სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.08.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №152
სარეგისტრაციო კოდი 190020060.22.027.016358
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,085 სიტყვა · ~15 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.BodyTextChar { } p.ColorfulList-Accent11, li.ColorfulList-Accent11, div.ColorfulList-Accent11 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.abzacixmlChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.saxexmlChar { font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ColorfulShading-Accent11, li.ColorfulShading-Accent11, div.ColorfulShading-Accent11 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt.5in 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №152 2012 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ  „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი.     მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გრანტის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს სააგენტოს მიერ გრანტების გაცემის პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გრანტი – ამ წესის მიზნებისთვის, სააგენტოს მიერ გრანტის მიმღებისთვის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსები ფულადი ან ნატურალური ფორმით; ბ) საგრანტო პროგრამა – სააგენტოს თავმჯდომარის (შემდგომში – თავმჯდომარე) მიერ დამტკიცებული ერთიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო თემის აქტუალურობის, მიზნების, მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ; გ) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას; დ) საგრანტო განაცხადი – საგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია; ე) განმცხადებელი – ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომელმაც მიმართა სააგენტოს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით; ვ) საგრანტო კონკურსის მონაწილე – განმცხადებელი, რომლის განაცხადი არ იქნა დისკვალიფიცირებული; ზ) საგრანტო წინადადება – წინადადება, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა სააგენტო ს გრანტის მიღების მოთხოვნით; თ) დამოუკიდებელი ექსპერტიფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად; ი) საგრანტო ვადა – დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია განცხადებით საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისთვის; კ) გრანტის მიმღები – ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა; ლ) გრანტის გამცემი – სააგენტო , რომელიც ამ წესის მიზნებისთვის მოქმედებს საგრანტო საბჭოს მეშვეობით; მ) საგრანტო საბჭო – თავმჯდომარის მიერ, სააგენტო ს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისათვის შექმნილი საბჭო; ნ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.     მუხლი 3🔗. გრანტის გაცემის პრინციპები გრანტი გაიცემა თავისუფალი კონკურენციის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპების დაცვით.     მუხლი 4🔗. საგრანტო პროგრამის დაფინანსების წყარო სააგენტოს საგრანტო პროგრამა შეიძლება დაფინანსდეს სააგენტოს ბიუჯეტიდან.     მუხლი 5🔗. საგრანტო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება 1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი. 2. საგრანტო პროგრამა შედგება სააგენტოს კომპეტენციის სფეროში აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. 3. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს: ა) იმ აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების დასახელებას, რომელთა გადასაწყვეტად გამიზნულია სააგენტოს მიერ გრანტის გაცემა; ბ) გრანტის გაცემით მისაღწევი შედეგების აღწერილობას; გ) საგრანტო ვადას; დ) დაფინანსების ზღვრულ ოდენობას; ე) ცალკეული საგრანტო წინადადებების დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას; ვ) დაფინანსების წყაროს. 4. სააგენტოს საგრანტო პროგრამის შემუშავება ხდება პერიოდულად, საააგენტოს მიზნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით. 5. საგრანტო პროგრამას ამტკიცებს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 6🔗. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს საგრანტო საბჭოს გადაწყვეტილება, რაც განპირობებულია სააგენტოს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებით, ასევე პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ცვლილებით ან სხვა გარემოებებით. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით.     მუხლი 7🔗. საგრანტო საბჭო 1. სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით, თავმჯდომარე ქმნის საგრანტო საბჭოს (შემდგომში - საბჭო). 2. საბჭოს შექმნის შესახებ თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საბჭოს შექმნის ვადა და მისი შემადგენლობა . საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს ფუნქციონირებას საბჭოს შექმნის შესახებ თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე. 3. საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს თანამშრომელი, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ან იურიდიული პირის წარმომადგენელი და უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა. 4. საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.  5. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას თავმჯდომარე აკისრებს საბჭოს ერთ-ერთ წევრს. 6 . საბჭო სხდომის ოქმის შედგენას აკისრებს საბჭოს აპარატის თანამშრომელს. 7 . საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარის წინაშე. არავის აქვს უფლება ჩაერიოს საბჭოს საქმიანობაში ან/და მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 8 . საბჭო: ა) ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ) ადგენს საგრანტო წინადადების რეკვიზიტებს; გ) ადგენს გამარჯვებული წინადადების შერჩევის კრიტერიუმებს; დ) საგრანტო განაცხადის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს; ე) აცხადებს საგრანტო კონკურსს; ვ) იღებს საგრანტო განაცხადებს და ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან; ზ) იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დისკვალიფიკაციის შესახებ; თ) იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის აცილების შესახებ; ი) განიხილავს საგრანტო წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ; კ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 9 . საბჭო შედგება სულ მცირე სამი წევრისაგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი. 10. საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. 11. საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სათათბირო ხმის უფლებით შესაბამისი დარგის ექსპერტების მოწვევის შესახებ.     მუხლი 8🔗. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება: ა) საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ; ბ) იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადითაც იგი დაინიშნა; გ) საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ თავმჯდომარის გადაწყვეტილებით; დ) თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად; ე) თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ვ) გარდაიცვალა; ზ) მის მიმართ კანონიერ ძალში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.     მუხლი 9🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. საგრანტო კონკურსის ჩატარებისას, კონკრეტული საკონკურსო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს საბჭოს წევრი და მოწვეული ექსპერტი, თუ: ა) განმცხადებელი ან საგრანტო წინადადებაში მითითებული იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია ან მისი ახლო ნათესავის წარმომადგენელია; ბ) იგი განმცხადებლის და/ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია; გ) იგი განმცხადებლის და/ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია; დ) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან; ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან. 2. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და/ძმა; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და/ძმა; დ) და/ძმა, მათი მეუღლეები და შვილები . 3. საბჭოს წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს საბჭოს წევრმა ან განმცხადებელმა. საბჭოს წევრი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით. საბჭო კენჭს უყრის თვითაცილების/აცილების შესახებ საკითხს. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს საბჭოს ის წევრი , რომელმაც დააყენა თვითაცილება/რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება. საბჭოს წევრი აცილებულად/თვითაცილებულად ითვლება საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. 4. თუ საბჭოს წევრთა შემადგენლობა ნახევარზე მეტით შემცირდა, თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს ახალი წევრებით შევსების შესახებ.     მუხლი 10🔗. საბჭოს სხდომის ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. 2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საბჭოს ყველა წევრი. საბჭოს წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ ან მონაწილეობას იღებდეს მის მუშაობაში კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით. 3. საბჭო მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე. 4. საბჭო უფლებამოსილია დაიწყოს საკითხის განხილვა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ 2 წევრისა. 5. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, საბჭოს ერთ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საბჭოს წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. 6. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა. 7. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება საბჭოს სხდომის ოქმში. 8. საბჭო მიღებულ გადაწყვეტილებას არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს უგზავნის გრანტის გამცემს.     მუხლი 11🔗. ექსპერტის მოწვევა 1. საბჭოს უფლება აქვს , საგრანტო პროგრამის შემუშავების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ან/და გრანტის გაცემის პროცესში მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი. 2. საბჭო ვალდებულია წარუდგინოს დამოუკიდებელ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია და განუსაზღვროს საკითხთა წრე, რაზეც საჭიროა ექსპერტის დასკვნის მიღება. 3. ექსპერტი ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი დასკვნა საბჭოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. 4. ექსპერტის მიერ დასკვნის წარმოუდგენლობა, ასევე დასკვნის დაგვიანებით ან/და არასრულყოფილად წარმოდგენა ხელს არ უშლის გადაწყვეტილების მიღებას. 5. ექსპერტის დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია საბჭოსთვის.     მუხლი 12🔗. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენა 1. საბჭოს სხდომის ოქმს ადგენს საბჭოს აპარატის თანამშრომელი ამ წესის შესაბამისად. 2. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და აპარატის ის თანამშრომელი, რომელმაც შეადგინა ოქმი. თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, ასეთმა წევრმა შენიშვნა წერილობითი ფორმით უნდა დაურთოს ოქმს. 3. სხდომის ოქმში შეიტანება: ა) საბჭოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) დღის წესრიგი; დ) სხდომაზე დამსწრე პირების სახელი, გვარი და სტატუსი; ე) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხიმგებელი პირის სახელი, გვარი და სტატუსი; ვ) განხილვის მოკლე აღწერა; ზ) კენჭისყრის შედეგები; თ) მიღებული გადაწყვეტილებები. 4. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება სააგენტოს კვლევებისა და განვითარების სამსახურში.     მუხლი 13🔗. საბჭოს აპარატი 1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სააგენტოს თანამშრომელთაგან იქმნება საბჭოს აპარატი. 2. საბჭოს აპარატის საქმიანობას კოორდინაციას უწევს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს აპარატი: ა) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს განმცხადებლებისაგან შემოსულ დოკუმენტებს; ბ) სააგენტოს აწვდის გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას; გ) ასრულებს საბჭოს წევრების მითითებებს; დ) ასრულებს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ფუნქციას.     მუხლი 14🔗. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნება 1. გრანტის გაცემის თაობაზე საქმისწარმოების დაწყების საფუძველია საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ. 2. საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსების მომენტიდან. 3. განცხადება საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს განაცხადის მიღების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა ერთ კვირით ადრე მაინც. 4. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) გრანტის გამცემის დასახელება; ბ) შესაბამისი სფეროს დასახელება, საქმიანობის/მომსახურების აღწერა და ის მიზნები, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით; გ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები; დ) შეფასების კრიტერიუმები; ე) საგრანტო ვადა; ვ) გრანტის მაქსიმალური ოდენობა; ზ) საგრანტო წინადადება და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა; თ) განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი .     მუხლი 15🔗. საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საბჭო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად. 2. განმცხადებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა იქნეს დისკვალიფიცირებული. 3. საბჭოს უფლება აქვს , საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანებ ის მდგომარეობის ამსახველი ცნობა. 4. იმ შემთხვევაში , თუ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ცნობა, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე. საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე დავალიანების მოცულობის გათვალისწინებით.     მუხლი 16🔗. საგრანტო განაცხადის წარდგენა და განხილვა 1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განმცხადებლის მიერ საბჭოში შესატან პაკეტს, რომელიც შედგება შემდეგი დოკუმენტებისაგან: ა)  საგრანტო წინადადება; ბ) განმცხადებლის დებულება/წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 2. საგრანტო განაცხადი საბჭოს წარედგინება საგრანტო პროგრამაში არსებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. დოკუმენტები დგება სახელმწიფო ენაზე. 3. საკითხს მიღებული განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ საბჭო განიხილავს საგრანტო პროგრამით განაცხადების შეტანისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, საბჭოს სხდომაზე. 4. საგრანტო განაცხადება, რომელიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს , იმავე სხდომაზე ცხადდება დისკვალიფიცირებულად და დოკუმენტაცია შემდგომ გასწორებას/შევსებას არ ექვემდებარება. საბჭო არ ახდენს განმცხადებლის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება საკონკურსო განაცხადის პირობებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 5. საბჭოს წევრები ცალ-ცალკე განიხილავენ თითოეული საგრანტო წინადადების შესაბამისობას შეფასების კრიტერიუმებთან. გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით ხდება ქულათა შეჯამება. 6. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში არ იქნა შეტანილი არც ერთი საგრანტო წინადადება ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სხდომიდან არა უგვიანეს 1 თვისა საბჭო გრანტის გამცემთან შეთანხმებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ.     მუხლი 17🔗. საგრანტო განაცხადი  საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი ელ.ფოსტის მეშვეობით მიმართავს საბჭოს. ელექტრონული ფორმით დოკუმენტების მიღების თარიღად და დროდ ითვლება მათი გამოგზავნის თარიღი და დრო, რომელიც მითითებულია ელექტრონულ ფოსტაზე. განაცხადი მიღებულად არ ითვლება, თუ განმცხადებელს არ დაუბრუნდა შეტყობინება იმის შესახებ , რომ დოკუმენტები მიღებულ იქნა და შესაძლებელია მისი წაკითხვა. საგრანტო განაცხადში უნდა მიეთითოს: ა) გრანტის გამცემის დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის სახელი, იურიდიული/რეგისტრაციის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი.); გ) მოთხოვნა გრანტის მიღების შესახებ; დ) განაცხადზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი; ე) განაცხადის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა.     მუხლი 18🔗. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები 1. საბჭო საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად. 2. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში სააგენტოს ვებგვერდზე. 3. საგრანტო წინადადების შეფასების მინიმალური კრიტერიუმებია: ა) დასმული საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის მეთოდი; ბ) საგრანტო წინადადების შესრულების ვადა . 4. საგრანტო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით საბჭო ადგენს დამატებით შეფასების კრიტერიუმებს.     მუხლი 19🔗. საგრანტო განაცხადის შერჩევა 1. საბჭო ამოწმებს საგრანტო განაცხადებს. შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. საგრანტო განაცხადის შერჩევის მიზნით საბჭო ამოწმებს შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს . 3. თითოეული განაცხადის დისკვალიფიკაციის თუ განსახილველად მიღების საკითხს საბჭო წყვეტს კენჭისყრით. 4. დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს დისკვალიფიკაციის საფუძველი. განაცხადი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას , თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან: ა) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილებისათვის; ბ) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომლის წარდგენაც მოითხოვა საბჭომ, ან ამ დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად, ამ წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე; გ) წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის კანონმდებლობით დადგენილი ფორმის; დ) ერთი სუბიექტის მიერ წარმოადგენილია ერთზე მეტი საგრანტო წინადადება; ე) ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა ტექნიკური ხარვეზი; ვ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე. 5. განაცხადში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზი არ მიიჩნევა დისკვალიფიკაციის საფუძვლად და იგი უნდა გასწორდეს განმცხადებლის მიერ მისი გამოვლენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.     მუხლი 2🔗 0. საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენა 1. დისკვალიფიკაციის პროცედურის შემდგომ საბჭო იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო წინადადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება განხორციელდება საბჭოს ყველა წევრის მიერ ცალ-ცალკე, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ახსნა-განმარტებების მიღება შესაბამისი განმცხადებლისა (წერილობით) და/ან ექსპერტისაგან. 2. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვტილებით განაცხადების განხილვის პროცედურას შეიძლება დანიშნოს დამატებითი ეტაპი, რომლის ჩატარების წესს განსაზღვრავს საბჭო. 3. საგრანტო წინადადება ფასდება საბჭოს წევრების მიერ მინიჭებული ქულებით. 4. გამარჯვებულად ითვლება ის საგრანტო წინადადება, რომელიც სხვა საგრანტო წინადადებაზე უფრო მეტ ქულას მიიღებს. 5. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულის თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.     მუხლი 2🔗 1. გადაწყვეტილების მიღების ვადა საგრანტო წინადადებების შერჩევის პროცედურა უნდა დასრულდეს და გამარჯვებული გამოვლინდეს საგრანტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 30 დღის ვადაში.     მუხლი 2🔗 2. გასაჩივრება 1. გრანტის გამცემის და საბჭოს ნებისმიერი ქმედება ან/და გადაწყვეტილება ან საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო საკითხები საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საბჭოს ქმედება ან/და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გრანტის გამცემთან ან/და სასამართლოში. 3. გრანტის გამცემის ქმედება ან/და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 2🔗 3. საგრანტო ხელშეკრულების დადება 1. სამართლებრივი ურთიერთობა სააგენტოსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული წერილობითი საგრანტო ხელშეკრულებით. 2. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია საბჭოს გადაწყვეტილება, გრანტის მიმღების საგრანტო წინანადადების გამარჯველად გამოვლენის შესახებ. 