⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.02.2017)

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2012
ძალის დაკარგვა 01.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №100
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,575 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2012 მიღება
01.02.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:normal;} h4 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:normal;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } span.FooterChar { } span.HeaderChar { } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.CommentTextChar { } span.PlainTextChar { } span.BalloonTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.Heading2Char { } span.Heading4Char { } span.BodyTextChar { } span.BodyText2Char { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.saxexmlChar { font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 31.5pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №100 2012 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურა დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008  წლის 27 ოქტომბრის №117, „ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის №576 და „ლტოლვილის მოწმობის ფორმის და ლტოლვილის მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 3 ოქტომბრის №570 ბრძანებები. 4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დ. ხომერიკი დანართი №1 ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დებულება განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებელ პირთა რეგისტრაციის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის და გაუქმების წესს, აგრეთვე მათ უფლებებსა და მოვალეობებს. 2. საქართველოში ლტოლვილის სტატუსი პირს შეიძლება მიენიჭოს „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობისას. 3. საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი პირს შეიძლება მიენიჭოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობისას. 4. საქართველო ხელს უწყობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ოჯახის ერთიანობის შენარჩუნების პრინციპს. 5. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ოჯახის წევრებად ითვლებიან: ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მეუღლე, 18 წლამდე შვილი, სრულწლოვანი ქმედუუნარო შვილი, ქმედუუნარო ან ხანდაზმული (საპენსიო ასაკის) მშობელი ან მეურვეობის/მზურნველობის ქვეშ მყოფი სხვა პირი. 6. თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც სცილდება ამ დებულების ფარგლებს, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 2🔗. თავშესაფრის მინიჭების შესახებ მიმართვის წესი 1. თავშესაფრის მაძიებელი პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო). 2.  თავშესაფრის მაძიებელი ოჯახის  შემთხვევაში, სამინისტროს განცხადებით მიმართავს ოჯახის ის სრულწლოვანი წევრი, რომელსაც გააჩნია თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი. 3. საქართველოში სრულწლოვან პირთან ერთად შემოსული არასრულწლოვანი ოჯახის წევრის შესახებ მონაცემები შეიტანება ერთ-ერთი მშობლის განცხადებაში, ხოლო მშობლების არყოფნის შემთხვევაში – მეურვის/მზრუნველის, ერთ-ერთი სრულწლოვანი ოჯახის წევრის ან სხვა ნათესავის განცხადებაში. 4. თუ არასრულწლოვანი საქართველოში მარტო შემოვიდა, მიმართვა ფიქსირდება ოქმით, ხოლო განცხადებას საქმის ყველა გარემოების და მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით შეიტანს არასრულწლოვნის მეურვე/მზრუნველი, რომელიც მას დაენიშნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტრო დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით მიმართავს შესაბამის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მზრუნველობის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანის განთავსებისა  და მეურვე/მზრუნველის დანიშვნის თაობაზე, სანამ ის საქართველოში რჩება (სრულწლოვანობამდე). 5. განცხადება მიღებულად ითვლება სამინისტროში რეგისტრაციის დღიდან. 6. განცხადებას თან ერთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ის საბუთები (არსებობის შემთხვევაში), რომლებიც ადასტურებენ პირის მოთხოვნის საფუძვლიანობას. 7. სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღების წესი და განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები. 8. სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოში (შემდგომში – სამმართველო) თავშესაფრის მაძიებელ პირზე ივსება ანკეტა და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება თითის ანაბეჭდების აღება. 9. თუ თავშესაფრის მინიჭების სურვილს გამოთქვამს პირი, რომელიც კანონიერად იმყოფება საქართველოში, იგი ვალდებულია განცხადებით პირადად მიმართოს სამინისტროს. 10. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი, თუ მისი მოქალაქეობის (ან მუდმივ საცხოვრებელ) ქვეყანაში შეიცვალა გარემოებები, რომელთა გამოც მას არ შეუძლია ან არ სურს დაბრუნდეს უკან კანონის მე-2 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. 11. პირისგან დამოუკიდებელი ხელისშემშლელი ფაქტორების არარსებობის პირობებში, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთიდან 24 საათის განმავლობაში მიმართოს პირველივე სახელმწიფო ორგანოს. 12. თავშესაფრის მოთხოვნა, მიღებული ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს მიერ, ფიქსირდება წერილობითი ფორმით, რომლის ასლიც 3 დღის განმავლობაში ეგზავნება სამინისტროს და გადაეცემა პირს, რომლის თაობაზედაც შედგენილია ის.     