„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება № 9
2012 წლის 2 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში (ვებპორტალი, 08.04.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ) რეკომენდაცია თეთრ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით (დანართი №3).“.
2. ბრძანებას დაემატოს დანართი №3 შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
რეკომენდაცია თეთრ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით
----------- გაცემის თარიღი ----------- გაცემის ადგილი
თეთრ სიაში შეყვანის მიზნით, რეკომენდაცია ეძლევა -------- მიმწოდებლის დასახელება ------- საიდენტიფიკაციო კოდი მასზედ, რომ მან შეასრულა------------ ხელშეკრულების დადების თარიღი/ნომერი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც დასტურდება თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალება) არსებობით.
[ სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში – ასევე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტით (ფორმა №2). [ეს აბზაცი მონიშნეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც რეკომენდაცია გაიცემა სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით]].
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა --------------------- თანხა ციფრებით და ვალუტის დასახელება.
რეკომენდაცია გაიცემა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად.
-------------------- შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
------------------- ბეჭდის ადგილი.”.
3. ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა დაუშვებელია.”;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, აგრეთვე თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი.”;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 5%-მდე ოდენობით. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში აღნიშნული ოდენობა ნახევრდება.”.
3. ბრძანებით დამტკიცებული წესის 262 მუხლის:
ა) პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. სააგენტო არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება თეთრ სიაში დარეგისტრირების ან თეთრ სიაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით სააგენტოს შეუძლია მიმართოს იმ მიმწოდებელმა, რომელიც, სულ მცირე, აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მიმწოდებელი თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ ყოფილა რეგისტრირებული შავ სიაში;
ბ) მიმწოდებელი თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ ყოფილა რეგისტრირებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) არსებულ შავ სიაში;
გ) თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის მიმწოდებლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
დ) მიმწოდებელს აქვს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის არანაკლებ 1 დადებითი რეკომენდაცია შემსყიდველი ორგანიზაციისაგან მიმწოდებლის მიერ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. ასეთი ხელშეკრულების ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ლარი. რეკომენდაციის ფორმა დადგენილია დანართი №3-ით. რეკომენდაცია უნდა იყოს შესრულებული შემსყიდველი ორგანიზაციის ბლანკზე. აღნიშნული ფორმის დაუცველად წარმოდგენილი რეკომენდაცია არ განიხილება;
ე) მიმწოდებლის (მიმწოდებლის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ყველა პირის) მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი ნასამართლევი არ არის (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე–182-ე მუხლებით, XXVI თავით (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII თავით (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში), XXVIII თავით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში), 2231 2241, 3222, 339-ე, 3391 და 362-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის;
ვ) მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში აქვს არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ბრუნვა;
ზ) მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისთვის არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;
თ) მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისთვის აქვს განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოძიება ხდება სააგენტოს მიერ, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სააგენტოს წარედგინება მიმწოდებლის მიერ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოში მიმწოდებლის მიერ წარდგენიდან 30 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირების შესახებ ან თეთრ სიაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რაც ეცნობება მიმწოდებელს. აღნიშნული ვადა სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაგრძელდეს ერთხელ არა უმეტეს 30 დღით. სააგენტო უფლებამოსილია თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მიმწოდებლისაგან მოითხოვოს წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ან/და დამატებითი ინფორმაცია, ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ფარგლებში.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამატებით მოთხოვნილი ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გარდა, მიმწოდებელმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მიმწოდებლის (იურიდიული პირის კორპორაციული) CV;
ბ) ინფორმაცია მიმწოდებლის შესახებ სააქციო საზოგადოება კრედიტინფო საქართველოდან;
გ) ინფორმაცია მიმწოდებლის თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესახებ (გამოცდილება, სერტიფიკატები, ტრენინგები);
დ) ინფორმაცია მიმწოდებლის ტექნიკური აღჭურვილობისა და შესაძლებლობების შესახებ.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტოში წარდგენილ თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნაში მიმწოდებელმა წერილობით უნდა დაადასტუროს მის მიერ სააგენტოში წარდგენილი ინფორმაციის სისწორე. მიმწოდებლის მიერ სააგენტოში არასწორი ინფორმაციის წარდგენა წარმოადგენს მიმწოდებლის თეთრ სიაში რეგისტრაციაზე უარის თქმის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი