განჩინება შპს „ჯიქია“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/395-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/395-11     

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

  23.08.2012 წელი                                                                                                                           თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – მოვალე შპს „ჯიქია’’

საიდენტიფიკაციო კოდი – 205166559

წარმომადგენელი – ივანე ცაგურია (დირექტორი)

 

რეაბილიტაციის მმართველი – ლევან აფციაური

 

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოვალე შპს „ჯიქია ს ’’- კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

2011 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ჯიქია ს“დირექტორმა ივანე ცაგურიამ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 2011 წლის 28 იანვარის განჩინებით განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა ირაკლი გაფრინდაშვილი, ხოლო 2011 წლის 21 სექტემბერს კრედიტორთა კრებაზე რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა ლევან აფციაური.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას’’  რეაბილიტაციის მმართველმა ლევან აფციაურმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: სასამართლოში შპს „ჯიქიას’’კრედიტორების დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების აღიარების შესახებ.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, თანდართული მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს საპროცესო კოდექსის 284-ე -285-ე  მუხლებით.

     

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 27 აგვისტოს 10:15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

 

1)სასამართლოში შპს„ჯიქიას“კრედიტორების დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების აღიარების შესახებ; 2) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

 

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.TCC.gov.ge

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                               თ. ჭუნიაშვილი