პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.08.2012
ძალის დაკარგვა 10.05.2016
გამომცემი ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
ნომერი №142/37
სარეგისტრაციო კოდი 010320010.58.070.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,755 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.08.2012 მიღება
10.05.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
ამორტიზირებული ძირითადი აქტივები სრულად გაცვეთილი (ამორტიზირებული) ძირითადი აქტივები მათ ჩამოწერამდე. მათი აღრიცხვა უნდა მოხდეს პირვანდელ ანუ ისტორიული ღირებულებით
ანგარიშვალდებული პირების მიმართ სხვა მოთხოვნები (1423) ანგარიშვალდებული პირების მიმართ ყველა სხვა მოთხოვნა, რომელიც არ აისახება ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნების სხვა ანგარიშებზე
არაფინანსური აქტივების ზრდა ძირითადი აქტივების, არაწარმოებული აქტივების, ფასეულობების და მატერიალური მარაგების შესაძენად განხორციელებული გადახდები
არაწარმოებული აქტივები მიწა და სხვა არაწარმოებული აქტივები
გადასახდელი პროცენტები (3243) მიღებულ სესხებზე დარიცხული გადასახდელი პროცენტები
გადასახდელი საწევროები და ერთჯერადი შენატანები (3245) ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად გადასახდელი საწევროები და გაწევრიანებისთვის სავალდებულო ერთჯერადი შენატანები
გადასახდელი შრომის ანაზღაურება (3231) დამქირავებლის მიერ მომუშავეებისათვის შრომისათვის ასანაზღაურებელი კომპენსაცია (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია და სხვა)
გადახდილი დღგ (1431) საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა
ფონდები (5220) გასულ წლების ფაქტობრივი შემოსავლების და ხარჯების წმინდა შედეგი, აგრეთვე საანგარიშო პერიოდის წმინდა შედეგის თანხა, რომელიც დარჩა გაუნაწილებელი.
დამქირავებლის მიერ ფულადი და სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით ვალდებულებები (3236) მომუშავეებისათვის სოციალური დახმარებების გადახდაზე წარმოქმნილი ვალდებულებები
დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობისათვის გაწეული ხარჯები ყველა სახის ხარჯი, რომელიც გაწეულია სამეწარმეო საქმიანობისთვის
დაუფარავი დეფიციტი (5230) გასული წლებისა და საანგარიშო პერიოდის ზარალის თანხები
ვალდებულებები მივლინებით (3234) მივლინებებთან დაკავშირებით ორგანიზაციის დავალიანებები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ მივლინებული პირების წინაშე
ვადაგადაცილებული დავალიანებები საანგარიშო წლის წინა პერიოდებში წარმოქმნილი და დაუფარავი ყველა სახის კრედიტორული დავალიანება
ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან (3210) საქონლის, მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების და სხვა აქტივების, ასევე სამუშაოებისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:8.0pt; } p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; line-height:normal; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.CommentTextChar {} span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar {} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 56.9pt 45.0pt 56.9pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო აუდიტის სამსახური გენერალური აუდიტორის ბრძანება №142/37 2012 წლის 17 აგვისტო პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებ ის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 32​1 და 32​2 მუხლების, 34​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 57-ე მუხლის მე-7 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დამტკიცდეს ფინანსური ანგარიშის ფორმები და მათი შევსების წესი თანდართული დანართის შესაბამისად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 23 იანვრის №10/37 ბრძანება. 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლ. თორდია პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსების წესი     მუხლი 1🔗.ზოგადი დებულებანი პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსების წესი (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისი ფინანსური ანგარიშის ფორმების შევსების წესს.     