განჩინება შპს „ჯიქია“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/395-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის   27 აგვისტო                            

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – მოვალე შპს ,,ჯიქია’’

საიდენტიფიკაციო კოდი - 205166559

წარმომადგენელი – ივანე ცაგურია (დირექტორი)

 

რეაბილიტაციის მმართველი – ლევან აფციაური

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოვალე შპს ,,ჯიქიას” კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი და

ა:

2011 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას” დირექტორმა ივანე ცაგურიამ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 2011 წლის 28 იანვარის განჩინებით განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა ირაკლი გაფრინდაშვილი, ხოლო 2011 წლის 21 სექტემბერს კრედიტორთა კრებაზე რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა ლევან აფციაური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას’’ რეაბილიტაციის მმართველმა ლევან აფციაურმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: სასამართლოში შპს ,,ჯიქიას’კრედიტორების დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების აღიარების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აგვისტოს განჩინებით კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნა 2012 წლის 27 აგვისტოს 10:15 საათზე.

კრედიტორთა კრებას დაესწრო 51 %-ზე ნაკლები კრედიტორი, რის გამოც კრებამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაჰბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს.

ამავე კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 3 სექტემბერს 10:15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:

ა) სასამართლოში შპს ,,ჯიქიას” კრედიტორების დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების აღიარების შესახებ.

ბ) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე  www. tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                             თ. ჭუნიაშვილი