⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.07.2015)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2012
ძალის დაკარგვა 27.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №148
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016357
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,652 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2012 მიღება
27.07.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.abzacixmlChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.saxexmlChar { font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:58.5pt 27.0pt 49.5pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №148 2012 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის შექმნის შესახებ „საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აგვისტოს №661 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი (შემდგომში – იუსტიციის სახლი) არის საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აგვისტოს №661 ბრძანებულებით შექმნილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. იუსტიციის სახლის სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი „იუსტიციის სახლი“. იუსტიციის სახლის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა –  „Public Service Hall “. 3. იუსტიციის სახლი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იუსტიციის სახლი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, იუსტიციის სახლის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. იუსტიციის სახლი საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. იუსტიციის სახლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო, ბეჭედი, აგრეთვე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. იუსტიციის სახლის იურიდიული მისამართია: თბილისი, სანაპიროს ქ. №2 თავი II იუსტიციის სახლის მიზნები და ფუნქციები     მუხლი 2🔗. იუსტიციის სახლის მიზნებია იუსტიციის სახლის მიზნებია: ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა; ბ) მომხმარებლისათვის სახელმწიფო და კერძო სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება; გ) ამ დებულებითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.     მუხლი 3🔗. იუსტიციის სახლის ფუნქციები იუსტიციის სახლის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებთან და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად მომხმარებლისთვის სახელმწიფო და კერძო სერვისების მიწოდება; ბ) საქართველოს კანონმდებლობის ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებთან და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოების და იურიდიული პირების უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ცალკეული მოქმედებების შესრულება; გ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი მომსახურების ეფექტიანობის გაზრდისა და გაუმჯობესების მიზნით; ე) საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი III იუსტიციის სახლის მართვა და სტრუქტურა     მუხლი 4🔗. იუსტიციის სახლის მართვა 1. იუსტიციის სახლის მართვას და ხელმძღვანელობას ახორციელებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი იუსტიციის სახლის დირექტორების, მართვის კოლეგიური ორგანოების, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების (ფილიალების) მეშვეობით. 2. იუსტიციის სახლს ჰყავს: ოპერაციული, ფინანსური, ადმინისტრაციული, პროდუქტების განვითარების, მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების დირექტორები. 3. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან (შემდგომში – მინისტრი) შეთანხმებით, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე ასრულებს იუსტიციის სახლის ერთ-ერთი დირექტორი. მუხლი 5🔗. მართვის კოლეგიური ორგანოები 1. დასახული მიზნების მიღწევისა და ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისათვის იუსტიციის სახლში იქმნება მართვის შემდეგი კოლეგიური ორგანოები: დირექტორთა საბჭო და საოპერაციო საბჭო. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით შესაძლებელია შეიქმნას მართვის სხვა კოლეგიური ორგანოები. 2. მართვის კოლეგიური ორგანოების შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.     მუხლი 6🔗. იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) პარტნიორების მომსახურების სამსახური; ბ) სატელეფონო მომსახურების სამსახური; გ) ფილიალების კოორდინაციის სამსახური; დ) სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური; ე) შესყიდვების სამსახური; ვ) ფინანსური ოპერაციების და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური; ზ) ფილიალების ქსელის განვითარების სამსახური; თ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ი) საქმისწარმოების სამსახური; კ) იურიდიული სამსახური; ლ) პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების მართვის სამსახური; მ) ხარისხის მართვის სამსახური; ნ) მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახური; ო) გაყიდვების სამსახური; პ) ფინანსური ანალიზის სამსახური; ჟ) ბიზნეს ანალიზის სამსახური; რ) მომსახურების პროცედურების განვითარების სამსახური; ს) შიდა აუდიტის სამსახური. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ან დირექტორისადმი დაქვემდებარების საკითხს წყვეტს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი.     მუხლი 7🔗. იუსტიციის სახლის ფილიალები იუსტიციის სახლის ფილიალებია: ა) ბათუმის იუსტიციის სახლი; ბ) რუსთავის იუსტიციის სახლი; გ) მესტიის იუსტიციის სახლი; დ) გურჯაანის იუსტიციის სახლი; ე) ქუთაისის იუსტიციის სახლი; ვ) ოზურგეთის იუსტიციის სახლი; ზ) ახალციხის იუსტიცის სახლი. თავი IV  იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობა     მუხლი 8🔗. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი 1. იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს იუსტიციის სახლის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს იუსტიციის სახლს მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) იუსტიციის სახლის ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) ამტკიცებს იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიას; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ზ) კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს, მათ შორის უცხოელ სპეციალისტებს; თ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებას; ი) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ფილიალების კოორდინირებულ საქმიანობას; კ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის შინაგანაწესს; ლ) მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს იუსტიციის სახლის საშტატო განრიგს, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიებს; მ) იუსტიციის სახლის სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; ნ) იუსტიციის სახლის თანამშრომლებს აძლევს მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ო) ახორციელებს იუსტიციის სახლის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; პ) აუქმებს იუსტიციის სახლის ან მისი ფილიალის მიერ გამოცემულ არამართლზომიერ ან/და კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ჟ) შუამდგომლობს იუსტიციის სახლის მიზნების მიღწევისა და ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ; რ) იღებს გადაწყვეტილებას იუსტიციის სახლის მიზნების მიღწევისა და ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ; ს) ახორციელებს სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია იუსტიციის სახლის მიზნების მიღწევისა და ფუნქციების შესრულებისაკენ; ტ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 9🔗. იუსტიციის სახლის დირექტორი 1. იუსტიციის სახლის დირექტორს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი. 2. იუსტიციის სახლის: ა) ოპერაციული დირექტორი უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის ხარისხიან და შეუფერხებელ წარმოებას, ხელს უწყობს იუსტიციის სახლის პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებას;  ბ) ფინანსური დირექტორი უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის ფინანსურ აღრიცხვიანობის პროცესის ორგანიზებას და ფინანსური რესურსების ეფექტურ მართვას; გ) ადმინისტრაციული დირექტორი უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის საქმიანობის მხარდაჭერას ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსებით; დ) პროდუქტების განვითარების დირექტორი პასუხისმგებელია იუსტიციის სახლის პროდუქტების განვითარებასა და პარტნიორების მოზიდვაზე; ე) მარკეტინგის დირექტორი პასუხისმგებელია იუსტიციის სახლის პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვების მაქსიმიზაციაზე, იუსტიციის სახლის ბრენდის განვითარებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაციაზე, მომსახურების ხარისხის მართვაზე; ვ) მომსახურების განვითარების დირექტორი პასუხისმგებელია ინოვაციებისა და ბიზნეს ანალიტიკური პროცესების ეფექტური მართვით იუსტიციის სახლის საქმიანობის სწრაფ და მუდმივ განვითარებაზე. 3. იუსტიციის სახლის დირექტორის სხვა ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით. თავი V მართვის კოლეგიური ორგანოები     მუხლი 10🔗. დირექტორთა საბჭო 1. დირექტორთა საბჭო უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის მიმდინარე საქმიანობის შესაბამისობას სტრატეგიულ მიზნებთან და იუსტიციის სახლის უწყვეტი განვითარების პროცესის ხელშეწყობას. 2. დირექტორთა საბჭო: ა) განსაზღვრავს იუსტიციის სახლის მიზნების მიღწევისა და სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის გზებს; ბ) შეიმუშავებს იუსტიციის სახლისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სტრატეგიას; გ) განიხილავს და ამტკიცებს იუსტიციის სახლის ბიუჯეტს; დ) მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად განსაზღვრავს კონკრეტულ დავალებებს და მათ შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს; ე) განიხილავს დავებს იუსტიციის სახლის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს; ვ) განიხილავს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას; ზ) იუსტიციის სახლის ბიუჯეტის ფარგლებში ამტკიცებს პროექტებს, რომლებიც ემსახურებიან იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების გადაწყვეტას; თ) განიხილავს იუსტიციის სახლში ზედა და საშუალო რგოლის მენეჯერის თანამდებობაზე პირის დანიშვნის საკითხს; ი) განიხილავს მართვის კოლეგიური ორგანოების საქმიანობას და ისმენს მათი საქმიანობის ანგარიშებს; კ) განიხილავს საბჭოს წევრის ან 2 არაწევრი საშუალო რგოლის მენეჯერის მიერ ინიციირებულ ნებისმიერ სხვა საკითხს; ლ) ასრულებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 11🔗. საოპერაციო საბჭო 1. საოპერაციო საბჭო უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის მომსახურებასთან დაკავშირებული საოპერაციო პრობლემების მაღალი ხარისხით გადაჭრასა და საოპერაციო რისკების შემცირებას. 2. საოპერაციო საბჭო: ა) ამტკიცებს იუსტიციის სახლის მომსახურების სტანდარტებს; ბ) განიხილავს იუსტიციის სახლის მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში წამოჭრილ პრობლემებს და შესაძლებლობებს, ახდენს შესაბამის რეაგირებას; გ) მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად განსაზღვრავს კონკრეტულ დავალებებს და მათ შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს; დ) მონიტორინგს უწევს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას; ე) შეიმუშავებს საოპერაციო რისკების გამოვლენის მეთოდებს; ვ) ასრულებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. თავი VI სტრუქტურული ქვედანაყოფები     მუხლი 12🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის სახლის უშუალო მიმართულების დირექტორი. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელთაც აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის სახლის უშუალო მიმართულების დირექტორი. მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო ასეთის არარსებობისას – იუსტიციის სახლის ერთ-ერთი თანამშრომელი. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი და მისი მოადგილეები იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.     მუხლი 13🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფების ზოგადი ფუნქციები და უფლებები 1. სტრუქტურული ქვედანაყოფების ზოგადი ფუნქციებია: ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის მიზნებისა და საქმიანობის პრიორიტეტების პერიოდული გადახედვა, ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება და დადგენილი წესით ინიციირება; ბ) იუსტიციის სახლის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მიდგომების და მეთოდების გაუმჯობესების მიზნით საჭირო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელება; დ) ხელმძღვანელობის პერიოდული ინფორმირება სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობაში არსებული პრობლემების, საფრთხეების ან/და გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ; ე) სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის გეგმების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ვ) იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფების ზოგადი უფლებებია: ა) საქმიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ იდეებისა და მოსაზრებების ხელმძღვანელობისთვის მიწოდება; ბ) ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო მხარდაჭერის მოთხოვნა ნებისმიერი სტრუქტურული ქვედანაყოფისგან, თუ აღნიშნული წინააღმდეგობაში არ მოდის ხელმძღვანელობისგან მიღებულ დავალებასთან/მოთხოვნასთან; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; დ) დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან და ფილიალებისგან; ე) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. თავი VII სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებანი     მუხლი 14🔗. პარტნიორების მომსახურების სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებით პარტნიორების კმაყოფილების მიღწევა; ბ) პარტნიორებისათვის საინფორმაციო და სხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზება; გ) პარტნიორების უკუკავშირის ანგარიშების პერიოდული მიღება და პრობლემების დროულად მოგვარებასა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე რეაგირება.     მუხლი 15🔗. სატელეფონო მომსახურების სამსახური სამსახურის ფუნქციაა იუსტიციის სახლის ფილიალების, პარტნიორებისა და მომხმარებლების საკონსულტაციო მომსახურება, მათ შორის, სატელეფონო და სხვა ელექტრონული რესურსების მეშვეობით შემოსულ საკითხებზე პასუხის დროულად გაცემა, რეაგირება - სწორად გადამისამართება და შესრულების უზრუნველყოფა.     მუხლი 16🔗. ფილიალების კოორდინაციის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლების მიმდინარე საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; ბ) იუსტიციის სახლებში მიმდინარე მომსახურების პროცედურულად და ტექნიკურად გამართულობის, შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; გ) იუსტიციის სახლების საოპერაციო სისტემისა და პროცესების განვითარებაზე ზრუნვა ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად; დ) იუსტიციის სახლების მომსახურების ხარისხის სტანდარტების ჩამოყალიბება და კონტროლი; ე) მომხმარებლის მოთხოვნის გადაწყვეტის პროცესის კოორდინაცია და შედეგების შესახებ უკუკავშირისა და ინოვაციების მართვის სამსახურის ინფორმირება.     