ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №99
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016031
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2012
matsne.gov.ge 852 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 56.75pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №99 2012 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ  „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველწლიური რეგისტრაციის წესი დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დ. ხომერიკი დანართი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური რეგისტრაციის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური რეგისტრაცია ხორციელდება, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მონაცემთა ბაზებში სტატისტიკური მონაცემების სიზუსტისა და ნამდვილობის დადგენის მიზნით. ასევე, მისი მიზანია, ცალკეული მონაცემების (მათ შორის: შობადობა, სიკვდილიანობა, ქორწინება/განქორწინება, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა გამოვლენა, ასევე საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირთა მიმართ დაცვის ახალი მეთოდების საჭიროების და რისკების იდენტიფიცირება) შეგროვება და განახლება.     მუხლი 2🔗. რეგისტრაციის განხორციელება 1. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველწლიურ რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო). 2. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური რეგისტრაციის ჩატარების მიზნით, რეგისტრაციის პროცედურის დაწყებამდე ორი თვით ადრე, რეგისტრაციის პროცესის მომზადების და ორგანიზებისათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით იქმნება რეგისტრაციის სამუშაო ჯგუფი. 3. რეგისტრაციის ჩატარების ადგილი, ვადები, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 4. თუ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ხანდაზმულობის ან მძიმე ავადმყოფობის გამო პირადად ვერ გამოცხადდება რეგისტრაციის ადგილზე, სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან ასეთი პირი გაატარონ რეგისტრაციაში მის საცხოვრებელ ან რეგისტრაციის პერიოდისათვის არსებულ ადგილას.     მუხლი 3🔗. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ვალდებულება 1. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ვალდებულია გაიაროს ყოველწლიური რეგისტრაცია. 2. ყოველწლიური რეგისტრაციის გასავლელად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი წინასწარ გამოცხადებულ (მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით) ვადებში უნდა მივიდეს სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შერჩეულ ადგილას. 3. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ვალდებულია რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს დროებითი ბინადრობის მოწმობა. 4. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, რომელიც სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვადაში ვერ გაივლის ყოველწლიურ რეგისტრაციას საპატიო მიზეზით, ვალდებულია რეგისტრაცის მიზნით გამოცხადდეს სამინისტროში, რეგისტრაციის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.     მუხლი 4🔗. რეგისტრაციის შედეგები 1. რეგისტრაციის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში სამმართველომ უნდა მოამზადოს ანგარიში რეგისტრაციის შედეგების შესახებ. სამმართველო ასევე ვალდებულია შეადგინოს იმ პირთა სია, რომლებმაც ვერ გაიარეს რეგისტრაცია დადგენილ ვადებში. 2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყოველწლიური რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხევაში, სამმართველო იღებს გადაწყვეტილებას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შესახებ ცნობების მოძიების თაობაზე. 3. ყოველწლიური რეგისტრაციის გაუვლელობა, ასევე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ 3 თვის განმავლობაში სამინისტროში არგამოცხადება და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის წარუდგენლობა, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გამოიწვევს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიმართ სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების მოქმედების შეჩერებას.