მუხლი 3🔗. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურა 1. თავშესაფრის მაძიებელი პირის განცხადება რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში არსებითად განიხილება სამმართველოში. განცხადების არსებითად განხილვის ვადა შეიძლება გააგრძელოს სამმართველომ არა უმეტეს 3 თვისა, რის შესახებაც თავშესაფრის მაძიებელს წერილობით ეცნობება. 2. საქართველოში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის განცხადებას წინასწარ განიხილავს სამინისტრო მისი შეტანიდან 10 დღის განმავლობაში. 3. განცხადების შეტანიდან 10 დღის განმავლობაში სამმართველო ატარებს თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირებას დადგენილი კითხვარის მიხედვით. ანკეტირების თარიღის შესახებ თავშესაფრის მაძიებელს ეცნობება განცხადების შეტანის დღეს. 4. საქართველოში სრულწლოვან პირთან ერთად შემოსული არასრულწლოვანი ოჯახის წევრის შესახებ მონაცემები შეიტანება ერთ-ერთი მშობლის ანკეტაში, ხოლო მშობლების არყოფნის შემთხვევაში – მეურვის/მზრუნველის, ერთ-ერთი სრულწლოვანი ოჯახის წევრის ან სხვა ნათესავის ანკეტაში. 5. დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში გასცემს ცნობას თავშესაფრის მაძიებელსა და მისი ოჯახის წევრებზე 6 თვის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. არასრულწლოვნის ცნობა გადაეცემა მის კანონიერ წარმომადგენელს. 6. თავშესაფრის მაძიებელი პირის ცნობის მიღებისთანავე თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია   სამინისტროს ჩააბაროს მისი პირადობის დამადასტურებელი ეროვნული დოკუმენტები, რომლებიც მას უბრუნდება: ა) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში; ბ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. 7. თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციიდან 10 დღის განმავლობაში, პირი ვალდებულია გაიაროს სავალდებულო სამედიცინო შემოწმება ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში. 8. თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არის თავშესაფრის მაძიებლის და მისი ოჯახის წევრებისათვის  კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლება/მოვალეობების მინიჭების საფუძველი. 9. განცხადების რეგისტრაციიდან 5 თვის განმავლობაში სამინისტრო თავშესაფრის მაძიებელს უტარებს გასაუბრებას. გასაუბრების დანიშვნის შესახებ თავშესაფრის მაძიებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს 3 დღით ადრე, განცხადებაში მითითებულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. 10. თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ საპატიო მიზეზის გარეშე, შეტყობინების იგნორირებით გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სამინისტრო წყვეტს განცხადების განხილვას. 11. პირი გასაუბრების დროს სამმართველოს მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს კვალიფიციური თარჯიმნის მომსახურებით. თარჯიმანი ვალდებულია მკაცრად დაიცვას კონფიდენციალობა და არ გაახმაუროს განმცხადებლის პირად საქმეში დაცული ინფორმაცია. 12. შესაძლებლობის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრება უნდა ჩაუტაროს სამმართველოს იმავე სქესის წარმომადგენელმა და იგი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმავე სქესის კვალიფიციური თარჯიმნის მომსახურებით. დასაშვებია დამატებითი გასაუბრების ჩატარება თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოყვანილი ფაქტების დასაზუსტებლად. 13. ინტერვიუს, ამისთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში (სადაც არ დაიშვებიან უცხო პირები) ატარებს სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი. ინტერვიუს ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს ტელეფონით. ოთახში  არ უნდა იყოს მძიმე, ბასრი და სხვა ისეთი საგნები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლოა საფრთე შეექმნას ინტერვიუს დამსწრე პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. 14. თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრებას დამკვირვებლის სახით შეიძლება დაესწრონ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (შემდგომში – გლუკი) ან მისი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებსაც უფლება აქვთ თავშესაფრის მაძიებელს დაუსვან დამატებითი შეკითხვები და ისინი აისახება ინტერვიუში. დეპარტამენტის სპეციალური ნებართვის გარეშე სხვა პირს/ორგანიზაციას არა აქვს უფლება დაესწროს თავშესაფრის მაძიებლის გასაუბრებას. 15. გასაუბრების დაწყებამდე სამმართველოს შესაბამისი წარმომადგენელი ვალდებულია: ა) წარუდგინოს თავი გასაუბრების მონაწილეებს; ბ) თავშესაფრის მაძიებელს ჰ კითხოს ხომ არ აქვს თარჯიმნის აცილების საფუძველი; გ) განუმარტოს თავშესაფრის მაძიებელს, რომ გასაუბრების დროს მიღებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და დაუშვებელია გადაეცეს მისი წარმოშობის/მოქალაქეობის ქვეყნის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებს, მედიას ან კერძო პირებს, მისი წერილობითი თანხმობის გარეშე; დ) განუმარტოს თავშესაფრის მაძიებელს, რომ თითოეულ შეკითხვაზე გასცეს ზუსტი და ამომწურავი პასუხი და ასევე ყალბი ინფორმაციის მიწოდების, ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმისა და გაყალბებული დოკუმენტების ან საბუთების წარდგენის შედეგები. 16. თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციისა და სტატუსის განსაზღვრისას მოწოდებული ფაქტების შემოწმების, ასევე მისი წარმოშობის ქვეყანაში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, სამმართველო უფლებამოსილია მიმართოს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გარდა მისი წარმოშობის ქვეყნისა. 17. თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება 3 დღეში გადაეცემა ან ეგზავნება პირს უარის თქმის მიზეზებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის მითითებით. 18. თუ პირი არ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, იგი ვალდებულია ოჯახის წევრებთან ერთად დატოვოს საქართველო შეტყობინების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ მას ან მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ საქართველოში ყოფნის სხვა კანონიერი საფუძვლები.     მუხლი 4🔗. გადაწყვეტილების მიღება 1. საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ სამმართველო ამზადებს დასკვნას და გადაწყვეტილების პროექტს, პირისათვის თავშესაფრის მიცემის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ემყარება: ა) თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირებას; ბ) თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრებას; გ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციას და მოყვანილი ფაქტების უტყუარობას, მათი თანმიმდევრულობის და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, ასევე მისი ქცევის სანდოობის ანალიზს; დ) თავშესაფრის მაძიებლისა და მისი თანმხლები ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას; ე) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ სანდო და უახლეს ხელმისაწვდომ ინფორმაციას; ვ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნიდან გაქცევის, მესამე ქვეყნის გავლით ტრანზიტის, საქართველოში შემოსვლის და ყოფნის გარემოებათა ყოველმხრივ შესწავლის შედეგებს. 2. საქმის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად შედგენილი სამმართველოს წერილობითი დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული და  უნდა შეიცავდეს: ა) განცხადების მოკლე შინაარსს; ბ) სანდოობის, მათ შორის, განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის რეალურობის, საყოველთოდ ცნობილი ფაქტებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ სანდო ინფორმაციის შეფასებას; გ) დადგენის კრიტერიუმების შეფასებას, ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნებთან შესაბამისობასა და დასაშვებობის ცალკეულ კრიტერიუმებთნ/განმარტებებთნ ერთობლიობაში, მათ შორის საფუძვლიანი შიშის არსებობას, ობიექტურ რისკს და დევნის საფუძვლიანი შიშსა და ლტოლვილის ცნების კანონით გათალისწინებულ კრიტერიუმებს: დ) ლტოლვილის სტატუსის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო კრიტერიუმების შეფასებას; ე) გამორიცხვის კრიტერიუმების შესაძლო გამოყენების შეფასებას; ვ) რეკომენდაციას/გადაწყვეტილების პროექტს. 3. სამმართველოს დასკვნა/გადაწყვეტილება თანდართულ მასალებთან ერთად, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება დეპარტამენტის უფროსს. 4. დეპარტამენტის უფროსი განიხილავს სამმართველოს მიერ მომზადებულ დასკვნას. იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის უფროსი არ ეთანხმება დასკვნას, სამმართველოს აძლევს შესაბამის მითითებებს და ამის შემდგომ  იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლისათვის თავშესაფრის მიცემის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ. 5. თავშესაფრის მიცემაზე ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ დასკვნაზე/გადაწყვეტილების პროექტზე, ასევე საქმის დამატებითი გარემოებების გათვალისწინებით, დეპარტამენტის უფროსი წყვეტს, აკმაყოფილებს თუ არა თავშესაფრის მაძიებელი კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, დეპარტამენტი განიხილავს თავშესაფრის მაძიებლის კანონის მე-4 მუხლით დადგენილ ჰუმანიტარული სტატუსისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესატყვისობის საკითხს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლების მოთხოვნებს, დეპარტამენტის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 6. თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტების გამოყენების საკითხი განიხილება მხოლოდ  ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების განხილვის შემდგომ. 7. ლტოლვილის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს პირს, რომლის განცხადებაც  თავშესაფრის მინიჭების თაობაზე განიხილება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის ხელმომწერ სხვა სახელმწიფოში და მას შეუძლია იმ ქვეყანაში დაბრუნება და აღნიშნული პროცედურის გაგრძელება. 8. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შემთხვევაში პირზე გაიცემა დროებითი ბინადრობის მოწმობა, ხოლო  უარის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს 3 დღეში გადაეცემა ან ეგზავნება  შესაბამისი გადაწყვეტილება (ქართულად და ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე), უარის თქმის მიზეზებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის მითითებით. 9. დროებითი ბინადრობის მოწმობა ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაიცემა ჰუმანიტარული სტატუსის მოქმედების ვადით, ამასთანავე, სტატუსის გაგრძელების შემთხვევაში − განმეორებით, ხოლო ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე – 3 წლის ვადით.  10. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე (თუ ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ასეთი დოკუმენტის მოპოვება შეუძლებელია) სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლებით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის მოწმობა და სამგზავრო დოკუმენტი. 