მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.08.2012
ძალის დაკარგვა 07.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №98
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016030
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | სახელი |
| 2 | გვარი |
| 3 | მამის სახელი |
| 4 | წარმოშობის ქვეყანა |
| 5 | განთავსების ბლოკის ნომერი |
| 6 | ოთახის ნომერი |
| 7 | განთავსების მიმართვის ნომერი |
| 8 | ცენტრის თანამშრომლის ხელმოწერა |
| 9 | თარიღი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.02.2017
- მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.04.2014
დოკუმენტის ტექსტი
მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListContinue5, li.MsoListContinue5, div.MsoListContinue5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:1.25in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.saxexmlChar { font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 49.5pt .5in 49.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №98
2012 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
მიმღებ ცენტრში
განთავსების,
ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების
წესის დამტკიცების შესახებ
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მიმღებ ცენტრში
განთავსების,
ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების თანდართული
წესი.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ
. ხომერიკი
მიმღებ ცენტრში
განთავსების,
ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების
წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1
. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)
მიერ გამოყოფილ თავშესაფრის მაძიებელ პირთა მიმღებ ცენტრში (შემდგომში – მიმღები ცენტრი) თავშესაფრის მაძიებელ
თა დროებითი განთავსებისა და ცხოვრების წესს, აგრეთვე მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
2
. საქართველოში თავშესაფრის
მაძიებელ პირებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც სცილდება ამ წესის ფარგლებს, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2🔗. თავშესაფრის მაძიებელ პირთა მიმღები ცენტრი
1. მიმღები ცენტრი
წარმოადგენს სამინისტროს მიერ თავშესაფრის
მაძიებელთათვის
გამოყოფილ დროებითი განთავსების ადგილს
.
2
. მიმღებ ცენტრში გამოიყოფა
საცხოვრებელი
ფართი
ერთი პირის ან ერთი ოჯახისათვის. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მიმღებ ცენტრში შესაძლებელია თავშესაფრის
მაძიებელთა კოლექტიური
განთავსებაც
.
3
. მიმღებ ცენტრში
პირის განთავსების ვადა დამოკიდებულია მისი საქმის განხილვასთან დაკავშირებული პროცედურების ხანგრძლივობაზე.
4. მიმღებ ცენტრში განთავსდებიან თავშესაფრის მაძიებლები.
მუხლი 3🔗. მიმღებ ცენტრში განთავსება
1. თავშესაფრის მაძიებელს
, რომელიც „
ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების
შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი)
მე-2 და მე-4
მუხლების
თანახმად მიმართავს
სამინისტროს
და წარადგენს შესაბამის მოთხოვნას, ეძლევა მიმართვა დროებითი განთავსების
თაობაზე.
2. მიმღებ ცენტრში განთავსების
თაობაზე მიმართვი
ს ტექსტს
ადგენს სამინისტრო.
3. მიმღებ ცენტრში განთავსების მიზნით
სამინისტრო უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის
ერთჯერად უფასო მგზავრობასა და ბარგის გადატანას.
4. თავშესაფრის მაძიებელი
ვალდებულია მიმღებ ცენტრში განთავსების
შესახებ მიმართვის მიღებიდან 15 დღის ვადაში გაემგზავროს მითითებულ ადგილზე
.
5
. თავშესაფრის მაძიებელი
პირი ვალდებულია ცენტრის ადმინისტრაციას
წარუ
დგინოს შესაბამისი მიმართვა.
6
. მიმღებ ცენტრში განთავსებისთანავე პირი ვალდებულია
ცენტრის ადმინისტრაციას ჩააბაროს მის საკუთრებაში/
მფლობელობაში არსებული
ფოტო და ვიდეოაპარატურა
, გადამღები სისტემით აღჭურვილი
მობილური ტელეფონი და
კომპიუტერული ტექნიკა. აღნიშნულზე
დგება შესაბამისი აქტი, ნივთების მდგომარეობის მითითებით. აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს/მფლობელს, ხოლო მეორე ინახება მიმღები ცენტრის ადმინისტრაციაში. ჩაბარებული ნივთები პირს/მფლობელს უბრუნდება ცენტრის საბოლოო დატოვების დროს.
7. მიმღებ ცენტრში ყოველი შესვლისას თავშესაფრის მაძიებელი პირი და მისი ბარგი ექვემდებარება შემოწმებას იარაღის, ალკოჰოლური სასმელის, ნარკოტიკული საშუალებების და სხვა აკრძალული ნივთების/ნივთიერებების გამოსავლენად. პირის შემოწმებას ახორციელებს მიმღები ცენტრის იგივე სქესის თანამშრომელი.
8.პირის განთავსების მიზნით, ცენტრის თანამშრომელი ავსებს ამ წესის დანართით განსაზღვრულ ფორმას.
9. ინფექციური ან სხვა სახის დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმღები ცენტრის ადმინისტრაციას უფლება აქვს პირი დროებით განათავსოს განცალკევებულ ოთახში სამედიცინო შემოწმების შედეგების მიღებამდე.
10. თავშესაფრის მაძიებელთა ოჯახის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით, მიმღები ცენტრის ადმინისტრაცია შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა ერთ საცხოვრებელ ფართში განთავსებას.
11. თავშესაფრის მაძიებელს არ აქვს უფლება თვითნებურად შეცვალოს მისთვის გამოყოფილი ოთახი. ადგილის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ცენტრის ადმინისტრაციის თანხმობით.
12. თავშესაფრის მაძიებელს სარგებლობის მიზნით მიმღებ ცენტრში გადაეცემა პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთები. პირს მიმართვის საფუძველზე უფლება აქვს მოითხოვოს ნივთების განახლება მათი დაზიანების, დაკარგვის ან ბუნებრივი ცვეთის გამო.
13. მიმღებ ცენტრში პირი ცხოვრობს მისივე სქესის სხვა თავშესაფრის მაძიებელთან (მაძიებლებთან) ერთად, არსებულ საცხოვრებელ ფართში. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე.
14. თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიმღები ცენტრის ან იქ განთავსებული ქონების დაზიანების შემთხვევაში, მას ზარალის ანაზღაურება დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან განიხილება მისი მიმღებ ცენტრში შემდგომი განთავსების ან დროებითი განთავსების სხვა ადგილზე გადაყვანის საკითხი.
მუხლი 4🔗. მიმღები ცენტრის ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები:
1. მიმღები ცენტრის ადმინისტრაცია უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, მისი ნივთებისა და ბარგის შემოწმება;
ბ) განსაზღვროს საერთო ფართითა და არსებული სერვისებით სარგებლობის გრაფიკი;
გ) თავშესაფრის მაძიებლისაგან მოითხოვოს განთავსების ოთახისა და ადგილის შეცვლა საჭიროებისამებრ;
დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეამოწმოს თავშესაფრის მაძიებლის ოთახი;
ე) იშუამდგომლოს სამინისტროსთან თავშესაფრის მაძიებლის მიმღები ცენტრიდან გასახლების თაობაზე;
ვ) აწარმოოს მიმღები ცენტრის ვიდეო მონიტორინგი, გარდა თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებელი ოთახებისა;
ზ) თავშესაფრის მაძიებელთაგან მოითხოვოს მოცემული წესის დაცვა.
2. მიმღები ცენტრის ადმინისტრაცია ვალდებულია:
ა) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე განათავსოს თავშესაფრის მაძიებელი მიმღებ ცენტრში;
ბ) იზრუნოს წინამდებარე განთავსების წესების განუხრელ დაცვაზე;
გ) პატივისცემით მოექცეს ცენტრში განთავსებულ პირებს და დაიცვას მათი უფლებები დისკრიმინაციის გარეშე;
დ) დაიცვას მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთა პირადი მონაცემების კონფიდენციალობა;
ე) პატივი სცეს ცენტრში განთავსებულ პირთა პირადი ცხოვრების უფლებას;
ვ) სამინისტროს თანხმობის გარეშე არ დაუშვას მიმღები ცენტრის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა;
ზ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 5🔗. მიმღებ ცენტრში ქცევისა და ცენტრიდან გასვლის წესები
1. მიმღებ ცენტრში მცხოვრებ თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს თავისუფლად გავიდეს და შევიდეს ცენტრში 07.00 სთ-დან 23.00 სთ-მდე.
2. მიმღები ცენტრის 24 საათზე მეტი დროით დატოვების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია წინასწარ აცნობოს ადმინისტრაციას გასვლის მიზნისა და სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ.
3. თავშესაფრის მაძიებელმა არ უნდა დატოვოს ცენტრი თვეში 5 დღეზე მეტი ვადით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (ავადმყოფობა, დაკავება და მისგან დამოუკიდებელი სხვა სარწმუნო მიზეზები).
4. მიმღებ ცენტრში ნებადართულია სტუმრის მიღება 10-დან 19 საათამდე პერიოდში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ოთახში. მიმღებ ცენტრში ვიზიტისას სტუმარი ვალდებულია რეგისტრაციის მიზნით, ადმინისტრაციას წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი ან პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა).
5. მიმღებ ცენტრში განთავსებულ თავშესაფრის მაძიებელს ეკრძალება სხვის საცხოვრებელ ფართში შესვლა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როგორიცაა გადაუდებელი პირველადი დახმარების აღმოჩენა.
6. მიმღებ ცენტრში დაუშვებელია ნარკოტიკული, ფსიქოტროპული (გარდა ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატებისა), ალკოჰოლური სასმელების, ფეთქებადი და ადვილად აალებადი ნივთიერებების, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ან ისეთი ნივთების შეტანა/გამოყენება, რომელთაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
7. მიმღებ ცენტრში დაუშვებელია პირის მიერ ელექტრო და გაზგამათბობელი საშუალებების შეტანა, ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე.