3. საგრატო ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. 4. გრანტის მიმღებს შეუძლია გასცეს ქვეგრანტი, თუ მისი გაცემა გათვალისწინებულია გრანტის მიმღებსა და გამცემს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგრანტო ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ქვეგრანტის გაცემის პირობებს. 5. გრანტის გამცემის უფლებამოსილ პირსა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულს შორის საგრანტო ხელშეკრულება იდება საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. 6. საგრანტო ხელშეკრულება არ იდება იმ შემთხვევაში, როცა: ა) არსებითად შეიცვალა გარემოება, რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება; ბ) გამოვლინდა დისკვალიფიკაციის საფუძველი; გ) არსებითად არის დარღვეული საგრანტო კონკურსის ჩატარების წესი. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრიდან 7 დღის ვადაში, გრანტის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების ან ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ. სხვა შემთხვევაში ცხადდება ხელახალი საგრანტო კონკურსი. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 7 დღის ვადაში უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.     მუხლი 2🔗 4. საგრანტო ხელშეკრულების შინაარსი საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს; ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველის შესახებ; გ) ხელშეკრულების საგნის აღწერას; დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს; ე) სამინისტრო ს მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს, ვადას, და სუბიექტის საბანკო რეკვიზიტებს; ვ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო; ზ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების ვადას, ეტაპებს; თ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს; ი) ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების) წესს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) სამუშაოს/მომსახურების შესრულების დადასტურების წესს; ლ) ანგარიშგების წესს; მ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს; ნ) დავის გადაწყვეტის წესს; ო) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას).     მუხლი 2🔗 5. გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა 1. გრანტის მიმღები საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს დამოუკიდებლად და მის საქმიანობაში გრანტის გამცემის ჩარევა დაუშვებელია. 2. გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევად არ ითვლება ამ წესითა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება.     მუხლი 2🔗 6. მონიტორინგი 1. სააგენტო ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე. 2. გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობით გრანტის გამცემს წარუდგინოს საგრანტო პროგრამის შესრულების პროგრამული და ფინანსური ანგარიში. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დასრულებული გრანტების შესახებ, მათ შორის: ა) გრანტის მიმღების შესახებ; ბ) გრანტის გაცემის სფეროს, მიზნების, ამოცანების და სამიზნე ჯგუფის შესახებ; გ) გრანტის მოცულობის შესახებ; დ) საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ; ე) გრანტით მიღწეული მიზნების შეფასების შესახებ; ვ) დანახარჯების შესახებ. 3. მონიტორინგი ტარდება ანგარიშგების მასალების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის და გრანტის გამცემის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. 4. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გრანტის გამცემი უფლებამოსილია გრანტის მიმღებს გაუწიოს რეკომენდანცია (სამუშაოს შესრულების/მომსახურების ალტერნატიული მეთოდის შეთავაზება), რომელიც ხელს შეუწყობს მიზნების უკეთ მიღწევას.     მუხლი 2🔗 7. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტა 1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან/და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო წინანადადებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, გრანტის გამცემი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით. 2. თუ გრანტის მიმღები დაუყოვნებლივ არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას, გრანტის გამცემი უგზავნის წერილობით შეტყობინებას საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. დარღვევის აღმოფხვრამდე სააგენტო ვალდებულია შეაჩეროს გრანტისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა , თუ გრანტის მიმღებს სრულად არ ჰქონდა მიღებული გრანტი ან მას იღებდა ეტაპობრივად. 3. გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადები განისაზღვერება საგრანტო ხელშეკრულებით. 4. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს გამოუყენებელი თანხები.     მუხლი 2🔗 8. გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნება თუ საგრანტო ვადის ამოწურვის შედეგად დარჩება გამოუყენებელი თანხები, გრანტის მიმღები ვალდებულია საგრანტო ვადის ამოწურვიდან 30 დღის ვადაში გრანტის გამცემს დაუბრუნოს გრანტის გამოუყენებელი ნაწილი, თუ არ მოხდება საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ორივე მხარის თანხმობით.