საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.08.2012
ძალის დაკარგვა 11.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №689
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016127
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.02.2014
დოკუმენტის ტექსტი
საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.PlainTextChar { }
span.BalloonTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in .75in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №689
2012 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა“,
„კ” და
„ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. თანდართული სახით დამტკიცდეს „საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველოს დებულება“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ
. ახალაია
საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველოს სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველო (შემდგომში – მთავარი სამმართველო) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. მთავარ სამმართველოს აქვს ბეჭედი (წარწერით „საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების/პოლიციის ატაშეების მთავარი სამმართველო).
მუხლი 2🔗. მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები
თავისი საქმიანობის პროცესში მთავარი სამმართველო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.
თავი II
მთავარი სამმართველოს ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 3🔗. მთავარი სამმართველოს ამოცანები და კომპეტენცია
მთავარი სამმართველოს ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) საქართველოს კანონმდებლობის ან/და მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფის კოორდინაცია;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა, სამინისტროს მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად;
დ) საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ე) საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
ზ) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანების და კომპეტენციების განხორციელება.
თავი III
მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა
მუხლი 4🔗. მთავარი სამმართველოს უფროსი
1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და აწესრიგებს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებს მთავარი სამმართველოს სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ;
გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს ან მინისტრს დასანიშნად წარუდგენს მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა კანდიდატურებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის წინაშე აყენებს მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა მთავარი სამმართველოს ამოცანების და კომპეტენციების შესასრულებლად;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ) მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს მთავარი სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) საქართველოს კანონმდებლობის, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომელსაც მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
თავი IV
მთავარი სამმართველოს რეორგანიზაციის, საქმიანობის შეწყვეტის და წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
მუხლი 6🔗. მთავარი სამმართველოს რეორგანიზაციის, საქმიანობის შეწყვეტის და წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
1. მთავარი სამმართველოს რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.