„წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მისი მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.08.2012
ძალის დაკარგვა 05.09.2018
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.155.016091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 632 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2012 მიღება
05.09.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაჩიტიძე წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მისი მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2012 წლის 30 აგვისტო ქ. წალკა  „წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა  და  მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს „წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს:1. „წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“  წოდების მინიჭების წესი (დანართი №1).2. „წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ დიპლომის ფორმა (დანართი №2).3. „ წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მედლის ფორმა (დანართი №3). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაჩიტიძე დანართი 1 „წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები1. საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. წალკის მუნიციპალიტეტის „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება არის ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის.2. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე  ნებისმიერი სხვა ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი, ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.3. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას წალკის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა წალკელთა ყველა თაობისათვის.4. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: წალკის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითრების, აგრეთვე უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის მოქალაქის პატივგებისა და აღიარებისა.5. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა უღირსი საქციელის ჩადენის ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემთხვევაში, რომლის თაობაზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო.6. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა საპატიო მოქალაქის წოდება, უფლება აქვს უარი თქვას ამ წოდებაზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს საკრებულოს. საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მუხლი 2🔗. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები1. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;ბ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;გ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს;დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს.2. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წერილობით შუამდგომლობის სახით, რომელსაც თან უნდა  ერთოდეს:ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;ბ) ბიოგრაფიული ცნობები;გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;დ) წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, ორი ფოტოსურათი და წარდგენილის წერილობითი თანხმობა;3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა  და ეთიკის კომისია;4. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ;5. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და დასკვნა შეაქვს განსახილველად საკრებულოს ბიუროზე;6. საკრებულოს ბიურო ღებულობს დასკვნას და კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებთან ერთად წარუდგენს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. მუხლი 3🔗. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება1. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ბიუროს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატურის (კანდიდატურებისათვის) წალკის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.2. საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს ამტკიცებს ღია კენჭისყრით.3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება, დიპლომისა და მედლის გადაცემა ხდება წელიწადის ნებისმიერ დროს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე.4. მოქალაქეს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები ან ფულადი ჯილდო.5. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა მოწმობა და დიპლომი. მუხლი 4🔗. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის უფლებები1. საპატიო მოქალაქე, ცხოვრობისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, წალკის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.2. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია:ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებსა და მუნიციპალიტეტის განვითარების  ღონისძიებათა შემუშავებაში;ბ) წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი წალკელის დახმარებისა და ხელშეწყობისათვის.