8. მიმღებ ცენტრში ჰიგიენური მიზეზების გამო, დაუშვებელია სამზარეულოდან საკვების წაღება და კვება ოთახებში. გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს 3 წლამდე ბავშვთა და ავადმყოფთა კვება.
9. მიმღებ ცენტრში ღამის 23.00 სთ-დან დილის 07.00 სთ-მდე დაუშვებელია ტელე, ვიდეო და აუდიო აპარატურით სარგებლობა, ხმაური და ხმამაღალი საუბარი.
10. მიმღები ცენტრის ადმინისტრაციას უფლება აქვს შეუზღუდოს განთავსებულ თავშესაფრის მაძიებელს (მაძიებლებს) საერთო ფართით სარგებლობის უფლება გარკვეულ საათებში, თუ მათი იქ ყოფნა დროს იმ მონაკვეთში ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას.
11. მიმღებ ცენტრში საერთო სარგებლობის ოთახებითა და სერვისებით სარგებლობის მოწესრიგების მიზნით, ადმინისტრაციამ შეიძლება დააწესოს შესაბამისი გრაფიკი, რომლის დაცვა მიმღებ ცენტრში განთავსებული თავშესაფრის მაძიებელთათვის სავალდებულოა.
12. მიმღებ ცენტრში აკრძალულია ფოტო/ვიდეო/კინო გადაღება, გარდა სამსახურებრივი და უსაფრთხოების მიზნებისა.
მუხლი 6🔗. მიმღებ ცენტრში განთავსებულ თავშესაფრის მაძიებლთა უფლება-მოვალეობები
1. თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) უფასოდ იცხოვროს მიმღებ ცენტრში;
ბ) მოითხოვოს მისი უსაფრთხოებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) ისარგებლოს მიმღებ ცენტრში არსებული მომსახურებით და ინვენტარით;
დ) საჭიროების შემთხვევაში, შეუზღუდავად მიმართოს ცენტრის ადმინისტრაციას;
ე) შეუზღუდავად დაუკავშირდეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს და საქართველოს გაეროს ასოციაციას;
ვ) ცენტრის ადმინისტრაციის ქმედება და გადაწყვეტილება გაასაჩივროს სამინისტროში;
ზ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით;
თ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებიდან 3 თვის განმავლობაში იცხოვროს მიმღებ ცენტრში.
2. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) მიმღებ ცენტრში განთავსებისას გაეცნოს ამ წესებს მისთვის გასაგებ ენაზე და აღნიშნული დაადასტუროს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმა განიხილება განთავსების უფლებაზე უარის განცხადებად;
გ) შეასრულოს ცენტრის ადმინისტრაციის კანონიერი მითითებები;
დ) გაუფრთხილდეს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს. ეკონომიურად მოიხმაროს წყალი ელექტროენერგია და გაზი. პატივი სცეს მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთა უფლებებს;
ე) მიმღები ცენტრის ადმინისტრაციას კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში, მისცეს მას საცხოვრებელი ფართის და პირადი ნივთების შემოწმების საშუალება;
ვ) კონფლიქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მიმღები ცენტრის ადმინისტრაციას;
ზ) მიმღები ცენტრის დატოვებისას გადაცემული ნივთები დაუბრუნოს ცენტრის ადმინისტრაციას;
თ) უზრუნველყოს პირადი ჰიგიენის, ასევე მისი საცხოვრებელი ოთახისა და საერთო სარგებლობის ფართში სისუფთავის დაცვა;
ი) არ მიატოვოს საკუთარი მცირეწლოვანი შვილები მეთვალყურეობის გარეშე;
კ) მონაწილეობა მიიღოს ცენტრის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მიზნით ორგანიზებულ სამუშაოებში;
ლ) მიმღები ცენტრის ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად, გაიაროს სამედიცინო შემოწმება ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში;
მ) სამინისტროს მიერ დროებითი განთავსების სხვა ადგილის შეთავაზების შემთხვევაში, გადავიდეს მითითებულ მისამართზე.
მუხლი 7🔗. მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება
1. თავშესაფრის მაძიებელ პირს მიმღებ ცენტრში განთავსების უფლება უწყდება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.
2. პირი ვალდებულია განთავსების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი.
3
. პირს, განთავსების
უფლება შეიძლება შეუწყდეს ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნათა
არაერთჯერადი დარღვევის გამო.
4
. პირის განთავსების უფლების შეწყვეტის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციის და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მიერ, ცენტრის ადმინისტრაციის
მიმართ
ვის საფუძველზე.
5
. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განთავსების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში,
პირი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 5
დღის ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი
.
დანართი
თავშესაფრის მაძიებელი პირის განთავსების ბარათი
№
1
სახელი
2
გვარი
3
მამის სახელი
4
წარმოშობის ქვეყანა
5
განთავსების ბლოკის ნომერი
6
ოთახის ნომერი
7
განთავსების მიმართვის ნომერი
8
ცენტრის თანამშრომლის ხელმოწერა
9
თარიღი