„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№693
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016147
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/08/2012

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №693

2012 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1 .  ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის  №560 ბრძანებ აში (სსმ III, 2007წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. ოფიცერთა, კაპრალთა და სერჟანტთა (მიჩმანთა), ასევე საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფ რიგითთა შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ნამსახურები კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის ან სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ნამსახურობისათვის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურობისა) ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი (წელთა ნამსახურობის) ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე – 20%;

დ) 10-დან 15 წლამდე – 25%;

ე) 15-დან 20 წლამდე – 30%;

ვ) 20-დან 25 წლამდე – 35%;

ზ) 25-დან 30 წლამდე – 40%;

თ) 30 წელი და მეტი – 45%.

შენიშვნა:

სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურობასთან დაკავშირებით ბრძანების მე-10  პუნქტით დადგენილი გამონაკლისი არ ვრცელდება სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდზე.”

მუხლი 2. ეს ბრძანება გარდა პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3. ამ  ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ივნისიდან, ამასთან,აღნიშნული მუხლი,აგრეთვე გავრცელდეს2012 წლის 1 ივნისამდე სამხედრო მო სამსახურ ეების მიერ სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდზე ფაქტობრივად მიღებულ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატ ებზე.

დ . შაშკინი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.08.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.08.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №693. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.22.026.016147.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №693, 16.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016147 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1727371/