2012 წლის 1 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010190020.34.059.016011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება№10

2012 წელი 21 აგვისტო

ქ. ბათუმი

2012 წლის 1 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“საქართველოს ორგანული კანონის 119-ე მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს :

მუხლი 1. საარ ჩ ევნო სუბიექტ ს, რომელიც მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მიენიჭა რიგითი ნომერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მიენიჭება იგივე რიგითი ნომერი. საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც სურს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მინიჭებულისაგან განსხვავებული რიგითი ნომრით, ამის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 37-ე დღისა.

მუხლი 2 . კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საარჩევნო სუბიექტებისათვის, რომლებიც ისარგებლებენ ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული უფლებით,ასევე იმ საარჩევნო სუბიექტებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში, რიგითი ნომრების მინიჭების მიზნით უ სკოში იმართება წილისყრა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 3. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობა განსხვავდება საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკის შემადგენლობისაგან, მონაწილეობს წილისყრაში ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული წესით. წესით.

მუხლი 4. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს უმაღლესი საარჩევნო კომისია. წილისყრისას ნომრების რაოდენობა შეესაბამება წილისყრაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობას. რიგითი ნომრები იწყება საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო ზრდადობითი რიცხვიდან.

მუხლი 5 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 6 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე   ა . მიქელაძე

კომისიის მდივანი             ქ. ჯიქია