სს „ქუთაისის ლითოფონის ქარხნის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს ,,ქუთაისის ლითოფონის ქარხნის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
2012 წლის 20 სექტემბერს, 15 საათზე, ქალაქ ქუთაისში, წერეთლის ქუჩის №192-ში, ტარდება სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის ლითოფონის ქარხნის” აქციონერთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის შესახებ.
მომხსენებელი: საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ველიკი კეზევაძე.
2. სააქციო საზოგადოების განვითარების გეგმისა და არსებული შენობა-ნაგებობების იერსახის გაუმჯობესების მიზნით, ზოგიერთი მათგანის დემონტაჟის საკითხის განსაზღვრა.
მომხსენებელი: საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ველიკი კეზევაძე.
კრების ჩატარების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 23 აგვისტო.
სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის ლითოფონის ქარხნის” სამეთვალყურეო საბჭო და დირექცია.