აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
მიღების თარიღი 22.08.2012
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №180-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი 010240080.30.056.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
h1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif'; font-weight:normal;}
h2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif'; font-weight:bold; font-style:italic;}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif'; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';}
span.Heading1Char { }
span.Heading2Char { font-family-f:'Arial','sans-serif'; font-weight:bold; font-style:italic;}
span.TitleChar { }
span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';}
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
span.HeaderChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 46.3pt 45.0pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
ეს კანონი ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, პრინციპებს და მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას.
მუხლი 1🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის
სტატუსი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (შემდგომში – პალატა) არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც ფუძნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. პალატა აერთიანებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს (შემდგომში – მეწარმე სუბიექტი) და მათ გაერთიანებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები და მათი გაერთიანებები ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან პალატის წევრებად, მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ. პალატა წარმოადგენს რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების ინტერესებს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები. პალატის წევრობა ავტომატურად არ წარმოშობს მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისათვის სავალდებულო საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, საწევრო შენატანი ნებაყოფლობით გადაიხადონ. პალატას საწევრო შენატანის დაწესება შეუძლია მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიული პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად პალატა ვალდებულია, წელიწადში ერთხელ წარუდგინოს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას თავისი წევრი მეწარმე სუბიექტების და მათი გაერთიანებების დაზუსტებული სია დასამტკიცებლად. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უფლება აქვს, არ დაამტკიცოს იმ წევრთა სია, რომელთა საქმიანობა სცდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ საზღვრებს.
4. პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“
საქართველოს კანონის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდების, ამ კანონისა და პალატის წესდების საფუძველზე.
5. პალატის საქმიანობაზე არ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
მუხლი 2🔗. პალატის საქმიანობის პრინციპები
1. პალატა „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“
საქართველოს კანონით, ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. პალატას აქვს საკუთარი ქონება და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით.
3. პალატას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონება.
4. პალატა და მისი წევრები პასუხს არ აგებენ ერთმანეთის ვალდებულებებზე.
მუხლი 3🔗. პალატის მიზნები და ფუნქციები
1. პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით.
2. პალატის ფუნქციებია:
ა) მეწარმე სუბიექტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ბ) მეწარმე სუბიექტების პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის, საზღვარგარეთ, ორგანიზება;
გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები;
დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა;
ე) გამოგონების პატენტის გაცემასთან, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდებისა და მომსახურების დასახელების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა;
ვ) ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის გამოფენების მოწყობა, საქმიან წრეთა შეხვედრების ორგანიზება და სხვა ღონისძიებათა გამართვა;
ზ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
თ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება;
ი) უცხო ქვეყნის ორგანიზაციისა და საწარმოს მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
კ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების შექმნა;
ლ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა ბიზნესგეგმების მომზადებაში;
მ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებაში;
ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის მოგვარების ხელშეწყობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შექმნით;
ო) „
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“
საქართველოს კანონით, ამ კანონით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებითა და პალატის წესდებით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება.
3. პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას;
ბ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას;
გ) საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების დამოწმებას;
დ) საერთო ფორმის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას;
ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას;
ვ) პრეფერენციული წარმოშობის GSP სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას;
ზ) (ამოღებულია - 24.12.2015, №149-უ.ს.რ.ს.);
თ) საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭებას;
ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად დამცავი ნიშნის (ჰოლოგრამის) გაცემას;
კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის ნიშნის „წარმოებულია საქართველოში“ გაცემას;
ლ) ფორსმაჟორული გარემოებების დამოწმებას.
4. ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით.
5. პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დგინდება საფასური. მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აგრეთვე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით დაწესებული მეწარმე სუბიექტისა და მისი გაერთიანებისათვის საწევრო შენატანის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო შენატანი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 24 დეკემბრის კანონი №149 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 04.01.2016წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 23 ივნისის კანონი №49 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 5 სექტემბრის კანონი №81-Iს - ვებგვერდი, 06.09.2023წ.
მუხლი 4🔗. პალატის უფლებები
პალატას უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა სახის საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფეროში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები;
ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე დააწესოს საფასური;
გ) ააშენოს, შეიძინოს და კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება;
დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები;
ე) წარმოადგინოს მეწარმე სუბიექტების ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი;
ვ) ამ კანონით განსაზღვრული გარკვეული საქმიანობისა და ფუნქციების დელეგირების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები.
მუხლი 5🔗. პალატის ფინანსები
პალატის ფინანსები შედგება:
ა) საწევრო შენატანებისაგან;
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებისაგან;
გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან.
მუხლი 6🔗. პალატის მართვა
1. პალატის ორგანოები არიან:
ა) საერთო კრება;
ბ) პალატის საბჭო;
გ) პალატის თავმჯდომარე (შემდგომ – თავმჯდომარე).
2. პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.
3. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.
4. საერთო კრება ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და ამტკიცებს პალატის წესდებას.
5. პალატის წევრები საერთო კრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით.
6. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი.
7. პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა პალატის საბჭო. პალატის საბჭო ამ კანონისა და პალატის წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიებზე და პალატის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. პალატის საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში.
8. პალატის საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლებისა და თავმჯდომარისაგან. პალატის საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე ნაკლები. პალატის საბჭოს ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს პალატის საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით. პალატის საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.
9. პალატის საბჭო უფლებამოსილია,
თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
10. პალატის საბჭოს ფუნქციები, კომპეტენცია, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით.
11. პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია თავმჯდომარე.
12. თავმჯდომარეს ირჩევს საერთო კრება ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საერთო კრებაზე დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით.
13. პალატას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილეები და აღმასრულებელი დირექტორი.
14. თავმჯდომარის მოადგილეებს, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, ნიშნავს თავმჯდომარე. თავმჯდომარის მოადგილე თავის საქმიანობას წარმართავს პალატის წესდებით განსაზღვრულ სფეროში. თავმჯდომარე ამავდროულად არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
15. პალატის ბიუჯეტის, ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებს პალატის საბჭო.
16. პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ნიშნავს თავმჯდომარე. თავმჯდომარეს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს აღმასრულებელ დირექტორს.
17. პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით.
18. პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗. პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 20 აპრილის კანონი №37-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 20.04.2017წ.
მუხლი 8🔗. გარდამავალი და დაკვნითი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ამ კანონის შესაბამისად, მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს პალატის საბჭოს ჩამოყალიბების ორგანიზება.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უზრუნველყოს თავისი წესდების ამ კანონთან შესაბამისობა მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულებამდე ძალაში დარჩეს პალატის წესდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით.
4. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2005 წლის 1 დეკემბრის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ (გაზეთი „
აჭარა“
№
230, 14.12.2005 წელი).
5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
ჩაქვი,
2012 წლის 22 აგვისტო
№
180-უ.ს.რ.ს.