არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის — თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.08.2012
ძალის დაკარგვა 22.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №03/47
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.054.016028
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის — თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";}
@font-face {font-family:Verdana; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; layout-grid-mode:char; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 {mso-style-name:abzacixml0; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 50.85pt .5in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება № 03/47
2012 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციის შესახებ
“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №73
დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. რურუა
ა(ა)იპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდება
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს წესდება განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (შემდგომში – კონსერვატორია) საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს, სტრუქტურას, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს.
2. წესდება წარმოადგენს კონსერვატორიის საქმიანობის მომწესრიგებელ დოკუმენტს.
მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი
1. კონსერვატორია არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. კონსერვატორია შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციის შესახებ“ №73 დადგენილების საფუძველზე.
3. კონსერვატორია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამართალმემკვიდრე.
4. კონსერვატორიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
5. კონსერვატორია იქმნება და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
6. კონსერვატორიის სახელწოდებაა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.
მუხლი 3🔗. კონსერვატორიის იურიდიული სტატუსი და მისამართი
1. კონსერვატორია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) საგანმანათლებლო პროგრამებს და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას.
2. კონსერვატორიას უფლება აქვს განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით დამოუკიდებლად ან/და სხვა პირებთან ერთად დააფუძნოს კერძო სამართლის კომერციული ან/და არაკომერციული იურიდიული პირი.
3. კონსერვატორია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და განათლების სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ წესდების საფუძველზე.
4. კონსერვატორიის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, 0108. ალ. გრიბოედოვის ქუჩა №8-10.
5. კონსერვატორიას აქვს საკუთარი ვებგვერდი ინტერნეტში, რომლის მისამართია:
www.conservatoire.edu.ge.
მუხლი 4🔗. კონსერვატორიის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. კონსერვატორიის მიზანია:
ა) პიროვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, განვითარდეს კულტურულად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად, რაც უზრუნველყოფილია მუსიკალური ხელოვნების სფეროში აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებით;
ბ) საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილება უმაღლესი განათლების მქონე კვალიფიციური სპეციალისტებისა და მაღალი დონის პედაგოგიური კადრების მომზადების გზით;
გ) მუსიკალური ხელოვნების და მეცნიერების განვითარება აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, სტუდენტების შემოქმედებით-პრაქტიკული მოღვაწეობის და სამეცნიერო კვლევების მეშვეობით;
დ) პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მუსიკოს-შემსრულებლების მომზადება, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების შეთავაზება დაინტერესებულ პირთათვის;
ე) შემოქმედებითი, სასწავლო და სამეცნიერო მიმზიდველობის გაზრდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ვ)ინტეგრაცია ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო შემოქმედებით და სამეცნიერო სივრცეში.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მის საფუძველზე კონსერვატორია უზრუნველყოფს:
ა) უმაღლესი სამუსიკო განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს; სწავლის, სწავლების, შემოქმედებითი საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, რაც ნიშნავს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა უფლებას, დამოუკიდებლად განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა, სწავლება და სწავლა, სასწავლო პროგრამების ფარგლებში და მათი განვითარების მიზნით;
ბ) უმაღლესი სამუსიკო განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
გ) უმაღლესი სამუსიკო განათლების, შემოქმედებისა და მეცნიერების ინტეგრაციას;
დ) სწავლებისა და სწავლის ხარისხის სისტემების განვითარებას და მისი მართვის მექანიზმების ფუნქციონირებას;
ე) სწავლების, სწავლისა და შემოქმედებითი-სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა საერთაშორისო სისტემებში სრულუფლებიან მონაწილეობას;
ვ) კონსერვატორიის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისებას და ხელშეწყობას, რაც გულისხმობს ამ უკანასკნელთა სწავლის, სწავლების, შემოქმედებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, საქართველოს კანონმდებლობითა და კონსერვატორიის მიერ დადგენილი წესით, აკადემიური ხარისხებისა და კვალიფიკაციის ცნობით;
ზ) ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;
თ) მართვისა და კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
ი) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას;
კ) კონკურენტუნარიანი და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი კადრების მომზადებას და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის განვითარებას;
ლ) ხელს უწყობს ინოვაციური კვლევებისა და სწავლებისათვის აუცილებელი პირობების, მათ შორის – ახალი მუსიკალური ტექნოლოგიების დანერგვისათვის სათანადო პირობების შექმნას.
3. დასახული მიზნების მისაღწევად კონსერვატორია:
ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით უნარებსა და თეორიულ ცოდნას, შემოქმედებითი და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას, რისთვისაც შეიმუშავებს საგანმანათლებლო-შემოქმედებით და კვლევით პროგრამებს;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
ე) თანამშრომლობს უცხოეთის და საქართველოს მუსიკალურ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, კულტურულ ცენტრებთან და სხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო ინსტიტუციებთან;
ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და როგორც სტუდენტთა, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებს, ფესტივალებს, სიმპოზიუმებს, კონფერენციებს, სემინარებს, ლექციებს, ლექცია-კონცერტებსა და მასტერკლასებს;
თ) ემსახურება მუსიკალური კულტურისა და მუსიკის შესახებ მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლების, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით;
ი) გამოსცემს სახელმძღვანელოებს, სამეცნიერო-მეთოდურ და სანოტო ლიტერატურას, ზრუნავს ბიბლიოთეკის ფონდის დაცვა-შევსებაზე;
კ) ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას სწავლისა და შემოქმედებითი-სამეცნიერო მოღვაწეობისთვის;
ლ) ქმნის აქტუალურ მიმართულებათა შემოქმედებით კოლექტივებს კონსერვატორიის სტუდენტებისა და პერსონალის ბაზაზე;
მ) აკადემიურ თანამდებობებზე მოიზიდავს წამყვან, დამწყებ თუ უკვე ცნობილ აქტიურ შემსრულებლებს და მეცნიერებს, რომელთაც შეუძლიათ თანამედროვეობის მოთხოვნების შესატყვისი სასწავლო პროცესის წარმართვა;
ნ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
4. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) შემოქმედებითი საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევის თავისუფლებისა – საორგანიზაციო საკითხებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში;
ბ) სწავლების თავისუფლებისა – სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების შედგენა-დამტკიცების საკითხებში;
გ) სწავლის თავისუფლებისა – სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველყოფაში.
5. კონსერვატორია დამოუკიდებლად ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს კონტაქტებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, დებს გარიგებებსა და მემორანდუმებს.
მუხლი 5🔗. კონსერვატორიის ორგანიზაციული სტრუქტურა
1. კონსერვატორიის მართვის ორგანოებია: რექტორი, კოლეგიური ორგანო (სენატი), ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. კონსერვატორიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებია: ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, ძირითადი საგანმანათლებლო და ყველა სხვა სტრუქტურული ერთეულების, შექმნა/გაუქმება, უფლებამოსილება და მათი საქმიანობის წესი განისაზღვრება სპეციალური დებულებით, რომელსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სენატი.
მუხლი 6🔗. კონსერვატორიის კოლეგიური ორგანო (სენატი)
1. კონსერვატორიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა სენატი, რომლის წევრებიც აირჩევიან კონსერვატორიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების (ფაკულტეტების) აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. სენატის უფლებამოსილების ვადა ემთხვევა სწავლების ძირითადი საფეხურის დადგენილ ხანგრძლივობას და შეადგენს 4 წელს.
3. სტუდენტები შეადგენენ სენატის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად რიცხვის დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.
4. პროფესორისა და სტუდენტის სენატის წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია კონსერვატორიასთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის და სტუდენტის სტატუსის
შეწყვეტა, აგრეთვე პირადი განცხადება.
5. სენატის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სენატის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ, ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.
6. სენატის შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები.
მუხლი 7🔗. სენატის უფლებამოსილება
1. კონსერვატორიის სენატი:
ა) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს კონსევრატორიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და მობილობას;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევს კონსერვატორიის ხელმძღვანელს – რექტორს;
ე) მონაწილეობს კონსერვატორიის წესდების, კონსერვატორიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის კანდიდატურის, კონსერვატორიის ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის განხილვაში;
ვ) ამტკიცებს რეგენტთა საბჭროს მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ზ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოების წარდგინებით;
ი) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით;
კ) ადგენს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი და პროფესიული განათლების კრედიტების აღიარების წესს;
ლ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;
მ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს;
ნ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური პერსონალის პროფესორთა თანამდებობებზე არჩევისა და შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ;
ო) გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ;
პ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სენატის არჩევის წესს;
ჟ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს კონსერვატორიაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
რ) რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის ხელახალ არჩევამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვის ვადით, ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს;
ს) ამტკიცებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ტ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომელიც განსაზღვრულია ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
2. სენატი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
მუხლი 8🔗. სენატის არჩევის წესი
1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან სენატის წევრად აირჩევა კონსერვატორიის სრული ან/და ასოცირებული პროფესორი. ისინი აირჩევიან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. თითოეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად შეიძლება არჩეული იყოს ერთი წევრი, ფაკულტეტის სამაგისტრო ან საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი. სტუდენტების მიერ წარმომადგენელთა არჩევა ხდება ფაკულტეტზე საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
3. სენატის წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლის ვადით.
4. სენატის შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.
5. სენატის წევრი უფლებამოსილებას ასრულებს პირადად. დაუშვებელია სენატის წევრის უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემა.
6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში სენატის წევრს უწყდება სენატის წევრობა.
მუხლი 9🔗. სენატის მუშაობის წესი
1. სენატს თავმჯდომარეობს კონსერვატორიის ხელმძღვანელი
– რექტორი.
2. სენატის სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან სენატის წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ.
3. სენატის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
მუხლი 10🔗. კონსერვატორიის რექტორი, მისი უფლებამოსილება და არჩევის წესი
1. რექტორი არის კონსერვატორიის ხელმძღვანელი, კონსერვატორიის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი და სენატის თავმჯდომარე.
2 მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე რექტორი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კონსერვატორიის მართვას;
ბ) წარმოადგენს კონსერვატორიას მესამე პირებთან ურთიერთობაში, ქვეყნის შიგნით და გარეთ, აკადემიურ, შემოქმედებით და სამეცნიერო სფეროებში;
გ) უფლებამოსილია კონსერვატორიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, მათ შორის ხელშეკრულებები კონსერვატორიასა და კონსერვატორიის სტუდენტს შორის;
დ) უფლებამოსილია დადოს ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული გარიგებები, რომელთაც ხელს ასევე აწერს კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ე) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების წარდგინებით ადგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების, ხოლო დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ამ სტრუქტურული ერთეულის პერსონალის ნუსხას და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კონსერვატორიის საშტატო ნუსხის პროექტში შეყვანის მიზნით;
ვ)
ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კონსულტაციის საფუძველზე
ამტკიცებს კონსერვატორიი
ს ერთიან საშტატო განრიგს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს კონსერვატორიის შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მართვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;
თ) ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორის მოადგილეებს;
ი) ნიშნავს და ათავისუფლებს დამხმარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელს;
კ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე, წყვეტს კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის საკითხს;
ლ) წყვეტს კონსერვატორიის შემოქმედებითი, აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობით არ წარმოადგენს კონსერვატორიის მართვის სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას;
მ) სენატს წარუდგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას.
ნ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით, წესდებითა და კონსერვატორიის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. რექტორს ირჩევს კონსერვატორიის სენატი ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი.
4. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია სპეციალობით მუშაობის 4-წლიანი სტაჟი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
5. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას კონსერვატორიის სენატი აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 კვირით ადრე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
6. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
7. პირი, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, კონსერვატორიაში რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწვვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
8. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას სენატი აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას
9. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რექტორის ბრძანების სახით.
10. რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, რაც განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.
11. კონსერვატორიის ინტერესებიდან გამომდინარე, კონსერვატორიის რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება) ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
12. კონსერვატორიის რექტორის შვებულება ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
მუხლი 11🔗. კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი უფლებამოსილება
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს კონსერვატორიას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ამტკიცებს სენატი, რეგენტთა საბჭოს წარდგინებით.
3. სენატის მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს რეგენტთა საბჭო.
4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ორ ვადას.
5. პირი, რომელსაც ეკავა რექტორის თანამდებობა, კონსერვატორიაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დანიშნულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს კონსერვატორიის ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია კონსერვატორიის სახელით, მისი ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს კონსერვატორიის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების (სახელფასო ფონდის) ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს;
ე) რექტორთან კონსულტაციით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამზადებს კონსერვატორიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც ათანხმებს კონსერვატორიის სენატთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და განსახილველად წარუდგენს სენატს, დასამტკიცებლად კი რეგენტთა საბჭოს;
ზ)
დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტამდე
რექტორთან შეთანხმებით, ცვლილებების შემთხვევაში, ბიუჯეტში ცვლილების პროექტს
დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს
;
თ
) ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტის ცვლილებების შემთხვევაში, რექტორთან შეთანხმებით,
ცვლილებებს ბიუჯეტში წარუდგენს სენატს
განსახილველად და სენატის
მიერ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში წარუდგენს რეგენტთა საბჭოს დასამტკიცებლად;
ი) კონსერვატორიის პერსონალთან აფორმებს შრომით კონტრაქტებს;
კ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) პასუხისმგებელია კონსერვატორიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით, წესდებითა და კონსერვატორიის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რეგენტთა საბჭოსა და სენატის წინაშე.
8. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) რეგენტთა საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) სენატის წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.
მუხლი 12🔗. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. კონსერვატორიაში სასწავლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით ფუნქციონირებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდებისა და სამსახურის დებულების შესაბამისად. შეფასებაში, რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მონაწილეობას იღებენ აგრეთვე კონსერვატორიის სტუდენტები.
2. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც შეიძლება იყოს კონსერვატორიის სრული ან ასოცირებული პროფესორი. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სენატი 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვით ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას და წარმართავს აკადემიურ სფეროში კონსერვატორიის საქმიანობის თვითშეფასების მომზადებას.
5. სასწავლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამის სამსახურებთან. კოორდინაციას ახდენს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვისა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებში.
მუხლი 13🔗. კონსერვატორიის ბიბლიოთეკა
1. კონსერვატორიის ბიბლიოთეკა არის კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც დაცულია ფონდებად ორგანიზებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ისტორიულ-კულტურული ხასიათის მქონე საბიბლიოთეკო დოკუმენტები.
2. კონსერვატორიის ბიბლიოთეკა:
ა) ხელს უწყობს საუნივერსიტეტო განათლებისა, შემოქმედებითი და სამეცნიერო კვლევის პროცესს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ და თანამედროვე საბიბლიოთეკო მოთხოვნის შესაბამისად განთავსებულ საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას;
ბ) კონსერვატორიის სასწავლო და სამეცნიერო მოთხოვნათა შესაბამისად აყალიბებს ბიბლიოთეკის ფონდებს;
გ) აწარმოებს საბიბლიოთეკო ერთეულების აღრიცხვას, კატალოგიზაციას, კლასიფიკაციას და უზრუნველყოფს მათ დაცვას;
დ) უზრუნველყოფს მკითხველთა დიფერენცირებულ მომსახურებას სამკითხველო დარბაზებში.
მუხლი 14🔗. კონსერვატორიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული
1.
კონსერვატორიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები არის:
ა
) საშემსრულებლო;
ბ
) კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის.
2. კონსერვატორიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს საფაკულტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, საგანმანათლებლო-სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევითი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს ჰყავს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს საბჭო, დადგენილი წესით არჩეული დეკანი და სამდივნო. ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს სტრუქტურასა და დებულებას, ასევე გადაწყვეტილებას საფაკულტეტო მნიშვნელობის ახალი ერთეულების შექმნის ან არსებული ერთეულების გაუქმების შესახებ შეიმუშავებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს.
მუხლი 15🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთულის საბჭო და მისი უფლებამოსილება
1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად:
ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის პროექტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, შემოქმედებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურას, დებულებას, ცვლილებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს;
ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;
ვ) ანიჭებს ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიურ ხარისხსა და პროფესიულ კვალიფიკაციას;
ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს.
თ) კონსერვატორიის რექტორს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების გამოყენების თაობაზე;
ი) რექტორს წარუდგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების ნუსხის პროექტს;
კ) ახორციელებს ამ წესდებით, საკუთარი რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 16🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი
1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
2. დეკანად შეიძლება აირჩეს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია 4-წლიანი, მათ შორის, ბოლო 2 წელი უწყვეტი მუშაობის სტაჟი უმაღლეს აკადემიურ სამუსიკო დაწესებულებაში.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის შემოქმედებითი, სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების გეგმას, შემოქმედებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სენატის და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ვ) თავმჯდომარეობს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს სხდომებს;
ზ) კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად, პასუხისმგებელია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;
თ) რექტორს წარუდგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების ნუსხის პროექტს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ინტერესებიდან გამომდინარე, დეკანისათვის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლის (მივლინება) და შვებულების მიცემის გადაწყვეტილებას იღებს რექტორი, რაც ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
მუხლი 17🔗. სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება კონსერვატორიაში.
2. სადისერტაციო საბჭოს შედგენის, თავმჯდომარის არჩევისა და საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულების შესაბამისად.
3. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს სენატი .
4. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მასთან უფლებრივად გათანაბრებული („უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 89-ე მუხლის 10 პრიმა პუნქტის საფუძველზე) ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან. დასაშვებია სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირის მოწვევა. საბჭოში სხვა შესაბამისი პირის მოწვევის წესი და პირობები განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით.
5. სადისერტაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები რეგულირდება სადისერტაციო საბჭოს დებულებით.
6. სადისერტაციო საბჭოს მიერ დოქტორის ხარისხის მინიჭება ხდება ამ წესებით დადგენილი წესით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
მუხლი 18🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის შემოქმედებითი, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს არსებული კანონმდებლობისა და ფაკულტეტის დებულების საფუძველზე.
2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენებით ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას და ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს ნებისმიერი წევრი, რომელსაც უკავია სრული/ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, დეკანის წარდგინებითა და კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო.
მუხლი 19🔗. პერსონალი
კონსერვატორიაში არსებობს აკადემიური,
ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.
მუხლი 20🔗. აკადემიური პერსონალი
1. კონსერვატორიის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.
2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს, შემოქმედებით საქმიანობასა და მეცნიერულ კვლევებს.
4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს სენატი.
მუხლი 21🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
მუხლი 22🔗. საკონკურსო პირობები აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
1. კონკურსი ცხადდება და ტარდება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიხედვით, აღნიშნული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო აკადემიურ თანამდებობებზე.
2. საშემსრულებლო სპეციალობებზე არჩევის პირობები:
ა) სრულ პროფესორად აირჩევა პირი, რომელსაც აქვს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმხორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულ ან ასოცირებულ პროფესორად მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება;
ბ) ასოცირებულ პროფესორად აირჩევა პირი, რომელსაც აქვს:
ბ. ა) უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმხორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორად (სრულ, ასოცირებულ, ასისტენტ-პროფესორად) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
ბ. ბ) უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან უმაღლესი აკადემიური სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
გ) ასისტენტ-პროფესორად აირჩევა დოქტორი, დოქტორანტი ან უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. მუსიკოლოგიურ სპეციალობებზე არჩევის პირობები:
ა) სრულ პროფესორად აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულ ან ასოცირებულ პროფესორად მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება;
ბ) ასოცირებულ პროფესორად აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორად (სრულ, ასოცირებულ, ასისტენტ-პროფესორად) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ასისტენტ-პროფესორად აირჩევა დოქტორი ან დოქტორანტი.
4. ყურადღება ექცევა პედაგოგიურ გამოცდილებას, ასახულს კანდიდატის მიერ აღზრდილი სტუდენტების / კურსდამთავრებულების წარმატებებში; აგრეთვე შემოქმედებით და სამეცნიერო მიღწევებს; ანგარიში გაეწევა სამეცნიერო და მეთოდურ შრომებს.
5. სენატის მიერ შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
6. აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის დამატებით პირობებსა ვადებს შეიმუშავებს და ამტკიცებს სენატი.
მუხლი 23🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები და უფლება-მოვალეობები
1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული ვადით.
2. კონსერვატორიის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება კონსერვატორიის სენატის გადაწყვეტილებით.
3. კონსერვატორიის აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.
4. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს კონსერვატორიის მართვაში „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად;
ბ) განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) აკადემიური თანამდებობის დაკავებიდან 1 აკადემიური წლის შემდეგ, პროფესიული განვითარების მიზნით, აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 10 თვის ვადით;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
5. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას კონსერვატორიის წესდების მოთხოვნები;
ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარუდგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.
6. კონსერვატორია უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწვლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.
7. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშკრულების ვადის გასვლა;
გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
მუხლი 24🔗. აკადემიური წოდებები
1. კონსერვატორიის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობის წესი და პირობები განისაზღვრება კონსერვატორიის სენატის დადგენილებით. ემერიტუსის წოდების მინჭებასთან დაკავშირებულ ანაზღაურების საკითხს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
2. ემერიტუსის წოდების მქონე პირს კონსერვატორიაში იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობა.
3. კონსერვატორიას უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.
მუხლი 25🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. კონსერვატორიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი და მათი მოადგილეები, კონსერვატორიისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.
2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის ან/და დანიშვნის საკითხს, კონსერვატორიის ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, წყვეტს კონსერვატორიის სენატი.
3. ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლდება ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის ვადის გასვლის შემდეგ.
4. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი და კონცერტმაისტერი (კორრეპეტიტორი).
5. მასწავლებელი უფლებამოსილია, გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ, სარეპეტიციო და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
6. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული და კონსერვატორიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
7. კონსერვატორია უფლებამოსილია, ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
მუხლი 26🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლება
კონსერვატორიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ან/და კონსერვატორიის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 27🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება კონსერვატორიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.
3. სენატის წევრს არ შეიძლება კონსერვატორიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა.
4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლებს შეუძლიათ იმუშაონ მხოლოდ სენატის მიერ დადგენილი ზღვრული დატვირთვით. პედაგოგიურ დატვირთვასთან ერთად მათ შეიძლება ეკავოთ ადმინისტრაციული თანამდებობა კონსერვატორიაში, ან კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სხვა დაწესებულებაში.
5. ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მომუშავე პირის პედაგოგიური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კონსერვატორიაში ამ კატეგორიის პერსონალის ზღვრული დატვირთვის ნახევარს.
6. პირს არ შეიძლება კონსერვატორიაში ერთდროულად ეკავოს ორი აკადემიური თანამდებობა.
მუხლი 28🔗. დამხმარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები
1. კონსერვატორიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები წარმოადგენენ კონსერვატორიის სტრუქტურულ ერთეულებს, რომელებიც ახორციელებენ დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობას და მონაწილეობენ სასწავლო პროცესში.
2. კონსერვატორიის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები წარმოადგენენ კონსერვატორიის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებიც ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მონაწილეობენ სასწავლო პროცესში.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ დებულებები, რომელებიც მათი წარდგინებით მტკიცდება კონსერვატორიის წესდებით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულების სტრუქტურა და საქმიანობის წესი დგინდება ამ სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.
მუხლი 29🔗. სტუდენტი, მისი უფლებები და მოვალეობები
1. კონსერვატორიის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს კონსერვატორიაში პროფესიული ან აკადემიური – ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის, ასევე დოქტორანტურის პროგრამის გასავლელად.
2. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს შემოქმედებით საქმიანობასა და მეცნიერულ კვლევაში;
გ) კონსერვატორიის წესდებით, შინაგანაწესითა და შესაბამისი დებულებებით დადგენილი წესით, თანაბარ პირობებში ისარგებლოს კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის და კონსერვატორიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის და კონსერვატორიის წესდების შესაბამისად;
ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება ამ პროგრამაზე;
თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში. სტუდენტს უფლება აქვს, საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს სხვა აკრედიტებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, კონსერვატორიისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
3. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. კონსერვატორიის მართვის ორგანოების არჩევნებში იგი მონაწილეობს, როგორც სტუდენტი.
4. კონსერვატორია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, დაწესებულების შინაგანაწესითა და შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით.
5. კონსერვატორიას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს აზრის გამოხატვის თავისუფლება გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლი 7🔗 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. კონსერვატორია ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.
7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კონსერვატორიის წესდებით და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, კანონმდებლობის დაცვითა და სამართლიანი პროცედურის გზით.
8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, კონსერვატორიის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას, ისარგებლოს კანონითა და ეთიკის კოდექსით დადგენილი უფლებებით და სასამართლოში გაასაჩივროს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
9. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;
გ) მიაწოდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.
10. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისმა ორგანომ.
11. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
12. სტუდენტის სტატუსი წყდება:
ა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას;
ბ) საკუთარი სურვილით:
გ) აკადემიური მოუსწრებლობის მიზეზით, შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შინაგანაწესის, სტუდენტის ეთიკის კოდექსისა ან სხვა დებულებებით დადგენილი წესების სისტემატიური ან ერთჯერადი უხეში დარღვევისათვის;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
13. სტუდენტი ვალდებულია:
ა) კონსერვატორიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა და გათვალისწინებულია სასწავლო გეგმით დადგენილ ვადებში;
ბ) დაიცვას კონსერვატორიის წესდება, ეთიკის კოდექსი და შინაგანაწესი.
მუხლი 30🔗. სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები
1. კონსერვატორიაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.
2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს კონსერვატორიის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას კონსერვატორიის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ან კონსერვატორიის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს და სენატს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. კონსერვატორიის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
მუხლი 31🔗. განათლების საფეხურები
1. კონსერვატორიაში მოქმედებს სამსაფეხურიანი აკადემიური უმაღლესი განათლება – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. განათლების პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კონსერვატორია ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
მუხლი 32🔗. აკადემიური ხარისხის მინიჭება და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა
1. შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს კონსერვატორია ანიჭებს დაგროვილი კრედიტების იმ რაოდენობის საფუძველზე, რომელიც საკმარისია სწავლების მოცემული საფეხურის დასასრულებლად.
2. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.
3. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.
მუხლი 33🔗. კონსერვატორიის ეკონომიკური საქმიანობა
კონსერვატორიამ შეიძლება შექმნას კვალიფიკაციის ამაღლება/სტაჟირებისა და მოსამზადებელი კურსები, განახორციელოს საკონცერტო-შემოქმედებითი საქმიანობის ორგანიზება და გაწიოს შესაბამისი მომსახურება, საგამომცემლო-ბეჭდვით საქმიანობა, დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციულ) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირები და ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით,
მუხლი 34🔗. კონსერვატორიის დაფინანსება
1. კონსერვატორიის საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, შემოქმედებით საქმიანობაზე, კონსერვატორიის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.
2. კონსერვატორიის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
ბ) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით;
გ) ფიზიკური პირის მიერ გადახდილი სწავლის საფასური, კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;
ე) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და შემოქმედებით-საკონცერტო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
3. კონსერვატორიის მიერ მიღებული დაფინანსება და შემოსავალი, მისი წყაროს მიუხედავად, უნდა დაიხარჯოს მიზნობრივად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 35🔗. კონსერვატორიის ბიუჯეტის შედგენა და მისი დამტკიცების წესი
1. კონსერვატორიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს კონსერვატორიის წესდებით დადგენილი წესით შეიმუშავებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან და კონსერვატორიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს ათანხმებს სენატთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს.
4. რეგენტთა საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს რეგენტთა საბჭო.
6. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება რეგენტთა საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს შესაბამისად რეგენტთა საბჭოს.
7. რეგენტთა საბჭოს მიერ ბიუჯეტის პროექტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას. ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება ახალდანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.
8. ბიუჯეტში ცვლილების შეტანა ხდება სენატის მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტის ცვლილების შემთხვევაში აუცილებელია რეგენტთა საბჭოს თანხმობა.
9. ბიუჯეტში სხვა ცვლილების შეტანა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სენატის მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.
მუხლი 36🔗. კონსერვატორიის ქონება და ქონებით სარგებლობა
1. კონსერვატორიის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. კონსერვატორიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება საჭიროებს სენატის გადაწყვეტილებას და რეგენტთა საბჭოს თანხმობას.
3. კონსერვატორიის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების დატვირთვა ან დროებით სარგებლობაში გაცემა საჭიროებს სენატის გადაწყვეტილებას და რეგენტთა საბჭოს თანხმობას.
მუხლი 37🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. კონსერვატორია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
2. კონსერვატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის სამინ
ისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 38🔗. კონსერვატორიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. კონსერვატორიის
რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით.
2. კონსერვატორიის
რეორგანიზაციას ან/და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით.
მუხლი 39🔗. კონსერვატორიის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. კონსერვატორიის წესდების პროექტს, შეიმუშავებს კონსერვატორიის სენატი და დასამტკიცებლად გადასცემს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
2. კონსერვატორიის წესდების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხილი 40. გარდამავალი დებულებები
1. გარდამავალი პერიოდი გრძელდება ამ წესდებით გათვალისწინებული ერთეულების შესაბამისი წესით სრულ ფორმირებამდე.
2. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციამდე მოქმედ აკადემიური საბჭოს მიენიჭოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით
განსაზღვრული უფლებამოსილება, სენატის
არჩევნების გამართვამდე.
3. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უზრუნველყოს რექტორის არჩევნების გამოცხადება და ჩატარების ორგანიზება ამ წესდების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
4. გარდამავალ პერიოდში სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციამდე მოქმედი აკადემიური საბჭო ასრულებს შემდეგ უფლებამოსილებას:
ა) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს კონსერვატორიის
განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და მობილობას;
გ
) მონაწილეობს კონსერვატორიის
წესდების, კონსერვატორიის
განვითარების ფონდის ხელმძღვანელის კანდიდატურის, კონსერვატორიის
ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის განხილვაში და სამუშაო ვერსიას სთავაზობს რექტორს;
დ
) ამტკიცებს რეგენტთა საბჭროს მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ე
) ადგენს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი და პროფესიული განათლების კრედიტების აღიარების წესს;
ვ
) გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ;
ზ
) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს კონსერვატორიის
სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს.
5
. რექტორის (
რევაზ კიკნაძე, დაბადებული 29.09.1960, პირადი №65001000092, რექტორის თანამდებობაზე არჩევის აქტი: აკადემიური საბჭოს 2011 წლის 21 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმი) უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი უფლებამოსილების ვადით და იგი ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
6. გარდამავალ პერიოდში, რეგენტთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანცლერის დამტკიცებამდე, რექტორს უფლება აქვს კანცლერის ამ წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესრულება ბრძანებით დააკისროს კონკრეტულ პირს/პირებს.
მუხლი 41🔗. ძალაში შესვლა
ეს წესდება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.