შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე - მიმოსვლის გზების, ელექტროგადამცემი ხაზების, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზების ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება
მიღების თარიღი 24.08.2012
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.08.2012 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე - მიმოსვლის გზების, ელექტროგადამცემი ხაზების, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზების ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
span.MsoEndnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoEndnoteText, li.MsoEndnoteText, div.MsoEndnoteText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
span.CommentTextChar { }
span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';}
span.FootnoteTextChar { }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';}
span.EndnoteTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.7in .8in .5in .8in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206
-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე
მიმოსვლის გზების, ელექტროგადამცემი ხაზების, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზების ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება
შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მიმოსვლის გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზები.
აღნიშნული პუნქტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
1. მიმოსვლის გზები
2. ელექტროგადამცემი ხაზები
3. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზები
ანალიზი ა:
მიმოსვლის გზებში უნდა ვიგულისხმოთ:
ა) საავტომობილო გზა
ბ) საჰაერო-საბაგირო გზა
გ) რკინიგზა
საავტომობილო გზა
– ხაზობრივი ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთებით და გაბარიტებით
და დატანილი იქნება საკადასტრო ნახაზებზე ან რეგისტრირებული იქნება
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
საავტომობილო გზის ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია:
ა) მიწის ვაკისი სავალი ნაწილი, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგატარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, გზის გასწვრივ მდებარე საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, ასევე განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი;
ბ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის
, სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის;
გ) საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში;
დ) თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინაღმდეგო, ღვარცოფსაწინაღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები და ავარიის საწინაღმდეგო ჯიბეები, რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ;
ე) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი.
ფაქტობრივი გარემოება I:
საწარმო X-მა გადაწყვიტა საწარმოს ტერიტორიაზე დაეგო საავტომობილო გზა, რაზეც მომსახურების ხელშეკრულება გაუფორმა საწარმო Y-ს და გადაუხადა 100 000 ლარი.
სამუშაოების დამთავრების შემდეგ საწარმო X-მა გზა, როგორც ხაზობრივი ნაგებობა,
დაარეგისტრირა
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
შედეგი:
აღნიშნული საავტომობილო გზა, როგორც მიმოსვლის გზა, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.
საჰაერო-საბაგირო გზა
– ხაზობრივი ნაგებობა, რომელიც საბაგირო გზისთვის არსებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს მოქალაქეთა გადაადგილებას ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე.
ფაქტობრივი გარემოება II:
საწარმო X-მა 2011 წელს განახორციელა საჰაერო-საბაგირო გზის მშენებლობა. მოცემული საბაგირო გზა ექსპლუატაციაში შეიყვანა 2012 წელს.
შედეგი:
აღნიშნული საბაგირო გზა, როგორც მიმოსვლის გზა, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.
რკინიგზა
ხაზობრივი ნაგებობა, რომელიც მოიცავს
მიწის ვაკისზე განლაგებულ სარკინიგზო ლიანდაგებს და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხიდებს, გვირაბებს, ლიანდაგის დამცავ ნაგებობებს.
ანალიზი ბ:
ელექტროგადამცემ ხაზებს უნდა მივაკუთნოთ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები.
საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი არის ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა;
საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისათვის/გადატანისათვის განკუთვნილი იზოლირებული სადენი (სადენები), რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე პარალელური შტოსაგან, შეერთებისათვის საჭირო აქსესუარებით (ქუროები, მომჭერები და სხვა არმატურა).
ანალიზი გ:
ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებს მიეკუთვნება გამოძახებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სიგნალების ელექტრონული დამუშავების, დამისამართების (კომუტაციის), გატარების და გადაცემის ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც მოიცავს სადენიან (მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვან), თანამგზავრულ, რადიოსიხშირულ ან ოპტიკურ აღჭურვილობას, სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს და საოპერაციო ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, მათ შორის, ინტერნეტის) და მობილური კომუნიკაციების, ციფრული მაუწყებლობის, საეთერო და საკაბელო ქსელებს.
საგადასახადო კოდექსით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მხოლოდ საკაბელო საკომუნიკაციო ხაზი, ანუ ხილული, სადენიანი (მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი) ხაზი.
ფაქტობრივი გარემოება III:
საწარმო X-ს, რომელიც ახორციელებს ტელესაკომუნიკაციო მომსახურებას, საკუთრებაში გააჩნია:
ოპტიკური ქსელი – (Fiber optical Network) - კაბელი, ODF, სპლიტერი, ტერმინალური კოლოფი.
შედეგი:
ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია კაბელები, როგორც საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები.
ფაქტობრივი გარემოება IV:
საწარმო
X
-ს, რომელიც ახორციელებს მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებას, საკუთრებაში გააჩნია საბაზო სადგურები.
შედეგი:
საწარმო X-ის საკუთრებაში არსებული საბაზო სადგურები არ თავისუფლდება ქონების გადასახადისაგან, რადგან იგი წარმოადგენს საჰაერო საკომუნიკაციო ხაზის ელემენტს და არ მიეკუთვნება საკაბელო საკომუნიკაციო ხაზს.