11. სამინისტროს გადაწყვეტილება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოსარჩელე სარგებლობს კანონის მე-18 და 21-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით. 12. საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია კანონით. 13. გადაწყვეტილება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების თაობაზე მიიღება კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. იგი ითვალისწინებს პირის გაფრთხილებას ასეთი პროცედურის დაწყების და პროცედურის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში გასაუბრების ჩატარების შესახებ, ასევე მისთვის მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემას. 14. ამ დებულების მე-4 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული გასაუბრების პროცედურა არ ვრცელდება კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. 15. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ვრცელდება ასევე პირის ოჯახის წევრებზე, რომლებმაც კანონის მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე მიიღეს ეს სტატუსი. 16. თუ პირი არ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების შესახებ, ან თუ პირს არ აქვს საქართველოში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლები, იგი ვალდებულია ოჯახის წევრებთან ერთად დატოვოს საქართველო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში.     მუხლი 5🔗. ოჯახის გაერთიანება 1. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს ოჯახის გაერთიანების მიზნით განცხადებით მიმართოს სამინისტროს. 2. განცხადება განიხილება სამმართველოში, რომელიც ამზადებს დასკვნას ოჯახის გაერთიანების მიზანშეწონილობის თაობაზე განმცხადებელთან ჩატარებული გასაუბრებისა და კანონის მე-7 მუხლის  საფუძველზე. 3. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირს მიეცემა ოჯახის გაერთიანების უფლება აღნიშნულის თაობაზე განცხადების შეტანიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის შემთხვევაში  იმ პირობით, რომ სტატუსის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ოჯახის გაერთიანება და ეს სხვა ქვეყანაშიც შეუძლებელია. 4. ოჯახის გაერთიანების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამინისტრო დახმარების მიზნით მიმართავს კანონით გათვალისწინებულ უწყებებს. 5. თუ სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას ოჯახის გაერთიანების თაობაზე უარის თქმის თაობაზე, იგი 3 დღის ვადაში ეგზავნება განმცხადებელს უარის თქმის მიზეზებისა და გასაჩივრების კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მითითებით.     მუხლი 6🔗. ქვეყანაში მასობრივი შემოსვლის დროს თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის *Prima facie პრინციპით, ლტოლვილის  ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება და რეგისტრაცია 1. კანონის მე-2 და მე-4 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირთა მასობრივი შემოსვლის დროს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, სამინისტრო მათთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მათი წარმოშობის ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე Prima facie პრინციპით შემოსული პირების ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს განსაზღვრავს და რეგისტრაციაში ატარებს სამინისტროში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი კომისია. თუ საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტის უქონლობის გამო გართულდა ან შეუძლებელია კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტა, მისი მოპოვების მიზნით კომისიას უფლება აქვს მიმართოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებსა და უწყებებს, აგრეთვე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს ამ უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრთა კომისიაში საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. 4. თავშესაფრის მაძიებელ პირთა Prima facie პრინციპით ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის ვადაა ერთი თვე. საჭიროების შემთხვევაში, ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არა უმეტეს 2 თვისა. 5. თავშესაფრის მაძიებელი პირის სტატუსის განსაზღვრისა და რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს მის მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი საბუთი და მასთან გასაუბრება. პირადობის დამადასტურებელი საბუთის არარსებობის, ან წარმოდგენილი საბუთების ნამდვილობაში ეჭვის არსებობისას პიროვნების ვინაობის დადგენას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისია. 6. ამ მუხლის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელმა სრულწლოვანმა პირებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პასპორტი, რომლითაც დასტურდება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან მისი არქონის შემთხვევაში – წარმოშობის ქვეყნის ტერიტორიაზე სათანადო ორგანოს მიერ გაცემული მისი შემცვლელი დოკუმენტი (პირადობის დროებითი მოწმობა, სამხედრო ბილეთი, მართვის მოწმობა). 7. ამ მუხლის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელ 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე წარმოდგენილი უნდა იყოს დაბადების მოწმობა. 8. ამ მუხლის შესაბამისად თავშესაფრის მაძიებელი ის პირი, რომელიც სრულწლოვანი გახდა საქართველოში, პასპორტის არქონის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, რეგისტრაციას გაივლის დაბადების მოწმობით. ●  დანართი № 2 იხილეთ თანდართული რედაქციით.