„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№340
სარეგისტრაციო კოდი
430030000.10.003.017013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №340

2012 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ “საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge ,19/03/2012, 430030000.10.003.016769) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:

1.მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირზე, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 2012 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით არ აღემატება 100 000-ს (ასი ათასი);

ბ) პირზე, რომელმაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების გამოცხადების წელს დაასრულა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და სწავლა არ განაგრძო საშუალო საფეხურზე;

გ) პირზე, რომელმაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების გამოცხადების წელს სწავლა შეწყვიტა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე ან მიიღო სრული ზოგადი განათლება და სწავლა არ განაგრძო აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.

2. მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრატორი შესაბამის პროფესიებზე კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ რეგისტრირებულთა სიას უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს დარეგისტრირებული კანდიდატების სიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების,ზოგად- საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან და დაზუსტებულ სიებს უგზავნის საინფორმაციო ცენტრს. საინფორმაციო ცენტრი 2 სამუშაო დღის ვადაში აწვდის დაზუსტებულ სიებს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის შემდგომ დაწესებულების ხელმძღვანელი, შინაგანაწესით დადგენილი წესით, 4 დღის ვადაში გამოსცემს ბრძანებას კონკრეტულ სპეციალობებზე სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ და ბრძანების ასლს დაუყოვნებლივ უგზავნის საინფორმაციო ცენტრს.

11. ამ დადგენილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანებების გამოცემის შემდეგ საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრატორის მიერ ხელმოწერილი სტუდენტთა სიები 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.08.2012.
როდის იქნა მიღებული „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.08.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №340. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.10.003.017013.
რამდენი მუხლისგან შედგება „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №340, 22.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.017013 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1729519/