორის არჩევნები ცხადდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო. 3. აკადემიური საბჭოს არჩევნები ცხადდება რექტორის მიერ.     მუხლი 19🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული წესით. 3. კონკურსის ჩატარების წესსა და ვადებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.     მუხლი 20🔗. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი 1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება; ვ) ამ წესდებით, შრომითი ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.     მუხლი 21🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები და აკადემიური წოდებები 1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული ვადით. 2. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობის წესი და პირობები განისაზღვრება რექტორის წარდგინებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ. 3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უნივერსიტეტში იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობა. 4. უნივერსიტეტს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.     მუხლი 22🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 3. პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა დამატებით შეიძლება განისაზღვროს მათთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებით.     მუხლი 23🔗. ემერიტუსის წოდება 1. უნივერსიტეტისა და/ან დარგის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებების მქონე 65 წელს მიღწეულ პიროვნებას შეიძლება აკადემიური საბჭოს მიერ მიენიჭოს ემერიტუსის წოდება. ემერიტუსის წოდების მინი ჭებასთან დაკავშირებული ანაზღაურების საკითხს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესის საფუძველზე განსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.     მუხლი 24🔗. უნივერსიტეტში სტუდენტის მიღება 1. უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე. 2. საშემსრულებლო სპეციალობებზე აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადის შემოქმედებითი კონკურსს (შიდა ტურები) აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით. 3. აბიტურიენტმა, რომელმაც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადი შეიტანა უნივერსიტეტის რამდენიმე სპეციალობაზე, სადაც სწავლის გაგრძელება სურს, კონკურსი უნდა გაიაროს მის მიერ დასახელებულ ყველა საშემსრულებლო სპეციალობისთვის განსაზღვრული წესით . 4. იმ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე, რომელზეც უნივერსიტეტში არ ტარდება შემოქმედებითი კონკურსი, ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში , დამატებითი გამოცდის გარეშე. 5. მაგისტრატურაში მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში . 6. საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება რექტორის წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით. 7 დოქტორანტურაში მიღება ხორციელდება რექტორის წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით.     მუხლი 25🔗. სტუდენდის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა 1. სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება სტუდენტის უფლება-მოვალეო ბის შესრულებისაგან განთავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე. 2. სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები წესრიგდება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით. 3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების ან/და შეწყვეტის შესახებ რექტორი შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით გამოსცემს ბრძანებას.     მუხლი 26🔗. უნივერსიტეტის შემოსავალი 1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის საფასური; ბ) სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი, რომელიც აფინანსებს მის სწავლის საფასურს; გ) დამფუძნებლის პროგრამული დაფინანსება; დ) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ვ) ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება უნივერსიტეტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. უნივერსიტეტის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 27🔗. უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობა 1. უნივერსიტეტი შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას. 2. უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული ) და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიულ პირები.     მუხლი 28🔗. უნივერსიტეტის განვითარების ფონდი 1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია უნივერსიტეტის ქონებისა და ფინანსების ნაწილის მართვის მიზნით შექმნას უნივერსიტეტის განვითარების ფონდი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება და/ან ფინანსები. 2. უნივერსიტეტის განვითარების ფონდის წესდება, რეგენტთა საბჭოს თანხმობით, მტკიცდება აკადემიური საბჭოს მიერ. 3. უნივერსიტეტის განვითარების ფონდის დირექტორს რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს აკადემიური საბჭო. 4. უნივერსიტეტის განვითარების ფონდის მიზნები, საქმიანობის მიმართულებები და მართვის პრინციპები განისაზღვრება ფონდის წესდებით.     მუხლი 29🔗. უნივერსიტეტის ქონება უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.     მუხლი 30🔗. ზედამხედველობა უნივერსიტეტის განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს რეგენტთა საბჭო. ზედამხედველობის ფარგლები განისზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და არ უნდა იწვევდეს უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას.     მუხლი 31🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. 2. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 32🔗. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით. 2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციას ან/და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით.     მუხლი 33🔗. გარდამავალი დებულებები 1. გარდამავალი პერიოდი გრძელდება ამ წესდებით გათვალისწინებული ერთეულების შესაბამისი წესით სრულ ფორმირებამდე – აკადემიური, წარმომადგენლობითი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოებისა და უნივერსიტეტის, ადმინისტრაციისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელების ამ წესდებით გათვალისწინებული წესით არჩევა/დამტკიცებამდე. 2. სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციამდე მოქმედ აკადემიურ საბჭოს მიენიჭოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება, ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს არჩევნების გამართვამდე და ფორმირებამდე . 3. გარდამავალ პერიოდში სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციამდე მოქმედი აკადემიური საბჭო ასრულებს შემდეგ უფლებამოსილებას: ა) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და მობილობას; გ ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევს უნივერსიტეტის ხელმძღვანელს – რექტორს (აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს); დ ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, უნივერსიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის კანდიდატურის, უნივერსიტეტის ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის განხილვაში და სამუშაო ვერსიას სთავაზობს რექტორს; ე ) ადგენს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი და პროფესიული განათლების კრედიტების აღიარების წესს; ვ ) გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ; ზ ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს. 4. სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციამდე მოქმედ წარმომადგენლობით საბჭოს მიენიჭოს ამ წესდებით წარმომადგენლობით საბჭოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილება, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების გამართვამდე და ფორმირებამდე . 5. გარდამავალ პერიოდში რექტორს/რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ამ წესდებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უნივერსიტეტის ხელმძღვანელის (რექტორის) კომპეტენციის გარდა, მინიჭებული აქვს შემდეგი უფლებამოსილება: ა) ნიშნავს და ათავისუფლებს დეკანს და სხვა ადმინისტრაციულ პირებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს (გარდა უნივერსიტეტის კანცლერისა); ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრულ დებულებებს; გ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, შესაბამისი ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; დ) საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი წესებისა და პროცედურების შემუშავება/დამტკიცება და პროცესების ხელმძღვანელობა; ე) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს; ვ) ქმნის და აუქმებს წესდებით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულებს; ზ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიურ თანამდებობებზე არჩევისა და გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადის ცვლილებებთან დაკავშირებით. 6. გარდამავალ პერიოდში, რეგენტთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანცლერის დამტკიცებამდე, რექტორს/რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლება აქვს კანცლერის ამ წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესრულება ბრძანებით დააკისროს კონკრეტულ პირს/პირებს. 7. ამ წესდების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს რექტორის არჩევნების გამოცხადება და ჩატარების ორგანიზება.     მუხლი 34🔗. ძალაში შესვლა ეს წესდება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.