მუხლი 17🔗. სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის (შენახვა/მოვლა) უზრუნველყოფა; ბ) საწყობის მართვის პროცესების შემუშავება და დანერგვა; გ) საწყობში არსებული მარაგების უსაფრთხოების და შენახვის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; დ) სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოების ორგანიზება და მართვა; ე) იუსტიციის სახლის ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება; ვ) იუსტიციის სახლსა და მის ფილიალებს შორის, ასევე სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში იუსტიციის სახლის დოკუმენტების ტრანსპორტირება და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ზ) იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მომარაგება საჭირო სამეურნეო ნივთებით; თ) იუსტიციის სახლის შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის ორგანიზება; ი) სატელეფონო კომპანიებთან, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებლებთან დადებული ხელშეკურულებების შესრულების კონტროლი; კ) იუსტიციის სახლში დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი; ლ) იუსტიციის სახლის მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება; მ) იუსტიციის სახლის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შემოწმება; ნ) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მართვა; ო) ელექტრო და სხვა ტიპის საკომუნიკაციო გაყვანილობების მდგომარეობის შემოწმება; პ) შენობა-ნაგებობებისა და ინვენტარის კვალიფიციური ექსპლუატაციისთვის თანამშრომლების სწავლების, ინფორმირების სამუშაოების ორგანიზება-წარმართვა; ჟ) ხელმძღვანელობისთვის და სხვა უფლებამოსილი პირებისათვის ანგარიშების მომზადება სამშენებლო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ; რ) მესამე პირებთან ურთიერთობა სამშენებლო, სარემონტო, რეკონსტრუქციის სამუშაოების წარმოების პროცესში.     მუხლი 18🔗. შესყიდვების სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შექმნა და მისი დანერგვის ორგანიზება; ბ) შესყიდვების პროცესების ორგანიზება კანონმდებლობისა და იუსტიციის სახლის მიზნების შესაბამისად; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; დ) სატენდერო წინადადებების პირობების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით; ე) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მომზადება, ხელმოწერის პროცესის ორგანიზება და დადებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი; ვ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ზ) სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენა; თ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედებისას საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება.     მუხლი 19🔗. ფინანსური ოპერაციებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) პირველადი დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება; ბ) ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით აღრიცხვა; გ) იუსტიციის სახლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება, ხელმძღვანელობისთვის და სხვა უფლებამოსილი უწყებებისთვის წარდგენა; დ) იუსტიციის სახლის ახალი ტიპის ტრანზაქციებისათვის აღრიცხვის წესებისა და მიდგომების ჩამოყალიბება; ე) ფინანსური ინფორმაციის/დოკუმენტების შენახვისა და დაცვისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა უწყებებთან ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა; ზ) ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე; თ) იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ხელფასების, პრემიებისა და სხვა განაცემების გაცემის ორგანიზება; ი) იუსტიციის სახლის სალაროს მეურნეობის გაძღოლა კანონმდებლობის შესაბამისად; კ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ხარჯვის მონიტორინგი; ლ) იუსტიციის სახლის მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება.     მუხლი 20🔗. ფილიალების ქსელის განვითარების სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის დირექტორთა საბჭოსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება მშენებარე იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესის შესახებ; ბ) არქიტექტურულ და სამშენებლო კომპანიებთან კომუნიკაცია გ) ახალი ფილიალების გახსნისთვის ადგილმდებარეობის ანალიზის, პროექტების შერჩევის, ხარჯთაღრიცხვის, მშენებლობის მენეჯმენტის, ფილიალის ინტერიერის გაფორმებისა და ექსპლუატაციაში შესვლის ორგანიზება.     მუხლი 21🔗. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება; ბ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა; გ) თანამშრომლებთან დასადები შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება, თანამშრომლების პირადი საქმეების ფორმირება და მართვა; დ) თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტური გაფორმება; ე) იუსტიციის სახლში შრომის შინაგანაწესის შემუშავება; ვ) ადამიანური რესურსების ბაზის გაუმჯობესების, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება; ზ) თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმების შედგენა, ხელმძღვანელობისთვის შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება; თ) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი; ი) თანამშრომლების მოტივაციის გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; კ) თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ლ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება. მ) თანამშრომელთა შეფასების (მოტივაციის) სისტემის შექმნა და წარმოება ნ) შიდა საზოგადოებრივ ჯგუფებთან კომუნიკაცია     მუხლი 22🔗. საქმისწარმოების სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლში შემოსული და იუსტიციის სახლში შექმნილი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის დროულად მიწოდება; ბ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივირება; გ) საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვა და ორგანიზება; დ) იუსტიციის სახლის საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ე) იუსტიციის სახლის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა; ვ) იუსტიციის სახლში საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საზღვარგარეთ იუსტიციის სახლის დელეგაციების/წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზაციული მხარდაჭერა.     მუხლი 23🔗. იურიდიული სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა)წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება; გ) სასამართლო დავებზე იუსტიციის სახლის წარმომადგენლობა; დ) სამსახურის ფუნქციების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობა; ე) იუსტიციის სახლის სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა და შრომითი ხელშეკრულებებისა) მომზადება და რეგისტრაცია, სამართლებრივი ექსპერტიზა და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება; ვ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი მიღების პროცესში ჩართულობა; ზ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; თ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფების და ფილიალების დროული ინფორმირება; ი) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; კ) მოთხოვნის შემთხვევაში იუსტიციის სახლში მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი ანალიზი.     მუხლი 24🔗. პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების მართვის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად პროდუქტების განვითარებაზე ზრუნვა; ბ) არსებული და ახალი პროდუქტების პაკეტირების განსხვავებული შესაძლებლობების ანალიზი, წინადადებების შემუშავება; გ) პოტენციური პარტნიორების გამოვლენა და შესაბამის სამსახურებთან მათი დაკავშირება; დ) პროდუქტების ტესტირება და მათ განვითარებაში ცვლილებების დაგეგმვა. ე) იუსტიციის სახლის საქმიანობაში შესაძლებლობების გამოსავლენად მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, ინსტრუმენტების შექმნა და მუდმივი განვითარება; ვ) გამოვლენილი შესაძლებლობების გარშემო იდეების გენერირების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და განვითარება; ზ) თანამშრომლების ინფორმირება იდეების გენერირებისა და ინოვაციურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობაზე; თ) იდეების დამუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, დამუშავებული იდეების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ი) იდეების წინასწარი ტესტირების ორგანიზება; კ) პროექტების მიმდინარეობაზე დაკვირვება, ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში ახალი იდეების გენერირება და ცვლილებების ორგანიზება; ლ) საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა.     მუხლი 25🔗. ხარისხის მართვის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) მონიტორინგის და უკუკავშირის წარმოების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება; ბ) მონიტორინგის და უკუკავშირის არხების განვითარება; გ) იუსტიციის სახლის პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხით კმაყოფილების კვლევა; დ) კვლევების შედეგების საფუძველზე არსებული ან შესაძლო პრობლემების და ხარვეზების იდენტიფიცირება; ე) კვლევების შესახებ დასკვნების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ვ) მონიტორინგის და უკუკავშირის შედეგებზე ანგარიშების მომზადება; ზ) მონიტორინგის და უკუკავშირის შედეგად გამოვლენილი პრობლემების/ხარვეზების აღმოფხვრის გადამოწმება.     მუხლი 26🔗. მარკეტინგული კომუნიკაციის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა; ბ) ბრენდის მახასიათებლების განვითარების მიზნით კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; გ) ბრენდის მახასიათებლების განვითარების მიზნით იდეების გენერირება/მოგროვება, მათი ანალიზი და განხორციელების ორგანიზება; დ) იუსტიციის სახლის საქმიანობის შესახებ ინფორმირებისა და ბრენდის განვითარების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობების წარმართვა და კოორდინაცია; ე) მარკეტინგული კომუნიკაციის კვარტალური ან წლიური გეგმის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ვ) ბრენდის მახასიათებლების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; ზ) მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; თ) იუსტიციის სახლის ბრენდისთვის საზიანო ფაქტებსა და მოვლენებზე სათანადო რეაგირება; ი) საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის საჭიროებების სისტემატური განსაზღვრა და განხორციელების ორგანიზება, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება; კ) იუსტიციის სახლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი.     მუხლი 27🔗. გაყიდვების სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) გაყიდვების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და განვითარება; ბ) გაყიდვების არხების შექმნის შესაძლებლობების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) გაყიდვების გეგმის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; დ) ჯვარედინი გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და განხორციელების უზრუნველყოფა; ე) კორპორატიული მომხმარებლების კმაყოფილებისა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება ვ) პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთვის შეთავაზებების ორგანიზება; ზ) გაყიდვების შედეგების ანალიზი და ინფორმაციის ხელმძღვანელობისთვის მიწოდება.     მუხლი 28🔗. ფინანსური ანალიზის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის ბიუჯეტის ფორმირების მიზნით საჭირო ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირება; ბ) იუსტიციის სახლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და უწყებებთან განხილვა/შეთანხმება; გ) იუსტიციის სახლის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; დ) იუსტიციის სახლის ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი გადახრების კონტროლისა და ანალიზისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება; ე) ანგარიშგების მოწესრიგების მიზნით ანგარიშების, ინსტრუქციების, ფორმების მომზადება და დანერგვა; ვ) ანგარიშების საშუალებით მიღებული ინფორმაციის დამუშავება, შეფასება და ანალიზი; ზ) იუსტიციის სახლის პროექტების წინასწარი ფინანსური ანალიზი. თ) იუსტიციის სახლის ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა;     მუხლი 29🔗. ბიზნეს ანალიზის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) დამკვეთის ამოცანის სრულყოფილად ჩამოყალიბება და ამოცანის დამკვეთთან შეთანხმება; ბ) დამკვეთის მიერ დასმული ამოცანების აღრიცხვა, სტატუსების მინიჭება და მათი შესრულების მუდმივი კონტროლი; გ) დამკვეთის მიერ დასმული ამოცანის დამუშავება, ანალიზი შემსრულებლისთვის მისაღები სამუშაო ფორმით და ამოცანის საპროექტო დავალებად ჩამოყალიბება; დ) შესრულებული სამუშაობის ამოცანასთან შესაბამისობის მონიტორინგი; ე) პროექტის მიმდინარეობისას პროექტში შეტანილი ცვლილებებისა და წამოჭრილი პრობლემების აღრიცხვა, ანალიზი და ჩართული მხარეების ინფორმირება; ვ) ხელმძღვანელობისთვის საპროექტო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენა; ზ) პროექტების მართვის ზოგადი მეთოდოლოგიის შექმნა.     მუხლი 30🔗. მომსახურების პროცედურების განვითარების სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის საქმიანობის ხარისხის მუდმივი განვითარება; ბ) მომსახურების პროცესებში არსებული სისტემური პრობლემების გადაჭრის გზებისა და შესაძლებლობების დამუშავება, გამოვლენილი შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნვა.     მუხლი 31🔗. შიდა აუდიტის სამსახური სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება; ბ) იუსტიციის სახლის თანამშრომელთა საქმიანობის კანონიერების შემოწმება; გ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი; დ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მონიტორინგი; ე) სამსახურში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ვ) იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება; ზ) აუდიტის, შემოწმებისა და მონიტორინგის შედეგებზე დასკვნების მომზადება, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; თ) გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ი) შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის განვითარება; კ) სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. თავი VIII იუსტიციის სახლის ფილიალები     მუხლი 32🔗. იუსტიციის სახლის ფილიალები იუსტიციის სახლის ფილიალების საქმიანობის წესი, ფუნქციები და სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება იუსტიციის სახლის ფილიალების დებულებით, რომელიც მტკიცდება იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით. თავი IX იუსტიციის სახლის ქონება და სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 33🔗. იუსტიციის სახლის ქონება 1. მიზნების მისაღწევად და ფუნქციების განსახორციელებლად იუსტიციის სახლს აქვს ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებ­ლო­ბის შესაბამისად. 2. იუსტიციის სახლის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება იუსტიციის სახლის ბალანსზე. 3. იუსტიციის სახლის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) იუსტიციის სახლის მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან/მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი; დ) კრედიტები და გრანტები; ე) შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 34🔗. სახელმწიფო კონტროლი იუსტიციის სახლის საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. თავი X იუსტიციის სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 35🔗. იუსტიციის სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია იუსტიციის სახლის საქმიანობის შეწყვეტა და რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.