„დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №147
2012 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
„დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის № 72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის № 72ბრძანებით (სსმ 31.03.10, №33, მუხ.518) დამტკიცებულ ნუსხაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 7. | ბრძანებების, განკარგულებების პროექტები, თანდართული მასალები
| 3წ. |
|
2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 13. | დაწესებულებების წესდებები, დებულებები (ტიპობრივი, ინდივიდუალური): ა) შემუშავების ადგილზე ბ) სხვა დაწესებულებებში
|
მუდმ. 3 წ.1
|
1 ახლით შეცვლის შემდეგ
|
3. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 19. | ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, დასრულებული სახით მიღებული, ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები (ლიცენზიები, ნებართვები, კვოტები, რეგისტრაციის დავთრები, ავტორიზაციის მოწმობები და სხვ.)
| მუდმ.1
| 1 ერთჯერად სავაჭრო ოპერაციებზე (ჯართის გატანა, სურსათის შემოტანა, დათვზე, მწყერზე ნადირობის ნებართვა და სხვ.) - -6 წ.
|
4. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 21. | სერტიფიცირების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები, მოწმობები, ატესტატები, წარდგინებები, ოქმები, დებულებები, რეგისტრაციის დავთრები და სხვა) ა) გამცემ ორგანოში ბ) წარდგენის ადგილას |
მუდმ. საჭიროების გასვლამდე1 |
1 არანაკლებ 10 წლისა |
5. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 32. | დაწესებულებების საშტატო ნუსხები, მათში შეტანილი ცვლილებები: ა) შემუშავების ადგილზე ბ) სხვა დაწესებულებებში |
მუდმ. 3 წ.
|
|
6. ნუსხას (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1131 მუხლი:
| 1131
| სატენდერო დოკუმენტაცია
| 6 წ.1
| 1 შემოწმების (რევიზიის) დამთავრების პირობით
|
7. 157-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 157.
| ცნობები წლის განმავლობაში მუშაკთა ერთობლივი შემოსავლებისა და გადასახადების გადახდის შესახებ (საშემოსავლო, საგადასახადო და ქონებრივი დეკლარაციები)
| 6 წ. 1
| 1 საჯარო მოხელეების 50 წ.
|
8. 275-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 275.
| კოლექტიური ხელშეკრულება
| 25 წ. 1
| 1 ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ
|
9. 276-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 276.
| კოლექტიური ხელშეკრულების პირობების შესრულების შემოწმების დოკუმენტები (ოქმები, ცნობები, აქტები, მიმოწერა)
| 25 წ. 1
| 1 ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ
|
10. 278-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 278.
| შრომითი დავის გადაწყვეტის დოკუმენტები (განცხადებები, მოხსენებითი ბარათები, ცნობები, გაანგარიშებები, ოქმები)
| 5 წ. სშკ 1
| 1 დავის დასრულებიდან
|
11. 279-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 279.
| კოლექტიური შრომითი დავის დოკუმენტები შუამავლის მონაწილეობით (მოთხოვნები, ცნობები, ოქმები, რეკომენდაციები)
| 5 წ. სშკ 1
| 1 დავის დასრულებიდან
|
12. 298-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 298.
| შრომის პირობების დაცვის უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მათი გაუმჯობესების დოკუმენტები (ცნობები, წინადადებები, დასაბუთება, რეკომენდაციები)
| 25 წ. სშკ
|
|
13. 337-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 337.
| პირადი საქმეები (განცხადებები, ავტობიოგრაფიები, ბრძანებების ასლები,დახასიათებები, კადრების სააღრიცხვო ფურცლები, ანკეტები, საატესტაციო ფურცლები და სხვ.)
| 75 წ. ასაკი სშკ 1 | 1 ხელმძღვანელი, აღმასრულებელი ორგანოების წევრების, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების-მუდმ. |
14. 338-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 338.
| შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც არ შევიდნენ პირადი საქმეების შემადგელობაში (კონტრაქტები, შეთანხმებები)
| 75 წ. ასაკი სშკ |
|
15. 339-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 339.
| მუშაკთა (მათ შორის დროებით) პირადი ბარათები
| 75 წ. ასაკი სშკ |
|
16. 340-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 340.
| პირადი საქმეების არმქონე მუშაკთა დახასიათებები
| 75 წ. ასაკი სშკ |
|
17. 387-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 387.
| დოკუმენტები გადასაყვანი და გამოსაშვები გამოცდების შესახებ (ანგარიშები გამოცდების ჩატარების შესახებ, შეფასებათა უწყისები)
| 25 წ.
|
|
18. ნუსხას (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3871 მუხლი:
| 387 1 . | წერილობითი საგამოცდო სამუშაოები
| 3 წ. 1
| 1 შეფასების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ
|
19. 390-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 390.
| სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოებით დაჯილდოებაზე, წოდებების მინიჭებასა და პრემიების მიცემაზე წარდგინების დოკუმენტები (წარდგინებები, შუამდგომლობები, ავტობიოგრაფიები, გადაწყვეტილებების, დადგენილებების, განკარგულებების ამონაწერები და სხვა) ა) მიმნიჭებელ ორგანიზაციაში ბ) სხვა დაწესებულებებში |
75 წ. ასაკი სშკ 10 წ. |
|
20. 556-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 556.
| ბავშვთა გაშვილების, მეურვეობისა და მზრუნველობის დოკუმენტები (მოხსენებითი ბარათები, ცნობები, გადაწყვე-ტილებები, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები)
| 75 წ. ასაკი სშკ 1
| 1 მეურვეობა-მზრუნველობა არანაკლებ 10 წ.
|
21. 557-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 557.
| მოქალაქეებზე სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარებების სააღრიცხვო ბაზის დოკუმენტები
| 50 წ. |
|
22. 595-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 595.
| დადებული შეთანხმებების, ზეგეგმური დავალებებისა და კოლექტიური ხელშეკრულებების პირობების შესრულების, თანამდებობის პირთა მიერ შრომის კანონმდებლობის დაცვის, სადაზღვევო შენატანების ხარჯზე წარმოქმნილი ფონდების სახსრების გამოყენების პროფკავშირული კონტროლის განხორციელების დოკუმენტები (აქტები, მოხსენებითი ბარათები, ცნობები) | 5 წ. სშკ |
|
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი