სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ და სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის რეკომენდაცია 2012 წლის 18 სექტემბრის მორიგი საერთო კრების დღის წესრიგის საკითხთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ
„მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე , 201 2 წლის 1 8 სექტემბერს 1 2. 00 საათზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას I შეს. №33ა (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).
საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2011 წლის საფინანსო-სამეურნეო შედეგებისა და წლიური ბალანსის განხილვა
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 3 (სამი) სექტემბერი. სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რეესტრის მწარმოებელთან სააქციო საზოგადოება „კავკასრეესტრთან“ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში (0162, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 2 220718; 2 251876).
აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2012 წლის 1 8 სექტემბერს 11 00 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და, წარმომადგენლობის შემთხვევაში, მინდობილობა.
აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში – ქ. თბილისი, კოსტავას I შეს. , №33ა, ტელ. : 2 931909
სს საგზაო კომპანია „თბილისის” დირექტორი გ . სურამელაშვილი
სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის
რეკომენდაცია 2012 წლის 1
8 სექტემბრის მორიგი საერთო კრების დღის
წესრიგის საკითხთან დაკავშირებით
1. რიგით საერთო კრებაზე განსახილველად წარმოდგენილი 2011 წლის წლიური ბალანსი და შედეგები მიზანშეწონილად მიგვაჩნია მიღებული და დამტკიცებულ იქნეს წარმოდგენილი არსებული ზარალის გამომწვევი ობიექტური და რეალური მიზეზების გათვალისწინებით.
სამეთვალყურეო საბჭო
------------------ ჯ. წერეთელი
დირექტორი
----------------- გ. სურამელაშვილი