„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№204
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №204

2012 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009 წელი, №144, მუხლი 1679) დამტკიცებულ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილებ ები:

ა) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს 81 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„81. ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის დანიშვნა

1. ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელი ც აკმაყოფილებს ამ წესის მე -5 მუხლის მე -3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელი ც აკმაყოფილებს ამ წესის მე -5 მუხლის მე -4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

4. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.

5. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნოს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.

6. განსაკუთრებულ შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შესაძლებელია წარიგზავნოს პირი, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე.

7. ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე პირის წარდგენის უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს.

8. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარსაგზავნი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შერჩევას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია.“;

ბ) მე -12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დიპლომატიურ სამსახურში დაწინაურების მიზნით, უფრო მაღალ თანამდებობაზე მოსამსახურე შესაძლოა წარადგინოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა/საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელმა.“;

გ) მე -14 მუხლის შემდეგ დაემატოს 141 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 141. დროებით არმყოფი მოხელის მოვალეობათა შესრულება

1. პირს, რომელსაც აქვს თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დროებით არმყოფი მოხელის შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოხელის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შეუძლია:

ა) გადაუნაწილოს არმყოფი მოხელის მოვალეობანი სხვა მოხელეებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) დააკისროს არმყოფი მოხელის მოვალეობანი სხვა მოხელეს და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.

2. მოხელეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება წინააღმდეგ ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან ეს მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.

3. მოხელეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ამავე დაწესებულებაში შეასრულოს არმყოფი მოხელის მოვალეობა არა უმეტეს 1 თვისა კალენდარული წლის განმავლობაში. არმყოფი მოხელის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოხელის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.

4. მოხელეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოხელეს, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

5. მოხელეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის არმყოფ მოხელეს, ეძლევა არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს; თუ არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოხელეს უნარჩუნდება თავისი სარგო.“;

დ) მე -16 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირთა დროული ურთიერთშენაცვლების მიზნით, როტაცია იგეგმება წელიწადში ორჯერ (ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით) და (დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით).“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი       ნ . კალანდაძე