შეტყობინება შპს „ბათუმი გეიტის“ კრედიტორთა მიმართ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№68977
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ბათუმი გეიტის ” (ს/#245426098) კრედიტორებს

 

შპს „ბათუმი გეიტის ” გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ შპს „ბათუმი გეიტის ” (ს/ №245426098)  ქონებიდან, მესამე (ნულოვან) აუქციონზე არ გაიყიდა შემდეგი ქონება: 1) 60 -ტონიანი სასწორის ციფერბლატი (მუშა მდგომარეობა დაუდგენელია) , ქონება შეფასებულია 2150 -ლარად; 2) 150 -ტონიანი სასწორის ციფერბლატი (მუშა მდგომარეობა დაუდგენელია) ქონება შეფასებულია 2350 ლარად;  3) საოფისე ხის ტუმბო (ექსპლუატაციაში ნამყოფი, დაზიანებული), ქონება შეფასებულია 24 ლარად; 4) საოფისე კარადა (ექსპლუატაციაში ნამყოფი), ქონება შეფასებულია 36 ლარად .

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“  საქართველოს კანონის 38-ე მუხლის  112 მუხლის თანახმად ,  „თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მესამე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი,აღსრულების ეროვნული ბიურო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ამ ქონების კრედიტორებისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შეთავაზებას. ქონება საკუთრებაში გადაეცემათ იმ კრედიტორებს, რომლებიც შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ განცხადებას ამ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის მე- 40 მუხლით დადგენილი რიგითობი ს შესაბამისად.კრედიტორების წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მათი მოთხოვნების შესაბამისად. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, თანაბრად გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე. თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , შპს „ბათუმი გეიტის ” (ს/ №245426098) კრედიტორებს გეძლევათ წინადადება,  წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმოადგინოთ განცხადება ზემოთ ჩამოთვლილი ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სსიპ – ა ღ სრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელს –  თამაზ კიკიანს (ტელ .:577 111 480) .