შემოსავლების სამსახურის განმარტება შემოსავლების სამსახურის კომენტარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლზე - დივიდენდების დაბეგვრა

მიღების თარიღი 24.08.2012
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016133
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2012
matsne.gov.ge 4,053 სიტყვა · ~20 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (13)

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის განმარტება შემოსავლების სამსახურის კომენტარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლზე - დივიდენდების დაბეგვრა p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif'; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} span.FooterChar { font-family-f:'Times New Roman','serif';} span.CommentTextChar { font-family-f:'Times New Roman','serif';} span.CommentSubjectChar { font-family-f:'Times New Roman','serif'; font-weight:bold;} span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';} span.HeaderChar { font-family-f:'Times New Roman','serif';} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .8in .5in .8in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლზე  დივიდენდების დაბეგვრა მუხლი 130🔗. დივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან 1. რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0-პროცენტიანი განაკვეთით. 2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი) მიერ მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები საწარმოს მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. 3. რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. 3 1 . არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. ანალიზი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომ – სსკ-ის) ამ მუხლით განსაზღვრული 0- პროცენტიანი განაკვეთი ძალაში შედის 2014 წლის 1 იანვრიდან. სსკ-ის 309-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე – 3-პროცენტიანი განაკვეთით. დივიდენდების დაბეგვრისას, გადასახადის გადამხდელმა, რომელიც გასცემს დივიდენდს, სსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა გამოიყენოს იმ პერიოდში მოქმედი გადასახადის განაკვეთი, რომელ პერიოდშიც ხდება დივიდენდის ფაქტობრივი გაცემა, მათ შორის, როცა დივიდენდი ჩაითვლება გაცემულად. ფაქტობრივი გარემოება № 1 : რეზიდენტმა საწარმომ პარტნიორებზე 2012 წელს გასცა 2008 წელს წარმოქმნილი და განაწილებული 100 000 ლარის დივიდენდი. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას, დივიდენდი დაიბეგრება 2012 წელს მოქმედი განაკვეთით (5%) იმის მიუხედავად, რომ დივიდენდის წარმოქმნისა და განაწილების (დარიცხვის) წელს, ანუ 2008 წელს, დივიდენდი იბეგრებოდა 10%-იანი განაკვეთით. ანალიზი: იმის მიხედვით, თუ ვინ არის დივიდენდის მიმღები, განსხვავებულია დივიდენდის დაბეგვრის რეჟიმი, კერძოდ, თუ დივიდენდის მიმღებია ფიზიკური პირი (სსკ-ის მუხლი 34🔗.1), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (სსკ-ის მუხლი 30🔗.1„ა”) ან არარეზიდენტი (უცხოური) საწარმო, დივიდენდი იბეგრება გადახდის წყაროსთან, ხოლო თუ დივიდენდის მიმღებია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება; კომანდიტური საზოგადოება; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; სააქციო საზოგადოება; კოოპერატივი), დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები საწარმოს მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. გასათვალისწინებელია, რომ 2011 წლის 23 ნოემბრამდე (2011 წლის 8 ნოემბრის №5202- IIს კანონით სსკ-ში ცვლილებების შეტანამდე) რეზიდენტი საწარმოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის გადახდილი დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრებოდა და ექვემდებარებოდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ერთობლივ შემოსავალში შეტანას. რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ არარეზიდენტი საწარმოსაგან მიღებული დივიდენდები, რომლებიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან (სსკ-ის მუხლი 82🔗.1„ფ”). რეზიდენტი საწარმოს მიერ არარეზიდენტებისაგან მიღებული დივიდენდები რეზიდენტი საწარმოს ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. ფაქტობრივი გარემოება № 2 : რეზიდენტმა საწარმომ , რომლის დამფუძნებლები თანაბარწილად არიან რეზიდენტი სააქციო საზოგადოება, უცხოური საწარმო, ფიზიკური პირი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, 2011 წლის შედეგების მიხედვით 2012 წელს გაანაწილა და გასცა 1 000 000 ლარის დივიდენდები – თითოეულ პარტნიორზე 250 000 ლარი. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: ა) სააქციო საზოგადოებაზე გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და არ ჩაირთვება მის ერთობლივ შემოსავალში; ბ) უცხოურ საწარმოზე, ფიზიკურ პირზე და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე გაცემული დივიდენდები დაიბეგრება გადახდის წყაროსთან და დივიდენდის მიმღები პირების ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება; გ) დივიდენდის მიმღებ პირებზე, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ უნდა გაიცეს „ ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო წლისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით” (სსკ-ის მუხლი 154🔗.3 „გ” ). ფაქტობრივი გარემოება №3: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ორგანიზაციის მიერ 2011 წლის თებერვალში მიღებული დივიდენდი არ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ორგანიზაციამ დივიდენდი არ ჩართო ერთობლივ შემოსავალში. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: ა) 2011 წლის 23 ნოემბრამდე ორგანიზაციის მიერ მიღებული დივიდენდი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან და ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში შეტანას; ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული დივიდენდით შემცირებულია ერთობლივი შემოსავალი; გ) უნდა გაიზარდოს ორგანიზაციის ერთობლივი შემოსავალი და დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება (ზარალი); დ) ორგანიზაცია დაჯარიმდება დეკლარაციაში მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში  სსკ-ის 275-ე (ან ძვ. 132-ე) მუხლით. (იხ.დანართი №1, სიტუაციური სახელმძღვანელო № 0103) ანალიზი: დივიდენდის კვალიფიკაციის დადგენა მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, ექვემდებარება თუ არა განაცემი გაცემის წყაროსთან დაბეგვრას და რომელი განაკვეთით ექვემდებარება დაბეგვრას. დივიდენდი განიმარტება სსკ-ის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, კერძოდ: „ 12. დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება: ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი), რომელიც არ აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) აქციონერის/მოწილის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებს; ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით.”. დივიდენდის დეფინიციიდან იკვეთება, რომ საგადასახადო მიზნებისათვის პარტნიორზე (აქციონერზე/მოწილეზე) შუალედური დივიდენდის სახით განაცემმა (რომელიც გაცემის მომენტში დაიბეგრა როგორც დივიდენდი) დივიდენდის კვალიფიკაცია რომ მიიღოს, ის უნდა შეესაბამებოდეს საწარმოს სამეურნეო წლის გასანაწილებელ მოგებას, მიუხედავად იმისა, რომ „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით ნებადართულია შუალედური დივიდენდის გაცემა. შესაბამისად, დივიდენდის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ შუალედური მოგების შედეგად დივიდენდის სახით გაცემული თანხები, სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით, საგადასახადო მიზნებისათვის შეიძლება ვერ დაკვალიფიცირდეს, როგორც დივიდენდი. ასეთ შემთხვევაში, თუ საწარმომ მიიღო გადაწყვეტილება თანხების დაბრუნების შესახებ და შესაბამისად არ ხდება ამ თანხებით საწარმოს კაპიტალში დამფუძნებელთა შენატანების ოდენობის შემცირება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის ნორმებიდან გამომდინარე, დაბრუნების თარიღამდე აღნიშნული განაცემი ჩაითვლება პარტნიორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში – თანხის მიმღები პარტნიორის შემოსავლად (რომელიც გაცემის მომენტში დაიბეგრა როგორც დივიდენდი), მაგრამ არა ხელფასის სახით განაცემად , თუნდაც ეს პარტნიორი იყოს თანხის გამცემ პირში დაქირავებით მომუშავე, რადგან ხელფასად საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირის მიერ შრომითი ურთიერთობების ფარგლებში შესრულებული სამუშაოსათვის მიღებული ანაზღაურება (სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილი), ზემოაღნიშნული თანხა კი არ წარმოადგენს ასეთ ანაზღაურებას. ფაქტობრივი გარემოება № 4 : სააქციო საზოგადოებამ 2012 წლის 15 ივლისს დივიდენდების სახით გაანაწილა 2012 წლის ექვსი თვის შედეგების მიხედვით მიღებული 100000 ლარის მოგება. სააქციო საზოგადოების აქციათა 80%-ის მფლობელია რეზიდენტი იურიდიული პირი, ხოლო დანარჩენი აქციების მფლობელები არიან არადაქირავებული რეზიდენტი ფიზიკური პირები. საზოგადოებამ გადახდის წყაროსთან არ დააკავა და არ ასახა რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები, ხოლო აღნიშნულმა ფიზიკურმა პირებმა დივიდენდის სახით მიღებული შემოსავლები არ დაადეკლარირეს. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: ა) ფიზიკურ პირებთან მიმართებაში სააქციო საზოგადოებას წარმოეშობა გადახდის წყაროსთან გაცემულ დივიდენდებზე გადასახადის დაკავების და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება; ბ) რეზიდენტ ფიზიკურ პირებს გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებულ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის დეკლარირების ვალდებულება არ წარმოეშობათ. (იხ.დანართი №2, სიტუაციური სახელმძღვანელო № 0105) ფაქტობრივი გარემოება № 5 : სააქციო საზოგადოებამ, რომელშიც აქციათა 60%-ის მფლობელია საქართველოს საწარმო, ხოლო დანარჩენი 40%-ის – ფიზიკური პირები, 2011 წლის ექვსი თვის შედეგების მიხედვით დივიდენდების სახით გაანაწილა 50000 ლარი. ფიზიკურ პირებზე გაცემული 20000 ლარი (50000x40%) დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით სააქციო საზოგადოების დივიდენდებად გასანაწილებელმა მოგებამ შეადგინა 53500 ლარი. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას, რადგან ექვსი თვის შედეგების მიხედვით დივიდენდების სახით 50000 ლარი უკვე გაცემულია, სააქციო საზოგადოებას დივიდენდის სახით შეუძლია გაანაწილოს დამატებით 3500 ლარი (53500–50000). ფაქტობრივი გარემოება № 6 : 2011 წლამდე დადგენილი წესით საწარმოს მიერ დივიდენდების სახით სსკ-ის ძველი 195(1)-ე მუხლით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებზე 281(36)-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით განაწილებულია შუალედური მოგება (წილის პროპორციულად ან პროპორციის გარეშე). გაცემული თანხები დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. წლიური შედეგებით დადგინდა, რომ საწარმოს მოგება არ მიუღია და, შესაბამისად, განაწილებული თანხები ვერ დაკვალიფიცირდა როგორც დივიდენდი. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორს მხოლოდ დივიდენდის მიღების უფლება აქვს, დოკუმენტურად დასტურდება, რომ ზედმეტად გაცემული დივიდენდის თანხები არ ბრუნდება და, ამასთან, არ დასტურდება საწარმოს კაპიტალის შემცირება (წილის მფლობელის მიერ კაპიტალის გატანა). შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: ა) შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება შესაძლებელია; ბ) დაუბრუნებელი თანხა თავისი შინაარსით პარტნიორისათვის გაცემის თარიღიდან საგადასახადო მიზნებისათვის ჩაითვლება საწარმოსაგან მიღებულ შემოსავლად; გ) შემოსავლის გამცემს საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ დაეკისრება რეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებაში; დ) წყაროსთან დაკავებული დივიდენდის დეკლარირებული თანხა ექვემდებარება შემცირებას; ე) თუ პარტნიორი იმავდროულად დაქირავებული პირია, აღნიშნული განაცემი არ კვალიფიცირდება ხელფასად და გამოსაქვით ხარჯს არ წარმოადგენს; ვ) დაუბრუნებელ თანხაზე პარტნიორს უნდა დაერიცხოს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი; ზ) პარტნიორი დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 274-ე მუხლით; თ) თუ პარტნიორს დეკლარაცია წარდგენილი აქვს, დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ან ძვ. 132-ე) მუხლით. (იხ.დანართი №3, სიტუაციური სახელმძღვანელო № 0101) ფაქტობრივი გარემოება № 7 : 2011 წლამდე დადგენილი წესით საწარმოს მიერ დივიდენდების სახით სსკ-ის ძველი 195(1)-ე მუხლით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებზე 281(36)-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით განაწილებულია შუალედური მოგება (წილის პროპორციულად ან პროპორციის გარეშე). გაცემული თანხები დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. წლიური შედეგებით დადგინდა, რომ საწარმოს მოგება არ მიუღია და, შესაბამისად, განაწილებული თანხები ვერ დაკვალიფიცირდა, როგორც დივიდენდი. ვინაიდან პარტნიორს მხოლოდ დივიდენდის მიღების უფლება აქვს, მიღებულია გადაწყვეტილება თანხების საწარმოსათვის დაბრუნების თაობაზე. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: ა) შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება შესაძლებელია; ბ) დაუბრუნებელი თანხა თავისი შინაარსით საწარმოსათვის გაცემის თარიღიდან საგადასახადო მიზნებისათვის ჩაითვლება უპროცენტოდ გაცემულ სესხად; გ) დასაბრუნებელი თანხა თავისი შინაარსით პარტნიორისათვის გაცემის თარიღიდან საგადასახადო მიზნებისათვის ჩაითვლება უპროცენტო სესხის მიღებად; დ) საწარმოს საგადასახადო აგენტის ვალდებულება პარტნიორთან მიმართებაში არ დაეკისრება; ე) წყაროსთან დაკავებული დივიდენდის დეკლარირებული თანხა ექვემდებარება შემცირებას; ვ) თუ პარტნიორი იმავდროულად დაქირავებული პირია, აღნიშნული განაცემი არ კვალიფიცირდება ხელფასად და გამოსაქვით ხარჯს არ წარმოადგენს; ზ) თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შემთხვევაში, პარტნიორს უფლება აქვს გამოქვითოს მის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები; თ) სესხის საბაზრო პროცენტით გაიზრდება საწარმოს ერთობლივი შემოსავალი და მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში იგი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ან ძვ. 132-ე) მუხლით; ი) პარტნიორს სარგებელზე უნდა დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი სსკ-ის 167-ე (ძვ.) მუხლით გათვალისწინებული განაკვეთით; კ) პარტნიორი დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 274-ე მუხლით; ლ) თუ პარტნიორს დეკლარაცია წარდგენილი აქვს, მაშინ დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში იგი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ან ძვ. 132-ე) მუხლით. (იხ.დანართი №4, სიტუაციური სახელმძღვანელო № 0102) ფაქტობრივი გარემოება № 8 : 2011 წელს დადგენილი წესით საწარმოს მიერ დივიდენდების სახით სსკ-ის ძველი 130(1)-ე მუხლით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებზე 309(2)-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით განაწილებულია შუალედური მოგება (წილის პროპორციულად ან პროპორციის გარეშე). გაცემული თანხები დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. წლიური შედეგებით დადგინდა, რომ საწარმოს მოგება არ მიუღია და, შესაბამისად, განაწილებული თანხები ვერ დაკვალიფიცირდა როგორც დივიდენდი. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორს მხოლოდ დივიდენდის მიღების უფლება აქვს, დოკუმენტურად დასტურდება, რომ ზედმეტად გაცემული დივიდენდის თანხები არ ბრუნდება და, ამასთან, არ დასტურდება საწარმოს კაპიტალის შემცირება (წილის მფლობელის მიერ კაპიტალის გატანა). შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: ა) შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება შესაძლებელია; ბ) დაუბრუნებელი თანხა თავისი შინაარსით პარტნიორისათვის გაცემის თარიღიდან საგადასახადო მიზნებისათვის ჩაითვლება საწარმოსაგან მიღებულ შემოსავლად; გ) შემოსავლის გამცემი ვალდებულია გადახდის წყაროსთან დააკავოს საშემოსავლო გადასახადი სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ”მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამასთან, თუ პარტნიორი გადასახადის გადამხდელის მოწმობის მქონე ფიზიკური პირია, შემოსავლის გამცემს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება არ დაეკისრება; დ) წყაროსთან დაკავებული დივიდენდის დეკლარირებული თანხა ექვემდებარება შემცირებას; ვ) პარტნიორის დაუბრუნებელ თანხაზე საწარმოს უნდა დაერიცხოს გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი; ზ) საწარმო დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 275-ე მუხლით. (იხ.დანართი № 5, სიტუაციური სახელმძღვანელო № 0107) ფაქტობრივი გარემოება № 9 : სააქციო საზოგადოებამ, რომელშიც აქციათა 60%-ის მფლობელია საქართველოს საწარმო, ხოლო დანარჩენი 40%-ის – ფიზიკური პირები, 2011 წლის ექვსი თვის შედეგების მიხედვით დივიდენდების სახით გაანაწილა 50000 ლარი. ფიზიკურ პირებზე გაცემული 20000 ლარი (50000x40%) დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 1000 ლარით (20000x5%). 2011 წლის შედეგების მიხედვით სააქციო საზოგადოების გასანაწილებელმა მოგებამ შეადგინა 29000 ლარი. სააქციო საზოგადოების საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება შუალედური მოგების დივიდენდების სახით ზედმეტად განაწილებული თანხის – 21000 ლარის (ფიზიკური პირებიდან 8400 ლარის და იურიდიული პირებიდან 12600 ლარის) საზოგადოებისათვის დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული თანხები დაბრუნებულია, რაც დასტურდება საწარმოს სააღრიცხვო ჩანაწერებით. მიერ კაპიტალის გატანა). შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: ა) შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება შესაძლებელია; ბ) რადგან ექვსი თვის შედეგების მიხედვით დივიდენდების სახით აქციონერებზე გაცემული თანხა (50000 ლარი) აღემატება წლიური შედეგების მიხედვით გასანაწილებელ მოგებას (29000 ლარი), სხვაობა 21000 ლარი (50000–29000) დივიდენდად ვერ დაკვალიფიცირდება; გ) დასაბრუნებელი თანხა 21000 ლარი თავისი შინაარსით საწარმოსათვის გაცემის თარიღიდან დაბრუნების თარიღამდე საგადასახადო მიზნებისათვის ჩაითვლება უპროცენტოდ გაცემულ სესხად; დ) დასაბრუნებელი თანხა 21000 ლარი თავისი შინაარსით პარტნიორებისთვის გაცემის თარიღიდან დაბრუნების თარიღამდე საგადასახადო მიზნებისათვის ჩაითვლება უპროცენტო სესხის მიღებად; ე) საწარმოს საგადასახადო აგენტის ვალდებულება პარტნიორთან მიმართებაში არ დაეკისრება; ვ) შუალედური მოგების განაწილების შედეგად დივიდენდების სახით განაცემებზე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა 1000 ლარი დაექვემდებარება შემცირებას 420 ლარით (21000 x 40%x5%=420); ზ) თუ პარტნიორი იმავდროულად დაქირავებული პირია, აღნიშნული განაცემი არ კვალიფიცირდება ხელფასად და გამოსაქვით ხარჯს არ წარმოადგენს; თ) თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შემთხვევაში, პარტნიორს უფლება აქვს გამოქვითოს მის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები; ი) სესხის საბაზრო პროცენტით გაიზრდება საწარმოს ერთობლივი შემოსავალი და მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში იგი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით; კ) პარტნიორს სარგებელზე უნდა დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი სსკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებული განაკვეთით; ლ) პარტნიორი დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით. (იხ.დანართი № 6, სიტუაციური სახელმძღვანელო № 0108) ანალიზი: დივიდენდის განმარტებიდან გამომდინარე, შემოსავალი, რომელი ც პარტნიორების მიერ მიიღება იურიდიული პირის მოგების განაწილების შედეგად, თუნდაც ეს განაწილება მოხდეს ამ პირის კაპიტალში პარტნიორთა კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციის დაცვის გარეშე, წარმოადგენს დივიდენდს. ამასთან, თუ არ არსებობს ხელშეკრულება პარტნიორებს შორის დივიდენდების კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციის დაცვის გარეშე განაწილების თაობაზე, ჩაითვლება, რომ იურიდიული პირის მიერ დივიდენდები განაწილებულია ამ პირის კაპიტალში პარტნიორთა კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციის შესაბამისად. ფაქტობრივი გარემოება № 10 : საწარმოს ჰყავს ორი პარტნიორი: ფიზიკური და იურიდიული პირი, თითოეულის წილი თანაბარია და შეადგენს 50%-ს. სამეურნეო წლის დასაწყისში პარტნიორებმა დადეს ხელშეკრულება, რომ დივიდენდები მათ შორის განაწილდება თავდაპირველი წილობრივი პროპორციის დაცვის გარეშე შემდეგნაირად: 30% ფიზიკურ პირს და 70% იურიდიულ პირს. წლიური შედეგების მიხედვით საწარმომ დივიდენდებად გასცა 100000 ლარი, მათ შორის, ფიზიკურ პირზე 30000 ლარი და იურიდიულ პირზე 70000 ლარი. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: ა) პარტნიორ ფიზიკურ პირზე გასაცემი დივიდენდი 30000 ლარი ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას; ბ) პარტნიორ იურიდიულ პირზე გასაცემი დივიდენდი 70000 ლარი გაცემის წყაროსთან დაბეგვრას არ ექვემდებარება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. ფაქტობრივი გარემოება № 11 : საწარმოს ჰყავს ორი პარტნიორი: ფიზიკური და იურიდიული პირი, თითოეულის წილი თანაბარია და შეადგენს 50%-ს. პარტნიორებს არა აქვთ დადებული ხელშეკრულება დივიდენდების თავდაპირველი წილობრივი პროპორციის დაცვის გარეშე განაწილების შესახებ. წლიური შედეგების მიხედვით საწარმომ დივიდენდებად გასცა 100000 ლარი, მათ შორის, ფიზიკურ პირზე 30000 ლარი და იურიდიულ პირზე 70000 ლარი. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას ჩაითვლება, რომ : ა) პარტნიორებს შორის დივიდენდები განაწილდა საწარმოს კაპიტალში მათი კუთვნილი წილის შესაბამისად, ანუ თითოეულზე 50000 ლარი, ამასთან, პარტნიორ ფიზიკურ პირს დივიდენდი დაებეგრება გადახდის წყაროსთან, ხოლო პარტნიორ იურიდიულ პირს დივიდენდი არ დაებეგრება გადახდის წყაროსთან და ერთობლივ შემოსავალში არ ჩაერთვება; ბ) პარტნიორმა ფიზიკურმა პირმა გადახდის წყაროსთან დაბეგრილი 20%-იანი წილის (20000 ლარის) შესატყვისი თანხა, ანუ 19000 ლარი (20000 – (20000x5%=1000)) გადასცა პარტნიორ იურიდიულ პირს; გ) პარტნიორმა იურიდიულმა პირმა პარტნიორი ფიზიკური პირისაგან სარგებლის სახით მიიღო 19000 ლარი, რომელიც ექვემდებარება მის ერთობლივ შემოსავალში ჩართვას. ანალიზი: იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ლიკვიდატორმა პარტნიორს აქციის/წილის სანაცვლოდ შეიძლება გადასცეს იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონება. თუ ასეთი გადაცემისას პარტნიორს უბრუნდება იურიდიული პირის კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) შეტანილი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება ლიკვიდაციის მომენტისათვის აღემატება კაპიტალში შეტანისას დაფიქსირებულ ღირებულებას, მაშინ ამ ქონების ნამეტი ღირებულება ჩაითვლება პარტნიორზე გაცემულ დივიდენდად (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტიდან გამომდინარე). ფაქტობრივი გარემოება № 12 : შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ლიკვიდაციის მომენტისათვის გასანაწილებელი დარჩა საბაზრო ღირებულებით 300000 ლარის ქონება, მათ შორის 100000 ლარის უძრავი ქონება წარმოადგენს საზოგადოების კაპიტალში დამფუძნებელი ფიზიკური პირის „დავითის” მიერ შეტანილ ქონებას, რომლის ღირებულება შეტანის მომენტშიც 100000 ლარი იყო, ხოლო 200000 ლარის უძრავი ქონება წარმოიშვა ეკონომიკური საქმიანობის პერიოდში. აქედან, „დავითს” წილის შესაბამისად გადაეცა 100000 ლარის უძრავი ქონება, ხოლო 200000 ლარის უძრავი ქონება გადაეცა დამფუძნებელ ფიზიკურ პირს „ალექსანდრეს”, რომლის შენატანი საზოგადოების კაპიტალში იყო 50000 ლარის მომსახურება. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: ა) „დავითისთვის” გადაცემული ქონება არ განიხილება დივიდენდად, რამდენადაც იგი არ აღემატება მის მიერ იურიდიული პირის კაპიტალში განხორციელებული შენატანის ღირებულებას; ბ) „ალექსანდრესთვის” გადაცემული ქონების ის ღირებულება, რომელიც აღემატება „ალექსანდრეს” მიერ იურიდიული პირის კაპიტალში განხორციელებული შენატანის ღირებულებას, ანუ 150000 ლარი (200000-50000) განიხილება დივიდენდად და ექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. ფაქტობრივი გარემოება № 13 : საწარმომ კაპიტალში შენატანის ოდენობით 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორზე გასცა სესხი საბაზროზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთით და მოთხოვნებში ასახა როგორც ძირითადი თანხა, ასევე მისაღები პროცენტი. მოგების გადასახადის მიზნებისათვის შემოსავალში აიღო გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის თანხა შესაბამისი პერიოდების მიხედვით საბაზრო საპროცენტო განაკვეთით და მოახდინა დეკლარირება. საწარმომ ისე შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა და პარტნიორმა ისე გადაწყვიტა საწარმოს ლიკვიდაცია, რომ საწარმოს მოთხოვნა პარტნიორის მიმართ არ გაუუქმებია და არ წარუდგენია ”გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია”. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: ა) საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტში დივიდენდად უნდა განეხილა სხვაობა მოთხოვნებში დაფიქსირებულ თანხასა (ძირ თანხას+პროცენტის თანხა) და პარტნიორის მიერ კაპიტალში შენატანის ოდენობას შორის და დაებეგრა გადახდის წყაროსთან; ბ) საწარმოს უნად დაერიცხოს გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი (დივიდენდი); გ) საწარმო დაჯარიმდება ”გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში” გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით. (იხ.დანართი № 7. „სიტუაციური სახელმძღვანელო № 0104) ფაქტობრივი გარემოება № 14 : დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საწარმოს დამფუძნებელია 6 ფიზიკური პირი. კაპიტალში ქონებრივი შენატანია - თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც შეფასებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ 40000 ლარად. მიღებულია გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ დაფუძნებიდან 1 წლის შემდეგ. ლიკვიდაციისას იგივე ქონება საბაზრო ღირებულებით - 80000 ლარი - გაიტანა წილის პროპორციულად დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირებმა ისე, რომ საწარმოს მიერ დაბეგვრა/წყაროსთან დაკავება არ მომხდარა. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: ა) მიწის ნაკვეთის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისაგან; ბ) მიწის ნაკვეთის გადაცემა მოგების გადასახადის მიზნებისათვის საწარმოს ჩაეთვლება მიწოდებად საბაზრო ფასით. შესაბამისად, უნდა დაზუსტდეს საწარმოს დასაბეგრი მოგება (ნამეტი თანხა (80000-40000) ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში) და დღგ-ის პროპორციული ჩათვლები, გათავისუფლებული მიწოდების გათვალისწინებით; გ) იგივე ქონების (შენატანის) უკან დაბრუნება არ ჩაითვლება დივიდენდად და საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირთა მიმართ წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ წარმოიშობა; დ) წილის პროპორციულად ფიზიკურ პირთა ნამეტი (80000-40000) არ თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან (სსკ-ის 82-ე (ძვ.168-ე) მუხლი) და ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებას ექვემდებარება დამოუკიდებლად. (იხ. დანართი №8. სიტუაციური სახელმძღვანელო №1602) ანალიზი: საწარმოს მიერ თავისი აქციების გამოსყიდვის, აგრეთვე, პარტნიორის მიერ საწარმოდან წილის გატანის შემთხვევებში პარტნიორის მიერ შენატანის ოდენობის ზევით მიღებული ნამეტი შემოსავალი განიხილება დივიდენდად. ფაქტობრივი გარემოება № 15 : სააქციო საზოგადოებამ აქციონერის საკუთრებაში არსებული 100000 ლარის (ნომინალური ღირებულებით) აქციები გამოისყიდა 123756 ლარად (საბაზრო ფასი), რის შედეგად აქციონერმა მიიღო 23756 ლარის ნამეტი შემოსავალი. ამასთან, სააქციო საზოგადოებამ საანგარიშო წელი დაამთავრა მოგებით. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: ა) ნამეტი შემოსავალი განიხილება აქციონერის მიერ მიღებულ დივიდენდად; ბ) თუ აქციონერი ფიზიკური პირია, დივიდენდი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან; გ) თუ აქციონერი „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირია, დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და დივიდენდების მიმღები იურიდიული პირი ს მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. ანალიზი: როდესაც იურიდიული პირის პარტნიორს ამ იურიდიული პირის კაპიტალის გაზრდის გარეშე, აქციების დანაწევრების, დაყოფის ან სხვა გარემოებების გამო, რომლითაც ხდება მხოლოდ ერთეული აქციის ნომინალური ღირებულების კლება, საკუთრებაში გადაეცემა ამავე იურიდიული პირის დამატებითი აქციები, აღნიშნული გადახდა არ უნდა იქნეს განხილული დივიდენდად. ასევე არ განიხილება დივიდენდად იურიდიული პირის მიერ პარტნიორისათვის დივიდენდის, ხელფასის, საქონლის მიწოდების/გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი და დაიბეგრება გადახდის წყაროსთან გაცემის/გადაცემის მომენტში. ფაქტობრივი გარემოება № 16 : აქციონერს გააჩნია 100 ცალი აქცია, 1 აქციის ნომინალური ღირებულებით 100 ლარი, ანუ სულ 10 000 ლარის აქციები. სააქციო საზოგადოებამ გადაწყვიტა 1 აქციის ნომინალური ღირებულების 10 ლარამდე შემცირება დამატებითი აქციების გამოშვების ხარჯზე. აქციონერს დამატებით გადაეცა 900 ცალი აქცია, რის შედეგადაც აქციონერის საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობამ შეადგინა 1000 ცალი (100+900=1000 ცალი აქცია, 1 აქციის ნომინალური ღირებულებით 10 ლარი). შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას, სააქციო საზოგადოებ ის მიერ აქციონერისთვის დამატებითი აქციების გადაცემა არ წარმოადგენს დივიდენდს. ფაქტობრივი გარემოება № 17 : იურიდიული პირის პარტნიორს, რომელიც ასრულებს დირექტორის მოვალეობას, ხელფასის სანაცვლოდ გადაეცა ამავე იურიდიული პირის 50 ცალი აქცია. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას, იურიდიული პირის მიერ პარტნიორისთვის გადაცემული აქციები (ნომინალური ღირებულებით) ჩაითვლება ხელფასად და დაიბეგრება გადახდის წყაროსთან გადაცემის მომენტში. 4. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის აქციებიდან/წილიდან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. ანალიზი: საერთაშორისო ფინანსური კომპანია არის ფინანსური ინსტიტუტი (”ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტის თანახმად, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება), რომელსაც თავისი უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე მომავალი კალენდარული წლებისათვის, ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში – რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი და გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სსკ-ის მუხლი 23🔗.1). თუ საერთაშორისო ფინანსური კომპანია წლიური შედეგების მიხედვით მოგებას გაანაწილებს თავის აქციონერებზე/მოწილეებზე, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე, მაშინ აღნიშნული განაცემები (დივიდენდები), მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან დივიდენდის მიმღები პირები, გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება. ფაქტობრივი გარემოება № 18 : საერთაშორისო ფინანსურმა კომპანიამ 2011 წლის შედეგების მიხედვით 2012 წელს აქციების მფლობელ პირებზე გასცა 10000 ლარის დივიდენდი. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას, გაცემული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და დივიდენდების მიმღები პირების მიერ მიღებული დივიდენდები ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. 5. თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდიდან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. ანალიზი: თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი არის საფონდო ბირჟის ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომლის თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის ან საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით უნდა აღემატებოდეს 25 პროცენტს (სსკ-ის მუხლი 8🔗.13). ”ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 32-ე პუნქტის თანახმად, ფასიანი ქაღალდი (ფასიანი ქაღალდები) არის მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით (ან მათი კომბინირებული ვარიანტით) ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ ასეთების შეძენის უფლების მატარებლები, საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები. ”ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული დივიდენდი, რომელიც სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟის ლისტინგში და რომლის თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის ან საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით, აღემატება 25 პროცენტს, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. ფაქტობრივი გარემოება № 19 : რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც ფლობს რეზიდენტი სააქციო საზოგადოების აქციებს, 2012 წელს აღნიშნული აქციებიდან მიიღო დივიდენდი. საფონდო ბირჟის მონაცემებით, სააქციო საზოგადოების აქციები სავაჭროდ დაშვებული იყო საფონდო ბირჟის ლისტინგში, ამასთან, ამ აქციების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს. სააქციო საზოგადოებამ ჩათვალა, რომ დაცული იყო სსკ-ის 130-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა და ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდი არ დაბეგრა გადახდის წყაროსთან. მომდევნო წელს დადგინდა, რომ ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაცია არასწორია, კერძოდ, სააქციო საზოგადოების აქციების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი არ აღემატება 25 პროცენტს. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას: ა) საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეული შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების დაფარვა უნდა უზრუნველყოს სააქციო საზოგადოებამ (ემიტენტმა) როგორც საგადასახადო აგენტმა; ბ) სააქციო საზოგადოებას დაეკისრება ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდის კუთვნილი გადასახადის გადახდა; გ) დივიდენდის მიმღებს საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშვება. (იხ.დანართი № 8. „სიტუაციური სახელმძღვანელო № 0106) 6. რეზიდენტი საწარმოს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება . ანალიზი: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, შეუძლია სამეწარმეო საზოგადოებებში მონაწილეობდეს პარტნიორად როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი და იღებდეს დივიდენდს. ფაქტობრივი გარემოება № 20 : შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ , რომლის 100 - პროცენტიანი წლის მფლობელი არის სახელმწიფო, 2011 წლის შედეგების მიხედვით 2012 წელს გასცა 235000 ლარის დივიდენდი. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას, გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება. 7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. ანალიზი: საგადასახადო მიზნებისათვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომ − თიზ-ის საწარმო) არის „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო (სსკ-ის მუხლი 25🔗.1). „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თიზ-ის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწარმოთა რეგისტრაციის ნორმების შესაბამისად. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებული საწარმოები (როგორც საქართველოს, ისე უცხოური) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით. თიზ-ის საწარმო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) საქმიანობას ახორციელებს როგორც უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული თიზ-ის საწარმოდან მიღებული დივიდენდი, მიუხედავად დივიდენდის მიმღები პირის ადგილმდებარეობისა, არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და ამ დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. ფაქტობრივი გარემოება № 21 : თიზ-ის საწარმომ 2011 წლის შედეგების მიხედვით 2012 წელს გასცა 50000 ლარის დივიდენდი. დივიდენდის მიმღებები პირები არიან როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირები. შედეგი: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას, გაცემული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება.