„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისი ის

დადგენილება№12

2012 წლის 23 აგვისტო

ქ. ქუთაისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე , 43-ე და 43' მუხლების საფუძველზე, ვადგენთ:

  მუხლი 1.          „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791) შე ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილების მე-2 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური - 59 472 ლარი/დღე;“

 ბ) მე-2პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური 41 727 ლარი/დღე, მათ შორის:

 ა.ა) №3 ბლოკისთვის – 20 214ლარი/დღე;

 ა.ბ)№4 ბლოკისთვის – 21 513ლარი/დღე;“

 გ) მე-4პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის საფასური და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი მოქმედებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე.“.

 დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ 2013 წლის 1 სექტემბრამდე, დადგენილი წესით უზრუნველყოს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ანაზღაურება მათ მიერ გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს:

ა) 303 დღისა – შპს„მტკვარი ენერგეტიკის თვის“ (თბილსრესის №9 ბლოკი);

ბ) 300 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №3 ბლოკი);

 გ) 300 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №4 ბლოკი);

 დ) 335 დღისა – შპ ს „ჯი ფაუერისთვის.“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია 2012 წლის 1სექტემბრიდან.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი              ზ. გაბელაია

კომისიის წევრ ებ ი:                                            მ. ნადირაძე

                                                                         ს. მესხი

                                                                         გ. შონია