მუხლი 2🔗. წლიური საფინანსო დეკლარაცია 1. წლიური საფინანსო დეკლარაცია მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) საწევრო შენატანები და შემოწირულებები – ფორმა №1; ბ) შემოსავლები, საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა – ფორმა №2; გ) საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლები – ფორმა №3; დ) ხარჯები (საარჩევნო კამპანიის ფონდის და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებული სახსრების ხარჯების გარდა) – ფორმა №4; ე) სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №4.1; ვ) ხელფასები და პრემიები – ფორმა №4.2; ზ) მივლინებები – ფორმა №4.3; თ) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (ხელფასის და პრემიის გარდა) – ფორმა №4.4; ი) საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები – ფორმა №5; კ) სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №5.1; ლ) სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან“ მიღებული სახსრებით გაწეული ხარჯები – ფორმა №6; მ) სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან“ მიღებული სახსრებით გაწეული სხვა ხარჯების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №6.1; ნ) საბალანსო ანგარიშგება – ფორმა №7; ო) საბანკო ანგარიშები – ფორმა №8; პ) ნაღდი ფულით განხორციელებულ სალაროს ოპერაციათა რეესტრი – ფორმა №8.1; ჟ) არაფინანსური აქტივები – ფორმა №9; რ) შენობა-ნაგებობების რეესტრი – ფორმა №9.1; ს) სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №9.2; ტ) მოხალისეთა აქტივობების რეესტრი – ფორმა №9.3; უ) იჯარით/ქირით აღებული უძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №9.4; ფ) იჯარით/ქირით აღებული სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №9.5; ქ) იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №9.6; ღ) ვალდებულებების რეესტრი – ფორმა №9.7; ყ) საარჩევნო პერიოდში აღებული სესხი/კრედიტი – ფორმა №9.7.1. 2. ძირითად აქტივებს ცვეთა ერიცხება წლის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის, განურჩევლად იმისა, საანგარიშგებო წლის რომელ თვეშია ისინი შეძენილი. ცვეთის დარიცხვა წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ხდება თანაბრად სასარგებლო მომსახურების ვადის პროპორციულად.     მუხლი 3🔗. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 1. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში მოიცავს ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფორმებს, გარდა №2, №4, №6 და №6.1 ფორმებისა. 2. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის შედგენისას ფორმა №2 დამატებით ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება, მათ შორის, სსიპ ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან“ მიღებული სახსრები ანგარიშვალდებული პირის მოთხოვნის შესაბამისად ჩაირიცხება იმ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მისი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს არ წარმოადგენს. 3. საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ანგარიშში აისახება შესაბამისი ინფორმაცია არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის მდგომარეობით. 4. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარედგინება: ა) არჩევნების დანიშვნის დღიდან სამ კვირაში ერთხელ; ბ) არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 1 თვისა; გ) კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 8 დღისა იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, რომელიც წინასწარი მონაცემებით, მიიღებს საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას. ეს სუბიექტი ასევე ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს სრული ინფორმაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდის მდგომარეობით. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, ს აჭიროების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მი ს ფინანსებთან დაკავშირებით.     მუხლი 4🔗. დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის ფინანსური ანგარიში 1. დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის ფინანსური ანგარიში მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) შემოწირულებები – ფორმა №1; ბ) საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლები – ფორმა №3; გ) ხელფასები და პრემიები – ფორმა №4.2; დ) მივლინებები – ფორმა №4.3; ე) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (ხელფასის და პრემიის გარდა) – ფორმა №4.4; ვ) საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები – ფორმა №5; ზ) სხვადასხვა ხარჯების და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №5.1; თ) საბალანსო ანგარიშგება – ფორმა №7; ი) საბანკო ანგარიში – ფორმა №8; კ) ნაღდი ფულით განხორციელებულ სალაროს ოპერაციათა რეესტრი – ფორმა №8.1; ლ) შენობა-ნაგებობების რეესტრი – ფორმა №9.1; მ) სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №9.2; ნ) მოხალისეთა აქტივობების რეესტრი – ფორმა №9.3; ო) იჯარით/ქირით აღებული უძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №9.4; პ) იჯარით/ქირით აღებული სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №9.5; ჟ) იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №9.6; რ) ვალდებულებების რეესტრი – ფორმა №9.7. 2. დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის ფინანსური ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა განისაზღვრება ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. ანგარიში შემოწირულების/საწევრო შენატანის შესახებ 1. შემოწირულების/საწევრო შენატანის შესახებ ანგარიში მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) ფულადი შემოწირულებები – ფორმა №10; ბ) არაფულადი შემოწირულებები – ფორმა №11; გ ) საჯარო ღონისძიებებთან დაკავშირებული შემოწირულებები – ფორმა №13;  დ) ფულადი საწევრო შენატანები – ფორმა №14. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეავსოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ფორმა იმის მიხედვით, თუ რა კატეგორიის შემოწირულება მიიღო.     მუხლი 6🔗. ზოგადი მითითებები ფინანსური ანგარიშის ფორმების ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ამ წესით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშის ფორმების ტექნიკურად სწორად შესავსებად გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი წესები: ა) ფორმების ელექტრონულ ვერსიაში ფერადი ფონის მქონე გრაფა არ ივსება. აღნიშნული მონიშვნა მიუთითებს, რომ მასში შეტანილია ფორმულა და სხვა გრაფების შევსების შემთხვევაში ეს გრაფა ავტომატურად შეივსება; ბ) სიმბოლო – „ * “ ნიშნავს, რომ ფორმის ბოლოს მითითებულია ამ სვეტის სწორად შევსების წესი; გ) იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშვალდებულ პირს რაიმე სახის ტრანზაქცია, საქმიანობა ან ოპერაცია არ განუხორციელებია, შესაბამისი მონაცემის გრაფა უნდა დარჩეს ცარიელი; დ) შენიშვნების გრაფა ივსება გაუთვალისწინებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში; ე) ბანკების დასახელების შევსება ხდება იმავე გრაფაში არსებული ჩამონათვალიდან; ვ) იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფორმის სტრიქონების რაოდენობა არ არის საკმარისი არსებული ინფორმაციის შესავსებად, ელექტრონულ ფორმატში მთლიანად უნდა გამრავლდეს ცხრილის ბოლო სტრიქონი და ამ წესით გაიზარდოს სტრიქონების რაოდენობა. აღნიშნული უზრუნველყოფს ფორმატის დაცვას და ფორმულების სწორად ფუნქციონირებას.     მუხლი 7🔗. ფინანსური ანგარიშის ფორმებში გამოყენებულ ტერმინთა შინაარსის განმსაზღვრელი გლოსარიუმი ფინანსური ანგარიშის ფორმებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ამორტიზირებული ძირითადი აქტივები სრულად გაცვეთილი (ამორტიზირებული) ძირითადი აქტივები მათ ჩამოწერამდე. მათი აღრიცხვა უნდა მოხდეს პირვანდელ ანუ ისტორიული ღირებულებით ანგარიშვალდებული პირების მიმართ სხვა მოთხოვნები (1423) ანგარიშვალდებული პირების მიმართ ყველა სხვა მოთხოვნა, რომელიც არ აისახება ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნების სხვა ანგარიშებზე არაფინანსური აქტივების ზრდა ძირითადი აქტივების, არაწარმოებული აქტივების, ფასეულობების და მატერიალური მარაგების შესაძენად განხორციელებული გადახდები არაწარმოებული აქტივები მიწა და სხვა არაწარმოებული აქტივები გადასახდელი პროცენტები (3243) მიღებულ სესხებზე დარიცხული გადასახდელი პროცენტები გადასახდელი საწევროები და ერთჯერადი შენატანები (3245) ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად გადასახდელი საწევროები და გაწევრიანებისთვის სავალდებულო ერთჯერადი შენატანები გადასახდელი შრომის ანაზღაურება (3231) დამქირავებლის მიერ მომუშავეებისათვის შრომისათვის ასანაზღაურებელი კომპენსაცია (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია და სხვა) გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანებები, მათი ჩამოწერის მომენტიდან ხუთი წლის განმავლობაში, მათზე მეთვალყურეობისა და მოვალეთა ქონებრივი მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში დავალიანებათა შესაძლო ამოღების მიზნით. ამ დავალიანებების დასაფარად მიღებული თანხები ჩამოიწერება მოცემული მუხლიდან და ექვემდებარება შესაბამის ანგარიშებზე აღრიცხვას გადახდილი დღგ (1431) საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა ფონდები (5220) გასულ წლების ფაქტობრივი შემოსავლების და ხარჯების წმინდა შედეგი, აგრეთვე საანგარიშო პერიოდის წმინდა შედეგის თანხა, რომელიც დარჩა გაუნაწილებელი. დამქირავებლის მიერ ფულადი და სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით ვალდებულებები (3236) მომუშავეებისათვის სოციალური დახმარებების გადახდაზე წარმოქმნილი ვალდებულებები დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობისათვის გაწეული ხარჯები ყველა სახის ხარჯი, რომელიც გაწეულია სამეწარმეო საქმიანობისთვის დაუფარავი დეფიციტი (5230) გასული წლებისა და საანგარიშო პერიოდის ზარალის თანხები ვალდებულებები მივლინებით (3234) მივლინებებთან დაკავშირებით ორგანიზაციის დავალიანებები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ მივლინებული პირების წინაშე ვადაგადაცილებული დავალიანებები საანგარიშო წლის წინა პერიოდებში წარმოქმნილი და დაუფარავი ყველა სახის კრედიტორული დავალიანება ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან (3210) საქონლის, მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების და სხვა აქტივების, ასევე სამუშაოებისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებები ვალდებულებები წინასწარ მიღებული სხვა შემოსავლებით (3242) ქირის გარდა, ყველა სხვა ავანსად მიღებული თანხა, რომლებიც მიეკუთვნება მომავალ პერიოდს ვალდებულებების კლება საბანკო სესხების, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისგან აღებული ფინანსური ვალდებულებების დასაფარად მიმართული სახსრები კვების ხარჯები დაქირავებულთა კვებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, გარდა წარმომადგენლობითი ღონისძიებების დროს გაწეული ხარჯებისა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი (2120) სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი (საერთო და სპეციალური მოხმარების მანქანები; საოფისე, საბუღალტრო და კომპიუტერული მოწყობილობები; ელექტრომოწყობილობები; რადიო, სატელევიზიო და საკომუნიკაციო აპარატურა; სამედიცინო ხელსაწყოები; ოპტიკური ხელსაწყოები; ავეჯი; მაჯის და სხვა ტიპის საათები; მუსიკალური ინსტრუმენტები; სპორტული საქონელი და სხვა) მატერიალური მარაგები ნედლეული, მასალები, მზა პროდუქცია და სხვა მარაგის სახით არსებული საქონელი მივლინება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინების დროს მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის, დღიური ნორმის და მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები; მივლინების დროს წარმომადგენლობითი ხარჯები; ქვეყნის გარეთ მივლინებისათვის მივლინებული მუშაკის სავალდებულო დაზღვევის ხარჯები, პასპორტის ღირებულებისა და სხვა დოკუმენტების (მათ შორის, ვიზის) გაფორმებასთან, აგრეთვე მივლინებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები მისაღები დივიდენდები (1444) საწარმოების საწესდებო კაპიტალში მონაწილეობიდან მიღებული ყველა სახის შემოსავალი, მათ შორის, საწარმოთა ფასიანი ქაღალდებიდან – თამასუქებიდან, ობლიგაციებიდან და არაუზრუნველყოფილი სავალო ვალდებულებებიდან, ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციებიდან და ა.შ. მისაღები დივიდენდები მისაღები პროცენტები (1443) დეპოზიტებიდან, აქციების გარდა სხვა ფასიანი ქაღალდებიდან, პროცენტიანი ობლიგაციებიდან, სესხებიდან და დებიტორული დავალიანებებიდან მისაღები პროცენტები მისაღები საწევროები და ერთჯერადი შენატანები (1445) ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად მისაღები საწევროები და გაწევრიანებისთვის სავალდებულო ერთჯერადი შენატანები მოთხოვნები დანაკლისებით (1422) მოთხოვნები ორგანიზაციის მომუშავეთა ბრალეულობით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული მატერიალური ფასეულობის და ფულადი სახსრების დანაკლისის თანხებზე მოთხოვნები მივლინებით (1421) მომუშავეთა მივლინებებთან დაკავშირებული მოთხოვნები მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან (1410) საქონლის, მზა პროდუქციის, ნედლეულის, მასალების და სხვა აქტივების, ასევე სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდების შედეგად წარმოქმნილი მოთხოვნები მოთხოვნები სხვა წინასწარი გადახდებით (1442) მოთხოვნები, რომლებიც წარმოიქმნება სხვა წინასწარი გადახდების შედეგად ოფისის ხარჯები საკანცელარიო საქონლის შეძენა; მცირეფასიანი და ხშირ შემთხვევაში ერთწლიანი გამოყენების კომპიუტერული პროგრამების შეძენის და განახლების ხარჯი; ჟურნალ-გაზეთებისა და სპეციალური ლიტერატურის შეძენის, საოფისე მოხმარებისთვის გამიზნულ საგამომცემლო-სასტამბო ხარჯი; მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის (500 ლარამდე ღირებულების) შეძენისა და დამონტაჟების/დემონტაჟის ხარჯი; საოფისე ინვენტარის შეძენისა და დამონტაჟების ხარჯები; ოფისისთვის საჭირო სამეურნეო დანიშნულების საგნების და მასალების შეძენის ხარჯი; რეცხვის, ქიმწმენდის და სანიტარიული საგნების ხარჯები; შენობა-ნაგებობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების მიმდინარე რემონტის ხარჯები; საოფისე ტექნიკის, ინვენტარის, მანქანა-დანადგარების მოვლა-შენახვის და მიმდინარე რემონტის ხარჯები; კავშირგაბმულობის ხარჯები, როგორიცაა სატელეფონო მომსახურების, მობილური ტელეფონის, სატელევიზიო არხებით სარგებლობის, ინტერნეტით სარგებლობის, სპეციალური კავშირის და კავშირგაბმულობასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯები; კომუნალური ხარჯები; ოფისის ხარჯები, რომელიც არ არის კლასიფიცირებულისხვა დანარჩენ კატეგორიებში პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები ორგანიზაციის მიერ დროებით, პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობანი პირებისათვის ფულადი სახსრების, მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გადაცემა პირებზე გადასაცემად განკუთვნილი ფასეულობების შეძენისა და დამზადების ხარჯები; იურიდიულ და სხვა ფიზიკურ პირებზე (არადაქირავებულებზე) დახმარების ან ჩუქების სახით გადაცემული ფულადი სახსრები პირობითი ვალდებულებები ვალდებულებები, რომლებიც ძალაში შედიან მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას; მოვალეობების დადგენით, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის მესამე მხარისათვის გადახდის გარანტია- აკრედიტივების, საკრედიტო ხაზების, გაუთვალისწინებელ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის გარანტიებისსახით და სხვა ვალდებულებები პირობითი მოთხოვნები ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ძალაში შედის მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას, უფლებების დადგენით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე. მათ შორის, მოთხოვნები მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და სხვა მოთხოვნები განხილვის სტადიაში მყოფ სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით და სხვა საგადასახადო და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალებულებები (3221-3224) გადასახდელი მოგების გადასახადი, გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, გადასახდელი დღგ და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალდებულებები საკასო შემოსავალი რეალურად მიღებული ფული საკასო ხარჯი რეალურად გადახდილი ფული სამედიცინო ხარჯები მედიკამენტების და სხვა სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ინსტრუმენტებისშეძენის და სხვა სამედიცინო ხარჯები სასამართლოს ან/და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების შესაბამისად დაკავებული თანხები ან სხვა დაკავებული თანხები (3237) სასამართლო ან/და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების შესაბამისად სააღსრულებლო ფურცლის ან სხვა დოკუმენტების საფუძველზე ხელფასიდან დაკავებული თანხები ან სხვა დაკავებული თანხები საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა(არაფინანსური აქტივების წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის) დანახარჯები, რომლებიც გაიწევა კაპიტალის საკუთარი სახსრებით შექმნასთან დაკავშირებით. მათ შორის, მომუშავეთა ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და ა. შ საოპერაციო იჯარით აღებული აქტივები და მათთან დაკავშირებული დანახარჯები ის აქტივები, რომლებიც მიღებულია იჯარით სხვა ორგანიზაციებისაგან, იჯარის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ღირებულებით სატრანსპორტო საშუალებები ყველა სახის ტრანსპორტი (როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილები, სამგზავრო ავტობუსები და ა.შ.) საცნობარო მუხლები გამოიყენება დამატებითი ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, იმ მუხლების შესახებ რომლებიც მიეკუთვნება ბალანსს, მაგრამ არ აღირიცხება როგორც საბალანსო მუხლები სოციალური უზრუნველყოფა დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება: სამსახურიდან დათხოვნის კომპენსაცია, ანაზღაურება მოსამსახურის ავადმყოფობის გამო სამსახურში არყოფნის დროს და დაქირავებულზე სხვა ნებისმიერი სახით გაცემული დახმარება სასარგებლო მომსახურების ვადა სასარგებლო მომსახურების ვადა განისაზღვრება პერიოდით, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია ორგანიზაციის მიერ აქტივის გამოყენება. სხვა დანარჩენი დებიტორული დავალიანებები (1446) სხვადასხვა სახის დებიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა კონკრეტულ ანგარიშებზე, ასევე ადრე განხორციელებულ ოპერაციებში შეტანილი ცვლილებებით წარმოქმნილი მოთხოვნები სხვა დანარჩენი კრედიტორული დავალიანებები (3246) ისეთი კრედიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა კონკრეტულ ანგარიშებზე სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი ყველა სახის მანქანა-დანადგარები და ინვენტარი, გარდა სატრანსპორტო საშუალებებისა. ასევე, საერთო და სპეციალური მოხმარების მანქანები, საოფისე, საბუღალტრო და კომპიუტერული მოწყობილობები და სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი სხვა საგადასახადო აქტივი (1433) ბიუჯეტის მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნები ზედმეტად და შეცდომით გადახდილ გადასახადებზე, ასევე სხვა წინასწარ გადახდილ გადასახადებზე (დამატებული ღირებულების გადასახადისა და მოგების გადასახადის გარდა) ტრანსპორტის და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯები, ტრანსპორტის მიმდინარე რემონტის ხარჯები, და ტრანსპორტის დაქირავების (გადაზიდვა-გადაყვანის) ხარჯები ფასეულობები წარმოებული საქონელი, რომელსაც გააჩნია მნიშნველოვანი ღირებულება, შეძენილია და ინახება როგორც დაგროვების საშუალება და არ გამოიყენება წარმოების ან მოხმარების მიზნით (ძვირფასი ქვები და ლითონები, მათგან დამზადებული მაღალი ღირებულების საიუველირო ნაწარმი, კოლექციები და სხვა ფასეულობები, ნახატები, ქანდაკებები და სხვა, რაც ხელოვნების ნიმუშად ან ანტიკვარიატადაა აღიარებული) ფაქტობრივი შემოსავალი ბუღალტრულად აღიარებული ანუ დარიცხული შემოსავალი, მიუხედავად იმისა ფული რეალურად არის მიღებული თუ არა ფაქტობრივი ხარჯი ბუღალტრულადაღიარებული, ანუდარიცხული ხარჯი, მიუხედავად იმისა ფული გადახდილია თუ არა ფინანსური აქტივები (1110-1300) ნაღდი ფული სალაროში, ბანკებში გახსნილ საანგარიშსწორებო, სადეპოზიტო და სხვა სახის ანგარიშებზე რიცხული თანხები, ასევე სხვა ფინანსური აქტივები (გაცემული სესხები, შეძენილი ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები) ფინანსური აქტივების ზრდა ბანკებში ვადიან დეპოზიტებზე განსათავსებლად, იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე სესხების გასაცემად, ფასიანი ქაღალდების შესაძენად მიმართული ფულადი სახსრები შენობა-ნაგებობა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები, ისე სხვა ნაგებობები და დაუმთავრებელი მშენებლობა შრომის ანაზღაურება დამქირავებლის მიერ დაქირავებულთათვის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს (საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნასთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოს გამოკლებით) ღირებულების ასანაზღაურებლად ფულადი ან სასაქონლო ფორმით გაცემული კომპენსაციები. შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასებს როგორც ფულადი, ისე სასაქონლო ფორმით და პრემიას. საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა (არაფინანსური აქტივების წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის) არაფინანსური აქტივების შეძენად განიხილება და ამ მიზნით წარმოებაში დასაქმებულ მომუშავეთა ანაზღაურება, ასევე შეძენილი საქონელი და მომსახურება აღრიცხვაში აისახება როგორც არაფინანსური აქტივების ზრდა ძირითადი აქტივები 500 ლარზე მეტი ღირებულების და ერთ წელზე მეტი სასარგებლო მომსახურების ვადის მქონე წარმოებული აქტივები: შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მანქანა-დანადგარები და სხვა ძირითადი აქტივები ძირითადი კაპიტალის მოხმარება წარმოადგენს ოპერაციას, რომელიც ასახავს ძირითადი აქტივებისა და სხვა განსაზღვრული არაფინანსური აქტივების ღირებულების კლებას, რადგანაც ეს აქტივები უწყვეტად ან მრავალჯერადად იქნა გამოყენებული. ძირითადი კაპიტალის მოხმარება მოიცავს სუბიექტის მფლობელობაში არსებული და მის მიერ გამოყენებული ძირითადი აქტივების ღირებულების შემცირებას ფიზიკური ცვეთის; მორალური ცვეთის და შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული დანაკარგების სახით. წარმომადგენლობითი ხარჯები სტუმრების მიღებისა და ოფიციალური სადილის, აეროპორტში დახვედრის და გაცილების, სატრანსპორტო მომსახურების, მგზავრობის, სასტუმროს მომსახურების, საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება), წვეულებისა და სხვა ღონისძიებების, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენის/დამზადების ხარჯები წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადი (1432) მოგების გადასახადის მიმდინარე გადახდები, რომლებიც გაიანგარიშება გასული წლის მონაცემების საფუძველზე და გადაიხდება საანგარიშგებო წლის განმავლობაში წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა (1441) წინასწარ გადახდილი ქირა არაფინანსური აქტივებით სარგებლობისათვის წინასწარ მიღებული საიჯარო ქირა (3241) ავანსად მიღებული საიჯარო ქირა, რომელიც წარმოადგენს მომავალი პერიოდის შემოსავალს ხარჯებში ჩამოწერილი მარაგები ექსპლუატაციაში მარაგები, რომელთა ასახვა ხარჯებში განხორციელდა მათი ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტში