“ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
I. საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №20, 1994 წ., მუხ.436) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი ახორციელებს:
ა) ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, უსაფრთხო ექსპლუატაციის, იურიდიული პირების მიერ ელექტრო- და თბოენერგიის რაციონალური გამოყენების სახელმწიფო ზედამხედველობას;
ბ) ენერგეტიკული პროდუქციის ხარისხის მართვას საქსტანდარტთან შეთანხმებით;
გ) საზედამხედველო საქმიანობას საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლის ნაწილში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე,“ ხოლო მე-5–7 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-6–8 პუნქტებად.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:
მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი
1. ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებში სტიმულირების ერთიანი წესის შემოღებამდე, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების, სპეციალისტების მატერიალური სტიმულირებისა და დეპარტამენტის საქმიანობისათვის მოწვეული სპეციალისტების ხელშეკრულებით მიღების მიზნით, დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხული თანხების 30% და სახელშეკრულებო საქმიანობითა და ფასიანი მომსახურებით მიღებული შემოსავლები, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგ მთლიანად ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტისათვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის 40% გამოიყენება დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, 40% – სპეციალისტების მატერიალური სტიმულირებისათვის და 20% – დეპარტამენტის საქმიანობისათვის მოწვეული სპეციალისტების ხელშეკრულებით მიღებისათვის. საბანკო დაწესებულების მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების პროპორციულად.
2. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, სპეციალისტების მატერიალური სტიმულირებისა და მოწვეული სპეციალისტების შრომის ანაზღაურებისათვის თანხების ხარჯვის წესებს ადგენს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 29 ივნისი.
№437-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.06.2000.
- როდის იქნა მიღებული “ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- “ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №437. სარეგისტრაციო კოდი — 300.280.020.05.001.000.800.
- სად არის “ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი “ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე, №437, 29.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.05.001.000.800 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1732/